გუდიაშვილის ბაღში მელოდნენ

გუდიაშვილიავტორი: ანა კაკურია

თავისუფლების მოედნის მახლობლად, ლერმონტოვის , ახოსპირელის, აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული მოედანი მდებარეობს. მის ირგვლივ თერთმეტი უძველესი შენობაა, რომელთაგან  რვა – კულტურული ძეგლია. აქ გუდიაშვილის ბაღია, სადაც 2 მარტს ყველას ელოდნენ.

1827 წელს გუდიაშვილის ბაღს აბას-აბადის მოედანი ეწოდა გენ პასკევიჩის მიერ ირანის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად,  მოგვიანებით კი 1923 წელს  ბოლშევიკებმა სტეფანე ალავერდოვის სახელი დაარქვეს,  ხოლო 1988 წლიდან დღემდე მას  გუდიაშვილის მოედანს უწოდებენ.

საუკუნეზე მეტია რაც გუდიაშვილის ბაღი არსებობს, თუმცა როგორც“ თბილისის ჰამქარის „ წარმომადგენლები ამბობენ, დღეს უკვე მისი ყოფანა-არყოფნის საკითხი დგება, ვინაიდან თბილისი განვითარების ფონდი  სარეაბილიტაციო საუშაოების ჩატარებას აპირებს, რაც გუდიაშვილის ბაღის იერსახის შეცვლას გამოიწვევს.

„თქვენ იცით, როგორი რეაბილიტაცია ხდებოდა სიღნაღში , ბათუმში, თელავში , ზუსტად ისეთივე პროექტები არის ახლაც შემოტანილი. როგორ შეძლება მე-17 საუკუნის შენობაზე ცემენტის გამოყენება  და მერე თქმა ,რომ  ეს არის რესტავრაცია და რეაბილიტაცია“, – აღნიშნავს „თბილისის ჰამქარის“ წარმომადგენელი, ჟურნალისტი ალექსადრე ელისაშვილი.“

სწორედ დაგეგმილი რეაბილიტაციის გასაპროტესტებლად გაიმართა აქცია-გამოფენა – სახელწოდებით “გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები”.

ხეებზე გამბულ თოკებზე  ძველი აქციების დროს გადაღებული ფოტოები იყო მიმაგრებული, ბაღი სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც ფერადი ფანქრებით, გუაშებითა და აკვარელებით  ხატავდნენ ნახატებს. შესავლელში იყიდებოდა სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები,  გლინტვეინი. შემოსული თანხა კი როგორც ორგანიზატორებმა თქვეს,    იმ ადამიანებს მოხმარდება, რომლებიც საწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ .

ბაღის  ბოლოს სცენა იყო , სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ  Riffer, Lady Heroine
ბაკურ ბურდული, მებო და Nika J.

მიუხედავად იმისა, რომ აქციისთვის უჩვეულოდ თბილი გარემო იყო,  დღე მაინც   დაპირსპირებით დაიწყო .

თბილისის განვითარების ფონდი პროექტების მართვის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ალავიძე ირწმუნებოდა, რომ შემუშავებულია პროექტები, საარქივო მასალებს ეფუძნება და მიახლოებულია იმასთან, რაც იყო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული.

„რესტავრატორები ჩართულები არიან. ფონდი აპირებს უხლოეს მომავალში სანიაღვრე სისტემისა და  კანალიზაციის პრობლემის მიგავრებას ამის შემდეგ , როგორც კი იქნება ნებართვა კულტურის სამინსტროდან, გადავალთ შემდეგ ეტაპზე, რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვას, ჯერ ვერ გიპასუხებთ, ვინაიდან პროექტი შესასწრებელია “ – აღნიშნა ალავიძემ.

ამის საპაუხოდ „თბილისის ჰამქარის“ წარმომადგენელმა თამუნა ამაშუკელმა აღნიშნა, რომ  „ფონდი ამას ამბობს  2007 წლიდან , ახორციალებს პროექტს და არ ჰყავს არანაირი რესტავრატორი, მიზანმიმართულად ინგრევა შენობები, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება, ვერ პასუხობენ კითხავზე როდის განხორციელდება პროექტი, რა ჯდება ის“.

მოგვიანებით თამუნა ამაშუკელი ფიქრობს, რომ   გუდიაშვილის ბაღის გადასარჩენად აუქციიონი უნდა  ჩატარდეს. „ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. მსგავს სიტუაციებში  სიმბოლურ ფასად იყიდება შენობები  და მეპატრონეს მიყვება არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციის ძალიან კონკრეტული ვადები და ვალდებულებები“, – განაცხადა ამაშუკელმა.

აქციის ორგანიზატორების მოსაზრებებს აქციის მონაწილეებიც იზიარებდნენ და ითხოვდნენ რომ გუდიაშვილის ბაღი შენარჩუნებული იყოს.

„ასეთი ბაღები, სკვერები არ გვაქვს ბევრი და არ ვართ განებივრებულნი, ეს მცირედი კი უნდა დავიცვათ, ამიტომ მოვედი დღეს აქ რომ მხარი დავუჭირო ამ ბაღის გადარჩენას“, – აღნიშნა აქციის მონაწილე ანო მაისურაძემ.

აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროტესტის მუხტი გაძლიერდება, ვინაიდან  „გუდიაშვილის მოედნის გადარჩენისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის“ და გუდიაშვილის ბაღში ისევ ყველას დაელოდებიან.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s