8 მარტი და ქალები საქართველოში

ფოტო: Netgazeti.ge

ფოტო: Netgazeti.ge

ავტორი: ხატია დუნდუა

გუშინ  აქცია იყო სახელწოდებით „დავიცვათ ქალთა შრომითი უფლებები“.  აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ეჭირა საინტერესო პლაკატი „ემიგრანტი ქალები-უხილავი უმრავლესობა“. დედაჩემი ამ უხილავი უმრავლესობის წარმომადგენელია. ის ისევე როგორც უამრავი სხვა ქალი, სამუშაოდ თურქეთშია გადახვეწილი. „სკაიპით გაზრდილი თაობა“ ასე შეგვარქვა ხუმრობით ჩემმა მეგობარმა. ზოგ ქალს 3-4 შვილი ჰყავს დატოვებული საქართველოში, იძულებულია წავიდეს იმის მიუხედავად, რომ ბავშვების მომვლელი არავინ ჰყავს სამშობლოში. რა არის მათთვის 8 მარტი? მოაქვს კი მას მათთვის რაიმე სიხარული? წესით ამ დღეს მაინც უნდა იგრძნონ ქალებმა თავიანთი სიძლიერე და თავს უფლება მისცენ ცოტა დაისვენონ, დატკბნენ ცხოვრებით. სამწუხაროდ, „უხილავი უმრავლესობისათვის“ ეს დღეც ნაცრისფერია.

ყველაზე მეტად კი ის მაოცებს, რომ ქალების ამხელა ღვაწლის მიუხედავად „ოჯახის უფროსად“ მაინც კაცი მიიჩნევა. მეც მამაჩემის ნებართვა დამჭირდა, იმ ფაკულტეტზე რომ ჩამებარებინა, რომელიც მაინტერესებს. როლები შეიცვალა, ახლა ქალები არჩენენ ოჯახებს (ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო ასეა), მაგრამ გენდერულ სტერეოტიპებს მაინც არაფერი ეშველა.

ჩემს თანატოლებში ბევრს ვიცნობ, რომელიც თავისი საქციელით, ქმედებით ამსხრევს ამ დრომოჭმულ შეხედულებებს. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ქართველი ქალი სულაც არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად ქალთა საბოლოო ემანსიპაციისათვის ბრძოლას. მესმის ბებიაჩემი რატომ ფიქრობს, რომ „ქალი კაციზაა შექმნილი“, მაგრამ როდესაც ამავე აზრისაა 19 წლის გოგო, ეს ანაქრონიზმად მეჩვენება.

სულ მიკვირს, რატომ უნდა ფიქრობდეს ახალგაზრდა ქალი, რომ „არ შეშვენის ბევრი ლაპარაკი“ ან „ქალმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი“. თუკი უპირველეს ყოვლისა ქალებმა არ იზრუნეს სტერეოტიპების დამსხვრევაზე, არ გააცნობიერეს, რომ ორივე სქესის წარმომადგენლები ვართ თანასწორები, მაშინ ბრძოლა ყოველგვარ აზრს კარგავს.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s