რა სურთ მეზობლებს

იტალიური ეზო თბილისში, 1990 წელიავტორი: ირინა გურგენაშვილი

ქართველები  ძალიან ფართო ნათესაური სპექტრით გამოვირჩევით, ჩვენს ირგვლივმთელი რიგია დეიდა-მამიდების, ბიძა-ბიცოლების, მაზლ-მულების. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, პირიქით, ხალხმრავლობა, ერთად შეკრება, ლხინი (სამხიარულო ხშირად არც არაფერია) და ერთმანეთის თანადგომა გაჭირვებაში – ეს ყველაფერი ცოტა უფრო ნაკლებად, მაგრამ მეც მომწონს.

თუ ამ ერთად ყოფნას საზიანო არაფერი მოაქვს, მოთმინება მყოფნის,  მაგრამ როცა ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ემატება მთელი ამალა მეზობლების, უბნელების, მათი დაქალების, მათი ძმა-ბიჭების და ა.შ. ამის გაძლება საკმაოდ მძიმე საქმეა.

მათი არსებობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოყვარე ადამიანს ხელს არ უშლის, მაგრამ ყველას ერთად (და ცალკ-ცალკე) ჩარევა ყველაზე პირადულ, ყველაზე სენსიტიურ საკითხებში, ანერვიულებს. ქართული სანაცნობო-სამეზობლო ერთი დიდი ჟუჟუნა-მაყვალას სკოლაა, რომელთა კედლებში არაერთი თაობის ცრემლი და კომპლექსი გამოზრდილა (მომიტევონ იმ მეზობლებმა თუ ნათესავებმა, რომლებიც, თუთაშხიასებურად, არც არავის ცხოვრებაში ერევიან და არც სხვის თარეშს დაუშვებენ თავისაში).

მე მესმის, საზოგადოებას რა „ამაღლებული“ სურვილი აქვს გარშემომყოფთა ბედნიერებასთან დაკავშირებით და სულით და გულით ვუერთდები ამ იდეის მაღალმორალურობას, მაგრამ მაკვირვებს ჭორის გრძელი ბოლო, რომელიც უმრავლესობას სწორედ, კეთილისმყოფელი გარემოცვისგან საპატიო ნიშნულად დაჰყვება.

დევიზით ,,რა დროს ჩემი ცხოვრებაა, ჯერ სხვისი არ დამილაგებია“ ღრმა ნაბიჯებით მივდივართ ,,ცივილურ ცხოვრებამდე“ და გვავიწყდება, რომ საზოგადოების განვითარება სასურველ ნიშნულს ვერ მიაღწევს, თუ თითოეული ადამიანი სულიერად და მორალურად არ  ამაღლდება.   მოარალურ ღირებულებათა კომპლექსში  სხვისი ცხოვრებისადმი პატივისცემა და მათ საქმეში ჩაურევლობის პრინციპი მთავარია, ვგონებ.

ხშირად მომისმენია და წამიკითხავს სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, თუ რატომ უყვარს ქართულ საზოგადოებას ერთმანეთის ცხოვრების გარჩევა (მათშორის მათგანაც, ვინც ამას განუწყვეტლივ აკეთებს), ზოგი ამბობს, უსაქმურობის ბრალიაო, ზოგი სისხლს და გენებს აბრალებს, ზოგი გაბოროტებულ საზოგადოებას გვეძახის, ზოგისთვის გაუნათლებელი ბრბო ვართ, თუმცა მოსაზრებები არსებულს არ ცვლის, ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ განუწყვეტლივ ფეხით ვთელავთ ერთმანეთის უფლებას გვქონდეს დამოუკიდებელი, გაუსაჯაროებელი, პირადი ცხოვრება.

ქართულ რეალობაში უმრავლესობას ვგულისმობ. რა თქმა უნდა, ვუშვებ გამონაკლისებსაც) ახალგაზრდა ვერ ირჩევს პროფესიას, ცხოვრების სტილს, შეხედულებებს დიდ სანათესაო-სანაცნობო წრესთან შეუთანხმებლად.  შეუთანხმებლობაში ვგულისხმობ, არა იმას, რომ თითეულს ცალ-ცალკე აზრს დაეკითხება, არამედ იმას, რომ შეარჩევს ყველაფერს ყველასთვის მისაღებს და შექმნის ,,მეს’’ არა ინდივიდუალურს, არამედ საზოგადოს. „მეს“, რომლის წიაღშიც, ზოგჯერ, ადამიანის ნამდვილი სახე ღრმად იმარხება. ჟუჟუნა და მაყვალა ხომ პროფესიონალები  არიან ყოველგვარი პიროვნულის საზოგადოდ ჭედვის საქმეში.

ჟუჟუნა-მაყვალა პირობითი სახელია და კონკრეტულ ორ ადამიანს არ ვგულისმობ. ეს ქართული სენია, რომლითაც ჩვენ ყველა მეტ-ნაკლებად დაავადებულნი ვართ, ეს არის ზოგადი სახელი იმ მწარე რეალობისა, რომელსაც განუწყვეტლივ ერთმანეთის საქმეში ცხვირის ჩაყოფა ჰქვია.

არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ,,სამეზობლოში“ გაზრდილი ბავშვების ისტორია, კიდევ რამდენ ხანს გავლანძღავთ ერთმანეთს, კიდევ სადამდე მივა ქართულ საზოგადოებაში ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრების ტენდენცია, კიდევ როდემდე დაგავაინტერესებს ჟუჟუნას აზრი ჩვენს მომავალზე და კიდევ რამდენ ხანს ავიტანთ მაყვალას ქოქოლას წარსულზე, მაგრამ ვიცი ით საკუთარი პიროვნული „მე“ სადღაც წარსულის გზაზე უგზოუკლოდ დაგვეკარგება.

პ.ს. მანამდე კი, გულდასმით გაირჩევა ,,დიდ საფიხვნოზე“ ჩვენი პატიოსან-უპატიოსნო ცხოვრების ამბები..

One thought on “რა სურთ მეზობლებს

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s