გვემაი და გინებაი ქართულისა ენისაი

–         აუ, ეს ძაან შმოტკაა, ძაან მაკვდება რაა.

–         ნახე რა აუთლუქიააა?!

–         კაი რაა, მასეთები ყველას ეცვა ლელას

ივენთზე და შარშან ეკას ფართიზე.

–         კაი ხო, ვაიგნორებ…

(ყოველდღიური საუბრიდან)

IMG_0134ავტორი: გიორგი ბედოიძე

ქართული ენის  შეცვლა და უცხო არასაჭირო ტერმინებით დაბინძურება დიდი  ხანია იქცა განსახილველ თემად, მაგრამ ენის განვითარების ნაცვლად მის რეგრესს უწყობენ ხელს, არ იციან როგორ დაიცვან.

ქართველებს ზოგადად რადიკალიზმი გვახასიათებს. ან უკიდურეს ერთ მხარეს ვდგავართ ან მეორისკენ მივიწევთ. ასე გვემართება ყოველი ახალი ამბის, ნივთის, გამოგონების, იდეის გაგების შემდეგ. ამის ნათელი მაგალითია უცხოელი სტუმრების ზედ გადაყოლა და ზედმეტი ყურადღება, რაც, ღრმად მწამს, რომ არც თვითონ უცხოელებს არ სიამოვნებთ. ზომიერება არც ენის თვალსაზრისით გვახასიათებს.

სსრკ-ს 70 წლიანი ბატონობის ხანაში რუსულმა ენამ დიდი გავლენა მოახდინა ქართულზე.  ჩამოყალიბდა ე.წ. „რუსგრუზინული“, რომელზე საუბარიც ყველაზე „სვეტსკმა“ და „ნაღებმა“ ადამიანებმა შეიფერეს და არა მარტო მათ. შეიძლება „პოლის“, „გრუჩიტელის“, „ტრიაპკის“ შემოტანა იმით გავამართლოთ, რომ ისინი ჩვენზე ბატონობდნენ და ბუნებრივად შევითვისეთ, როგორც უამრავი თურქული, სპარსული და არაბული სიტყვა, მაგრამ რას ვიტყვით დღევანდელ ვითარებაზე? ახლა ინგლისი გვიპყრობს უშუალოდ თუ ამერიკას ვყავართ დაკნინებული? რატომ გავამდიდრეთ ინგლისური ბარბარიზმებით  ენა, რომელშიც „ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს?“

უნდა ვაღიაროთ ეს ჩვენი ზემოთხსენებული უკიდურესი „ხო“ ან „არა“-ს ბრალია. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის სატელევიზიო თუ ინტერნეტ საშუალებებსაც, რომელთა ლექსიკონი საშინლად დაბინძურებულია და რომელთა გავლენა ყველაზე დიდია საზოგადოებაზე. მახსოვს, როდესაც სიტყვა „ინაუგურაცია“ გამოჩნდა, აბსოლუტურად ყველა ცდილობდა მის დამახსოვრებას და გამოყენებას, არც კი იცოდნენ რას ნიშნავდა. როდესაც ტელევიზიით გეუბნებიან „დეველოპერული კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის კომპეტენციას“ და სხვა მრავალ ასეთ უნიჭობას, ძალაუნებურად ექცევი მისი გავლენის ქვეშ, ქართველებს ხომ სწრაფადვე გვიყვარს საკუთარის დავიწყება და სხვისი განდიდება, ალბათ „ინსპირაცია“ უფრო კარგად ჟღერს ვიდრე შთაგონება, ან „ლავსთორი“, კონსპირაცია, კოლაბორაცია და სხვა. დღეს კი ფაქტი ერთია, „რუსგრუზინული’’ ენიდან მოვახდინეთ ტრანსფორმაცია „ჯორჯინგლურ“ ენაზე. ალბათ ყველაზე კარგად ამას ნუგზარ შატაიძე ახსნიდა, როცა ამბობდა, სუფრაზე 100 ქართველი რომ იჯდეს და 1 რუსი, ყველა ქართველი რუსულად დაიწყებს საუბარსო.

