ბათუმის სკოლის ანტითურქული პროპაგანდა

ავტორი: ხატია დუნდუა

საჯარო სკოლა ბათუმში დავამთავრე, ახლა იქ ჩემი და სწავლობს. გუშინ სახლში შეშფოთებული და თვალებაწითლებული მოვიდა. როგორც გამირკვა, მისმა ერთ-ერთმა „დამსახურებულმა“ პედაგოგმა მორიგი ანტითურქული ფრაზა თქვა. მან ამჯერად გალანძღა არა მარტო თურქები, არამედ ის ქართველებც, რომლებიც თურქეთში სასწავლებლად თუ სამუშაოდ დადიან და მათ „უღირსი ქართველები“ უწოდა.

მასწავლებელი შეშფოთებას გამოთქვამდა „თურქების ბათუმში პარპაშთან“ დაკავშირებით და მოსწავლეებს ეუბნებოდა, რომ „ეს ურჯულო ხალხი ახალგაზრდა თაობას დაღუპავს თუ ერთხელ და სამუდამოდ არ გავყარეთ“.

როცა მე ვსწავლობდი მაშინაც ასე ხდებოდა.

მოგეხსენებათ ის აჟიოტაჟი, რომელიც ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ატყდა. მაშინ  ერთადერთი მუსლიმანი კლასელი მყავდა, დანარჩენი ყველა კი თავს მართლდადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევდა. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს ჩვენმა მასწავლებელმა დაიწყო საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ცოცხალი თავით არ დაუშვებდა აჭარის „გათათრებას“, მეჩეთი აქ ვერ აშენდებოდა, ამ მართლმადიდებელ მიწაზე მუსლიმანები ვერ გაიხარებენ.  ამ დროს ჩემმა მუსლიმანმა კლასელმა ხმადაბლა აღნიშნა, რომ 1 მეჩეთი არაფერს დაუშავებდა ქრისტიანობას. ამ „კადნიერებამ“ მასწავლებელი წყობიდან გამოიყვანა და ჩემს კლასელს ურჩია გარიდებოდა „ურჯულოებს“.

მეც გადავწყვიტე ჩემი აზრი დამეფიქსირებინა და ვთქვი, რომ ყველას უნდა ჰქონდეს უფლება რა რელიგიაც უნდა, ის იწამოს. ჩემმა პედაგოგმა მითხრა, რომ მართლმადიდებელი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს, მაშინ ვუთხარი არ ვარ-მეთქი მართლმადიდებელი. ჩამეძია, აბა მუსლიმანი ხარ თუ იაღოველიო. როცა ამჯერადაც უარყოფითი პასუხი მიიღო, მითხრა „შენ უარესი ყოფილხარ“ (ანუ ჩემს მუსლიმან კლასელზე ცუდი ვარ).

მას შემდეგ სულ ფიქრობ, რატომ ასწავლიან ამგვარი მასწავლებლები სკოლაში.

როდესაც გაკვეთილზე საგანთან დაკავშირებულ კითხვებს ვსვამდი ხშირად დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ ვიღებდი, აი რაც შეეხება ფობიების ნერგვას, ამაში ბევრ ჩემს პედაგოგს ბადალი არ ჰყავდა.

ის ამბავიც მახსოვს, როცა მასწავლებელმა, რომელიც მეტნაკლებად პროგრესულად ითვლებოდა, გაკვეთილზე მოგვიწოდა, არ დაგვეშვა „გეი ალღუმი“ ჩვენს სამშობლოში. დაგვრაზმა მოსწავლეები ჰომოსექსუალებთან შესარკინებლად, არადა არავითარი „გეი ალღუმი“ ბათუმში არ იმართებოდა, ვის დასჭირდა ამ მითის გამოგონება და შემდეგ მისი გავრცელება, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ბათუმის სკოლებშისიტუაცია  მართლა საგანგაშოა, იქ განათლების მისაღებად მისული ბავშვები სტერეოტიპებისა თუ ანტითურქული პროპაგანდით გაზომბებულები მოდიან. არ მახსენდება განათლების მინისტრს რაიმე მინიშნებაც კი მასწავლებლებისადმი, როდესაც ის ამგვარი პროპაგანდისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ისიც არ ვიცი აქვს თუ არა ინფორმაცია ამ სიტუაციის შესახებ.

ჩემს სკოლაში თურქების მიმართ ისევ სიძულვილს თესავენ, გეებთან შესარკინებლად ბავშვებს ისევ რაზმავენ, კლასში ისევ 40 ბავშვი ზის, ლაბორატორია ისევ არ არის და რელიგიური გრძნობები ისევ ილახება.

ფოტო სკოლის კედლიდან

ფოტო სკოლის კედლიდან

.

