ქუჩის “ხიბლი”

კიევი

ავტორი: მელანო ცხვარაძე

ეს ფოტო გადაღებულია კიევში,მაიდანზე. თებერვალი, 2014. რაოდენ გასაკვირიც  უნდა იყოს, მაშინ, როდესაც უკრაინელი ერი ადამიანის  ყველაზე დიდი მონაპოვრისათვის, თავისუფლებისთვის იბრძოდა  თვეების განმავლობაში, არ დავიწყებიათ ის,რასაც სამოქალაქო შეგნება ჰქვია.ეს კადრიც ამის ნათელი მაგალითია,რომლის ნახვისას გავოცდი და ვაღიარებ–შემშურდა კიდეც.

21–ე  საუკუნეში, ალბათ, სირცხვილია ჰიგიენაზე საუბარი, მაგრამ მე ეს პრობლემა ნერვებს მიშლის და ცუდ ხასიათზე მაყენებს ბევრისთვის შესაძლოა თემის აქტუალობა მოსაბეზრებელია, მაგრამ  ქუჩებში  დღითიდღე  სავალალო მდგომარეობას ვაწყდებით და სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არც კი ფიქრობს,შეიგნოს ერთი მარტივი ჭეშმარიტება–ნაგვის ადგილი სანაგვეში და არა იქ, სადაც მას მოუნდება ხელების გათავისუფლება.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლიც სახლიდან გაუსვლელად აბინძურებს ქუჩას. საკუთარი აპარტამენტებიდან ისვრიან გამაგრილებელი თუ ალკოჰოლური სასმელის ბოთლებს, სიგარეტების ნამწვავებს, რომელმაც, ერთ მშვენიერ დღეს, რამდენიმე მილიმეტრში ისე სწრაფად ჩაუქროლა ჩემს ცხვირს, ვერც გაავცნობიერე , რა დაფრინავდა წითლად, ვიდრე მიწაზე დავარდნილს არ დავაკვრდი. ასეთები არათუ გარემოს სისუფთავეზე, ადამიანებზეც კი არ ფიქრობენ, მისაღებად და ნორმად მიაჩნიათ ის, რაც არანორმალური და აღმაშფოთებელია.

არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ნაგავის დაყრის შემდეგ ერის საყვარელი საქმიანობა ქუჩებში ფურთხება და სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში შარდვაა. უნდა ვაღიარო,“გადაფურთხების ფენომენს“ ჯერ ვერ ჩავწვდი, რა აიძულებთ ადამიანებს აქლემის პოზიციაში ყოფნას, ჩემთვის გაუგებარია და ამ ამბავს, მარტივად, უზრდელობასა და განუვითარებლობას მივაწერ.

რაც შეეხება ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ცხადია, რომ  შარდი ბუშტის გახეთქვა არავის სურს, მაგრამ ოდნავ მაინც რომ ფიქრობდეს თავის უპასუხისმგებლო საქციელზე, მაშინ სადარბაზოში კი არ შევარდებოდა, უახლოეს კაფეს, რესტორანსა თუ რომელიმე კვებით დაწესებულებაში შევიდოდა (რომლებიც არც თუ იშვიათად გვხვდება ქალაქში), სადაც გაცილებით მშვიდად და აუჩქარებლად მოახერხებდა თავისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება, თუკი ვიზრუნებთ  და რეალურად ვიფიქრებთ მასზე, მათ შორის ქუჩების არ დანაგვიანებაზე. ჩემი აზრით, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათანადო სამოქალაქო განათლების ქონაა, რომელიც სკოლის ასაკიდანვე უნდა მიეწოდოს ბავშვებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს,რომ სკოლებში (უნივერსიტეტშიც) მართლაც ისწავლება საგანი „სამოქალაქო განათლება“, მაგრამ ვინ და რას ასწავლის რეალურად, ცალკე თემაა.

მოქალაქეთა უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განმარტებისა და გათავისების  ნაცვლად, უყვებიან თუ როგორ გამალებით იბრძოდა დავითი დიდგორის ომში, როგორ მოკლა და გააუბედურა სასტიკი მტერი. უყვებიან როგორ გააწნა სილა ზაქარია მხარგრძელმა რუმის სულთანის დესპანს და ა.შ. მოჩვენებით სწავლებით და საბოლოოდ უცოდინარობის გამო ვიღებთ არასახარბიელო შედეგებს. უპასუხისმგებლობა ყოველ სადარბაზოში ჩანს და თბილისურ ქუჩებს თავის “ხიბლს” სძენს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s