ენა რა თქმა უნდა ცოცხალი ორგანიზმია და ის უნდა ვითარდებოდეს, უცხოური ტერმინებს შესაბამისი შესატყვისი უნდა მოუძებნონ ისეთი არა icon-ი რომ თარგმნეს ქართულად როგორც “ხატულა“. თუმცა  „პაკაზებისას“ ელიტა რატომ ზის „ფრონთ როუში“ მაინც ვერ ვხვდები.

მნიშვნელოვანია აბრებისა და წარწერების პრობლემაც, განსაკუთრებით დედაქალაქში. მიუხედავად არსებული კანონისა, რომელიც სახელმწიფო ენაზე წარწერას სავალდებულოს ხდის და აწესებს ჯარიმებსაც 300 ლარის ოდენობით. თუ ასეა ან მაღაზიებს, სავაჭრო ქსელებსა და სხვა დაწესებულებებს უხარიათ ჯარიმების გადახდა, ანდაც კანონი ქაღალდზე კანონობს და არა მათთვის. სახელმწიფო ენაზე წარწერის ვალდებულება ზოგმა ისე გაიგო, რაც ლეთინური ასოებით წერია ის ქართულად დაწერა და პრობლემა მოიგვარა.

“რეკლამის შესახებ” კანონში ტერმინის “აბრა” განმარტება შემოდის და მასში ისიც წერია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება ქართულთან ერთად უცხოურ ენაზე დაიწეროს. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.

 ამავე კანონით, აბრის დაკვეთისა და მისი განთავსებისთვის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ. იგივე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მგონი ჩვენნაირი პატარა სახელწიფოსთვის, რომლის მოსახლეობა 4 მილიონს არ აღემატება და ქართულად მოლაპარაკეც ამდენივე დაიარება დედამიწის ზურგზე, მართებს მეტი ძალისხმევა ენის შესანარჩუნებლად. ამის კარგი მაგალითია გერმანია და ესპანეთი. მაგალითად ესპანეთში ისეთ საყოველთაოდ მიღებულ სიტყვებს, როგორიცაა ბანანი, კომპიუტერი, სენდვიჩი თავისი შესატყვისები მოუძებნებს და ბანანი platano-დ, კომპიუტერი ordenador-ად, სენდვიჩი კი სანგვიჩად აქციეს. ასე შორს წასვლა არცაა საჭირო, მხოლოდ ის უნდა შევინარჩუნოთ და არ შევითვისოთ, რაც უკვე გვაქვს, რაც არ გვაქვს ის აუცილებელიცაა დავამკვიდროთ.

.

One thought on “გვემაი და გინებაი ქართულისა ენისაი

  1. სათაური შესანიშნავია და ზუსტად ერგება დღევანდელ მდგომარეობას. რაც შეეხება მაღაზიების აბრებს, თუნდაც “იუნაითიდ ქალაზრ ოვ ბენეტონს”, აქ არაკანონიერი არაფერია, რდგან როგორც არ ვეკითხებით არავის რა დავრქვათ საკუთარ შვილებს, ისე არც აქ გვაქვს ჩარევის უფლება. ბუნებრივია, რომ ვერ თარგმნით “საერთაშორისო ფერები ბენეტონისგან”, ან რამე მსგავსად, რადგან ასე არ დაურქმევიათ მაღაზიისთვის. აქ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსი, ქართველი და ინგლისელი არაფერ შუაშია. პრობლემა არის ისეთი სიტყვების და ფრაზების ხმარება, რისი შესატყვისიც გვაქვს (თუნდაც “მარკეტი”), თუმცა პურიზმში არ უნდა გადაიზარდოს ჩვენი ქმედებები ყველა შემოსულ სიტყვასთან დაკავშორებით. ( პურიზმია ესპანეთის მაგალითიც).

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s