13 thoughts on “ბათუმის სკოლის ანტითურქული პროპაგანდა

  1. ძალიან საინტერესოა, მაგრამ მინდა ერთო ფაქტი გავიხსენო რომელიც მე პირადად გადამხდა, როცა თურქეთში გადავდიოდი. ე.წ. “ტამოჟნიაზე” გადასვლისას თურქეთში შესულს დამხვდა დიდი რუკა გაკრული, რომელზეც ბათუმი და მთელი აჭარა მიკუთვნებული იყო თურქეთს. მე ვიკითხე რატომ არის მეთქი ეს ასე და პასუხი იყო ერთი, “ბრესტ-ლიტოვსკის” ზავით ეს მიწა ჩვენიაო. და წადი თუ ძმა ხარ, თორემ უკან გაგაბრუნეთო. როდესაც ბრჭყალებში სვამ თურქების ბათუმში პარპაშს, მგონი ეს არასწორია, დანარჩენ ყველა ნაწილში გეთანხმები!

    Like

  2. მესმის შენი და არ ვამართლებ მასწავლებელს, მაგრამ როდესაც თურქები მართმადიდებელ მამაოებს ანაფორაში შემოსილს საზღვარზე არ უშვებენ, როცა შენ უშენებ მეჩეთს და ისინი საკუთარი ეკლესიების რესტავრაციას შენს გარეშე წყვეტენ, როცა ბათუმში არსებული საავადმყოფო თურქეთის ტერიტორიადაა მიჩნეული და არა მარტო ის კიდევ უამრავი დაწესებულება, რომელ სოლიდაროობაზე და თანაბარუფლებიანოობაზე მესაუბრები? საქართველო ყოველთის ყველას ფეხზე ეკიდა იმ მიზეზით რა მიზეზითაც შენ ეს სტატია დაწერე, იციან რომ ჩვენ ინტერესებზე წინ ყოველთვის მეზობლის სტუმრის ინტერესს ვაყენებთ, რაც უმთავრესი მიზეზია ჩვენი ამ დღეში ყოფნისა. ამიტომ მოდი ჟერ დაგვაფასონ და მერე დავაფასოთ

    Like

    • “როცა შენ უშენებ მეჩეთს და ისინი საკუთარი ეკლესიების რესტავრაციას შენს გარეშე წყვეტენ” – ლოგიკური კითხვა : თურქებს უშენებ მეჩეთს? https://www.youtube.com/watch?v=L2U910p8Axk

      ამ ადამიანთაგან მაქსიმუმ 40-50 იქნება თურქეთის მოქალაქე, სხვა დანარჩენს პასპორტში ეროვნება ქართველი უწერია ( შენ თვლი თუ არა ქართველად ეგ სხვა საკითხავია, მე იურიდიულად ვსაუბრობ) .. რა დააშავა ამ ხალხმა და რა დავაშავე მე , რომ წვიმიან, თოვლიან, ქარბუქიან ამინდში გარეთ სველ ქვაზე მიწევს ლოცვა? ( და თუ შენთვის შენი თანამემამულეს ეს მდგომარეობა არაფერს ნიშნავს, მაშინ სალაპარაკოც არაფერია)

      Like

      • ამას ვერ გაიგებენ ძმა,მეჩეთის აშენებაზე დაუწყებ საუბარს ეესენი კიდე თურქებზე იწყებენ საუბარს, ერთერთი პირველი ვარ ვინც არ მევასება თურქები,მაგრამ ამაზე ხომ არ არის საუბარს.მთელი უბედურება ის არის რომ,მე რახან მუსლიმანი ვარ ეს არააადამიანები(ზოგიერთები) ქართველად არ მცნობენ და ესაა მთელი უბედურება,სულით ხორცამდე ქართველი ვარ,უბრალოდ გულდასაწყვეტია ზოგზოგიერთები, რომ ეგრე ფიქრობენ. მიმიფურტხებია იმ ქარველისტვის ვისაც ტავი სხვაზე მეტი ქართველი ჰგონია და სხვის რელიგიას პატივს არ სცემს.

        Like

  3. აჭარაში რომ მუსლიმანების დისკრიმინაცია მიდის ეს არაა სიახლე და ნაწილობრივად ამიტომაც დავწერე ეს ბლოგი, რაც შეეხება თურქეთის იმპერიალისტურ ზრახვებს, თუნდაც ამ პრობლემას ზიზღით და ახალგაზრდების ზომბირებით ვერ გადაწყვეტ

    Like

    • ამ პრობლემის, (ისევე როგორც ძალიან ბევრის) გადაჭრის ერთადერთი გზაა, ის რომ ამაღლდეს მასწავლების პროფესიის პრესტიჟი. შემდეგ უნდა ჩაიდოს ფული პედაგოგიურ სასწავლებლებში და მივიღებთ ნორმალურ მასწავლებლებს და არა ცალტვინა ისწერიჩკებს: )))

      Like

  4. ufro rtulad yofila saqme vidre megona.gio!ramdeni mecheti gaqvt batumshi da garet ratom loculob?ver xvdebit turquli politikis gavlenaa zlieri tqvenze?!da tu martla ar gaqvt batumshi salocavi,pirveli me davdgebi tqvens gverdit!tumca mgonia utrirebas uketebt am temebs!

