„პარტიზანი მებაღეების წინააღმდეგ ორი დაინტერესებული მხარეა“, – ნატა ფერაძე

ნატა ფერაძეავტორი: ხატია გოგოხია

პარტიზანი მებაღეები, რომლებიც ვაკის პარკში რესტორნის მშენებლობას აპროტესტებენ, ზეწოლაზე საუბრობენ. 13 მარტს ჯგუფის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ განაცხადა, წინა დღეს რამდენიმე წევრი ნატახარში გაიტაცეს და  დაემუქრნენ, რომ  20 დღეში დაარბევდნენ, ამიტომ  დაშლას ურჩევდნენ.  აქციებში მონაწილეობის გამო ერთ-ერთი საჯარო სამსახურიდან ფაქტობრივად, გაათავისუფლეს. პარტიზანი მებაღეები, რომლებსაც ქალაქის გამწვანების იდეა აერთიანებთ,  ამ დრომდე არ საუბრობენ კონკრეტულად ვინ  გაიტაცა ჯგუფის წევრი, თუმცა ამბობენ, რომ ეს რესტორნის მშენებლობით დაინტერესებულმა მხარემ გააკეთა.

რატომ დაიწყო პარტიზან მებაღეებზე ზეწოლა, რას უკავშირებენ თავად ჯგუფის წევრები და რა გეგმები აქვთ უახლოეს პერიოდში „ლიბცენტრი“ ამ თემებზე ნატა ფერაძეს ესაუბრა

–    ქალბატონო ნატა, რას უკავშირებთ ზეწოლას, ვინ გააღიზიანა თქვენმა აქტიურობამ?

–    ყოფილი რესტორან “ბუდაპეშტის” შრომით კოლექტივის წევრმა, მამუკა შევარდნაძემ, ერთ-ერთ პარტიზან მებაღეს უთხრა, რომ კომპანია „ტიფლის დეველოპმენტს“ ეს მიწა მან მიჰყიდა, მაგრამ კონტრაქტის თანახმად ის თანხას იქამდე ვერ მიიღებს, სანამ  “ტიფლის დეველოპმენტი” სარგებელს არ ნახავს ანუ პარტიზანი მებაღეების  წინააღმდეგ ორი დაინტერესებული მხარეა.

–    აქამდე ყოფილა თუ არა მუქარა ან მსგავსი ზეწოლა?

–   მუქარა აქამდე არ ყოფილა, თუმცა, იყო ფულის შემოთავაზება, რომელიც 50 ათასიდან ნახევარ მილიონამდე ავიდა.

–   როგორ ფიქრობთ, მუქარების გახშირება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ანგარიშგასაწევი ძალა გახდით?

–    რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ასეა,  რახან ასე იქცევიან ესეიგი ხელს ვუშლით, თუ ამ შემთხვევას სწორად გამოვიყენებთ, ეს შეიძლება გამარჯვებადაც ჩაითვალოს.

–    რას აპირებთ ახლა?

–    ზეწოლის გამო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევტანეთ. ერთი ჩვენივე სახელით, ხოლო ორი „ მწვანე ალტერნატივისა“  და ანა გაბრიაძის „უსაფრთხო სივრცის“ სახელით.

–    ამ შემთხვევის შემდეგ გაქვთ რაიმე მხარდაჭრა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან? სამოქალაქო სექტორიდან?

–  კი, აქეთ გამოგვეხმაურა ამერიკის საელჩო და სახალხო დამცველი და დახმარებას დაგვპირდა.

–  კონკრეტულად რა დახმარება აღმოგიჩინათ ამ ინსტიტუციებმა?

–  ამერიკის საელჩომ 14 მარტს შეხვედრა დაგვინიშნა და იურიდიული მხარდაჭერა  შემოგვთავაზა. მოსამართლემ  ხარვეზი დაგვიდგინა რაღაც დოკუმენტებზე. ვატყობთ რომ სასამართლოში ძალიან სერიოზული ბრძოლა დაგვჭირდება. ვიყავით სახალხო დამცველთანაც. უნდა გადავუგზავნოთ საბუთები, ისინი სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

–   რამდენად აქტიურია „ვაკის პარკის“ აქცია ამჟამად?

–   იმისთვის, რომ საზოგადოების აქტივობა და მუხტი არ დაეცეს სხვადასხვა ღონისძიებებს ვგეგმავთ. გვაქვს პოზიტიური აქტივობები, ხატვის, ბოტანიკის, ფიზიკის მასტერლასებს ატარებენ. ასევე გააქტიურებულია Twitter-ს მესიჯი, რომლის გაგზავნის შემთხვევაში განგაშის მესიჯი ყველა მოანწილეს მიუვა.

–   რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობისგან ამ აქციებს?

–   ვაკის პარკში რესტორნის მშენებლობის წინააღმდეგ 6 000 ადამიანის ხელმოწერა  შევაგროვეთ, რომელიც ვაკის მაჟორიტარ დებუტატთან შალვა შავგულიძესთან უნდა შევიტანოთ. ასევე მეორე პეტიციაა, სადაც მორატიორიუმს  ყველა მწვანე ტერიტორიის გაჩეხვაზე ვითხოვთ.

–   სხვა სექტორებისგან თუ იგრძენით მხარდაჭრა ამ აქციების განმავლობაში?

–   დიახ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ მხარში გვიდგას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, გია ცაგარეიშვილს მწვანე ნარგავების კანონპროექტზე მუშაობასთან დაკავშირებით თანამშრომლობა შევთავაზეთ, რაზეც ის დაგვთანხმდა. 13 მარტს, გია ცაგარეიშვილმა  ეს კანონპროექტი  პარლამენტში შეიტანა, მაგრამ მისი დამტკიცების დიდი შანსი არ არსის და ამიტომ ამ მხრივაც ამერიკის საელჩოს დახმარების იმედი გვაქვს.

–  რა არის თქვენი კონკრეტული მოთხოვნა?

–  ცივილიზაციაც გვინდა, ქალაქის განვითარებაც გვინდა ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ქალაქს გაცილებით  აკლია გამწვანებული ტერიტორია. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია აქტივიზმზე, მოქალაქეებს შეუძლიათ რა რაოდენობის თანხაც სურთ სპეციალურ ყუთში ჩაყარონ და დაემხარონ მონაწილეებს, სწორედ ამ თანხით ვცდილობთ კარვებში თავის შენახვას.

–   ახლა რა გეგმები გაქვთ?

–   ჯერ დაშლას არ ვაპირებთ და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საკანონმდებლო გზით საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და პარკი დავიცვათ. ჩვენი ყველა  ნაბიჯი იქნება გამჭირვალე და გამოქვეყნებული.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s