მგზავრები ყვითელში

ფოტო: for.ge

ფოტო: for.ge

ავტორი: ხატია გოგოხია

როგორია დღევანდელი საზოგადოება, რა მდგომარეობაშია ქვეყანა – თუ ამის გაგება გინდა, ერთხელ მაინც უნდა იმგზავრო ყვითელი ავტობუსით.

უკვე მესამე წელია, რაც სისტემატიურად მიწევს ყვითელი ავტობუსებით ან მეტროთი მგზავრობა. დილის 9 საათი ყვითელი ავტობუსებისთვის პიკია. ასეთ დროს თუ ავტობუსში აღწევას მოახერხებ, ეს დიდი გმირობაა.

შთამბეჭდავი ის არის, რომ ავტობუსში ასვლას „მაგარი ტიპები“ გასწრებენ.  ამის შემდეგ ცხვირს დაუვიწყარი სურნელი აგიწვავს.  თვალში გხვდება ტყავგაცლილი სკამები, სახელოებგამოცლილი ავტობუსის ფანჯრები და კედელზე საშინელი წარწერები.

ბილეთის ასაღებად ბარათი თუ წინასწარ არ გაქვს მომზადებული, შემდეგ უკვე ძალიან დიდ სირთულეს შეეჭიდები.  ამოსული ხალხი ეგრევე თაივსუფალ ადგილს მივარდება და შემდეგ შენ გაწვდის ბარათს ბილეთი, რომ აუღო. აბა, რომ ადგეს ადგილს დაკარგავს და რა ქნას?!

შემდეგ კონტროლიორის ხმამაღალი შეძახება გესმის – ბილეთები წარმოვადგინოთ! ბარათები გადმომაწოდეთ!

მერე იწყება მთავარი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას პირველი საათ-ნახევრის განმავლობაში მგზავრი შეღავათებით სარგებლობს. ამიტომ, ასე ვთქვათ, ლიმიტი რომ არ ამოეწუროთ, ხანდაზმულები ცდილობენ ბოლოს აიღონ ბილეთი, მიუხედავად კონტროლიორის გაფრთხილებისა, რომ ბილეთები ასვლისთანავე აიღონ. ზოგი არ იღებს და შემდეგ ისეთი კამათი იწყება, ცოტაც და ხელსაც დაარტყამენ ერთმანეთს.

იქვე ვინმე აუცილებლად  გაიხსენებს „კომუნისტების დროს“ –  „სად იყო ასეთი ამბავი, როცა გინდა მაშინ იღებდი ან  ვის უჭირდა?! მაშინ ყველა მდიდარი იყო“, ეს ფრაზაც 37 მანეთად გადამფრენების ლექსიკიდანაა.  ზოგი კონტროლიორს იცავს, ზოგი მოქალაქეს. იმ კონტროლიორს, რომ ეჩხუბებიან და ჯავრს მასზე იყრიან, იმან რა უნდა გააკეთოს, არც ის  შრომობს სხვებზე ნაკლებს- არც მას აწყდება ნერვები სხვებზე ნაკლებად –  დილის 7-დან საღამოს 11-მდე რომ ფეხზე არიან და ათასი ადამიანის ლანძღვის მოსმენა უწევთ, ზოგს ყოფნის მოთმინება და პასუხს არ სცემს, მაგრამ ბოლომდე ევრავინ უძლებს.

შუაში სკოლის მოსწავლეები დგანან, რომლებსაც უფასო სამგზავრო ბარათები აქვთ, მაგრამ არ დააქვთ და შესაბამისად, არც ბილეთს ყიდულობენ.

მძღოლს ისე მიჰყავს ავტობუსი, ფეხზე მდგომ მგზავრებს რომ ვუყურებ, ეგრევე ის სიმღერა მახსენდება „ქარი კვლავ არხევს…“ მოსახვევებში თუ ხელი რამეს არ მოკიდე, თავისუფლად შეიძლება ერთი ბოლოდან მეორეში აღმოჩნდე.

დახუთულობის გამო ბევრი წვალების შემდეგ ფანჯარას თუ გამოაღებ, „მზრუნველი კონტროლიორი“ მალევე დაგიკეტავს. „შვილო, გინდა რო გაცივდე?!“ გაცივება რომ გაგუდვას გირჩევნია მნიშვნელობა არ აქვს.

ბოლო სკამებზე თითქმის ყოველთვის რამდენიმე ბიჭი ზის, რომელთაც მობილურში სიმღერები ხმამაღლა აქვთ ჩართული, მათ სახეებს რომ ვუყურებ ასე მგონია, ისეთი წარმოდგენა აქვთ, თითქოს ბოლო მოდელის მანქანაში სხედან.  ვიღაც კაცმა რამდენჯერმე გახედა, სახეზე ეტყობა დაღლილია და ამ „რახარუხის“ მოსმენა აშკარად არ სიამოვნებს.

ყოველდღიურად სცენები არ იცვლება, საზოგადოების შეგნებას, ქცევას ღირებულებებს ყველაფერ ხაზს უსვამს. ასე მგონია, საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ტრანსპორტშია გამოკეტილი და სოციუმზე დაკვირვება თუ გინდა, კვლევაში მონაწილე პირები გამზადებულები აქ არიან.

ზოგჯერ ავტობუსში ადამიანთა სახეებიც არ იცვლება. ჩვენ ყველას ყვითელის მგზავრები გვქვია, ყოველ დილით გაჩერებაზე ვდგებით, წამზომს ვუყურებთ და ველოდებით მის გამოჩენას..

One thought on “მგზავრები ყვითელში

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s