    Like

    • რომელ მეჩეთებს გულისხმობ? მე ბათუმში ვცხოვრობ დ მარტო 1 მეჩეთი ვიცი.

      Like

  5. ჩუენნი უგანათლებულესი მასწავლებლები გვიზრდიან შვილებს ისე რომ უფალსაც შეეფიქრება მათი განკითხვა, სიტყვას ვერ ვიტყუით, ამიტომ განათლებაში ბოდიში და” ჩაჯმულები” ვართ და ეკლესია თარეშობს აბა რაიქნებოდა?
    მოკლედ კანონი ამოქმედდეს და განათლებაში ეკლესიის ზეგავლენიანი ადამიანები შორს დადგნენ და დაანებონ ფობიების თესვავს.
    საქართველო არანაირი ქრისტიანული ქუეყანა არაა … ეს დემოკრატიული არათუ თეოკრატიული. დ ე მ ო კ რ ა ტ ი უ ლ ი საქართველოა.

    Like

  6. ბოდიში მაგრამ, ეს მღვდლები ჰომოსექსუალებთან ბრძოლისკენ რო მოუწოდებენ ბავშვებს, მაინტერესებს კი მაგრამ ჰომოსექსუალები ჩვენი ქართული საზოგადოების ნაწილი არ არიან? რატო უნდა აღვივებდეს ვინმე სიძულვილს ინტიმის გრძნობების თავისებურებათა გამო. ამის შედეგი ბოლოს სამოქალაქო დაპირისპირება იქნება. ზოგან უმრავლესობა გაიმარჯვებს, ზოგან კიდე უმცირესობა და გავიყოფით ასე.

    Like

  7. თურქი მუსულმანს არ ნიშნავს, შესაბამისად არც მუსულმანი თურქს. რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს ზოგი ქართველი მუსლიმია და მეჩეთის სენება შეიძლება განიხილოს როგროც იგივე ქართველის ინტერესების დაცვა. თუმცა, სამწუხაროდ, თურქეთი ცდილობს ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს.
    წარსულს თვი რომ დავანებოთ, დღეს ბევრი თურქი საქართველოს როგორც საგულაო ბაზარს უყურებს. ლოგიკურია, რომ აგრესია ქართველებსაც გვიჩნდება. ამგვარი ღია პროპაგანდა , რა თქმა უნდა, არაა მისასალმებელი. თუმცა ხალხის მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდე. და ამგვარი განწყობა მარტო საქართველოში არაა, იგივე გერმანიაში ძალზე ანტიპათიურად არიან განწყობილნი, თუმცა ამაზე საკუთარ აზრს არ აფიქსირებენ შენ თვითონ თუ არ აგრძნობინე მსგავსი შეხედულება რომ გაგაჩნია.
    რავი, აქ რელიგიაში არაა იმდენად პრობლემა, რამდენადაც თვად თურქების ქცევაში. სადაც არიან სულ მათი მიწა ჰგონიათ და სხვა ხალხის კულტურას აგდებულად უყურებენ. თუმცა მოდით ვაღიაროთ, ქარტელებიც რომ ვიყოთ ერთი 30 მილიონი, და მეტი, ჩვენ უფრო წავლექავდით ყველას, ცოტა სხვანაირად, მარა ამინც )))

    Like

  8. სად ნახეთ ბათუმში თურქების ცუდი მოქცევა?! დიდი სიამოვნებით შევდივართ მათ კაფეებში და მშვენივრადაც გვემსახურებიან, რითი გასიამოვნონ აღარ იციან! როდის უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერი “უცხოს” მიმართ შიში?! თურქეთთან საზღვარი დიდი ხანია გახსნილია, ჩვენც მშვენივრად დავდივართ მეზობელ ქვეყანაში “შოფინგზე”, სავაჭროდ თუ სამუშაოდ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, საზღვრების გახსნამ, ბევრი ოჯახი იხსნა შიმშილისგან. ასე, რომ შევხედოთ ამ ფაქტს სხვაგვარად და ნურაფრის გვეშინია. რაც შეეხება ჩვენი პედაგოგების განათლების დონეს, ნამდვილად სავალალოა!

    Like

    • კი, მარტო მე ვიცნობ 6 ქალს, რომელიც თურქეთში მუშაობით არჩენს ოჯახს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მიმაჩნია რომ საპატრიარქოსაც მიუძღვის წვლილი ანტითურქული განწყობების დანერგვაში. მე ხშირად მინახავს აჭარაში მღვდლები როგორ ქმნიდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებას თურქების მიმართ მრევლში

      Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s