ჯიპი ჩვენი არსობისა

1426169_10200612356577298_813719127_o

ავტორი: მარი დოიაშვილი

ჩვენთან შავი ჯიპი „კაი ტიპობას“, ან „მაგარ მამა(ო)ს“ ნიშნავს. თბილისი ჯიპების ქალაქი უფროა, ვიდრე სინათლის და საერთოდაც აქ ჯიპი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრანსპორტი.

გემებივით დიდი და შავი ჯიპები ყველგან შეგხვდებათ. იქაც, სადაც მანქანისთვის გამოყოფილი ადგილია, უფრო ხშირად ტროტუარზე, კიბეებზეც კი. დაბურულშუშებიანს უფრო მეტი ხიბლი აქვს. გააჩარებ შუქნიშანზე, გადმოხედავ ზევიდან სხვა მანქანებს, თვითკმაყოფილების გრძნობა გეუფლება და ბედნიერი ხარ, რომ ვიღაცაზე მაღლა ხარ.

შავჯიპიანები საზოგადეობის დიდი ნაწილია, რომელშიც კიდევ ქვეკატეგორიები გამოიყოფა.

ჩინოვნიკების ჯიპები – იერარქიულად პირველ ადგილზე მდგომი, აქ, რა თქმა უნდა, მინისტრები არ იგულისხმება, ჯიპები გარდაბნისა და მარნეულის გამგებლებსაც მოუნდათ, მერე ამბავი ატყდა და ტენდერები გააუქმეს, თორემ „ასფალტის გემებისადმი“ ლტოლვა ისევ არ გამქრალა. ისევ ხშირად ნახავთ ქუჩებში დიდი სისწრაფით მიმავალ შავი ჯიპების კორდონს. თანამდებობის პირების მძღოლებსაც შესაბამისი მიმიკით და მედიდური გამოხედვით (ამათ რაღა უხარიათ) არაერთხელ შეხვდებით, განსაკუთრებით მაშინ, ზებრაზე გადასვლა რომ გინდა და შავი ჯიპი შემოაგელვებს.

mkh__28836სასულიერო პირთა ჯიპები – ნაწილი მთავრობის შეწირულია, ნაწილი მრევლის ფულით ნაშოვნი. არადა, ამდენი სოციალურად დაუცველია, იმათაც არ აქვთ კარგი მდგომარეობა ვინც წირავს. სულ მიკვირს, რანაირად ყოფნის მათი შეწირული თანხა მამაოს ჯიპსაც და უპოვრებასაც, მათ, ვისთანაც ეს თანხა რეალურად უნდა მიდიოდეს.

ერთერთმა მამაომ კითხვაზე აუცილებელია თუ არა სასულიერო პირს ჯიპი ჰყავდესო ასე უპასუხა – იესოს დროს რომ ჯიპი ყოფილიყო გადაადგილების საშუალებად აუცილებლად გამოიყენებდაო. მაშინაც იყო გადაადგილების სხვადასხვა საშუალებები, მაგრამ იესო ფეხით დადიოდა.

ფულიანი (მამიკოს) ბიჭების ჯიპები– ამ კატეგორიის შავჯიპიანები ინდივიდუალური პარკინგის სტილით გამოირჩევიან. უმეტეს შემთხვევაში მოვლილი გოგოებიც სხედან მეტი  გლამურულობისთვის. უფრო თამამები არაიან წესების დარღვევის მიმართ და არც ჯარიმები ანაღვლებთ მაინცადამაინც. ამიტომ არც წითელზე გავლას ერიდებიან, არც შუა ქუჩაში, სადაც მოუნდებათ, იქ გაჩერებას და არც სიჩქარის გადაჭარბებას.

1393625_588786711180810_905174721_nუფულო, მაგრამ ჯიპიანები – აგროვებენ ფულს, რომ იყიდონ რაც შეიძლბა დიდი შავი ჯიპი, მერე მეგობრები ატარონ აქეთ იქით, ოღონდ მანამდე ბენზინის ფული უნდა ააგროვონ. წინა კატეგორიისგან განსხვავებით, ჯარიმებს ერიდებიან, ამიტომ მთელ ჯავრს ფეხით მოსიარულეებზე იყრიან და მაქიმალურად ცდილობენ, ტროტუარი ისე გადაკეტონ,  მთელი თავისი უპირატესობა გავენონ.

„კაი ტიპობა“ დაპარკინგების ტრიუკებშიც  ჩანს, ხან თსუ-ს მეორე კორპუსის კიბეებზე ასულს ნახავ და ხან ვენდისთან გახიდულს. მუსიკა უნდა იყოს ხმამაღლა ჩართული. ამგვარი ტიპისთვის შავი ჯიპი ყველაზე ძვირფასი რამეა. აი, დადგები უნივერსიტეტთან, გაიკეთებ შავ სათვალეს, ჩართავ მუსიკას, გააღებ კარს, ძმაკაცები ჩასხდებიან, ისაუბრებენ, გადავლენ, მერე მათ სხვები ჩაანაცვლებენ, მთელი უნივერსიტეტის ყურადღებას იქცევ და უკვე „კაი ტიპი“ ხარ.

შავ ფერზე ვფიქრობდი, როცა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კომენტარი ვნახე – რატომ არც ერთ ჩინოსანს არ ემსახურება თეთრი ან თუნდაც წითელი ჯიპი, შავი ფერი პროტოკოლის მოთხოვნაა თუ ქურდულს აწვებიანო.  სადღაც სოციალურ- ფსიქოლოგიური ფესვები ექნება ამ ყველაფერს. ალბათ, იმიტომ, რატომაც თბილისელების გარდერობში ეს ფერი დომინირებს..

One thought on “ჯიპი ჩვენი არსობისა

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s