თბილისში დაუნის სინდრომის მქონეთა დღე აღნიშნეს

ავტორი: მარიამ ლეჟავა

21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მსოფლიო დღეა, რომელიც 2006 წლიდან აღინიშნება. ეს დღე წელს თბილისშიც აღნიშნეს. კავშირი “ჩვენი ბავშვების” და ორგანიზაციის “ვიმეგობროთ” ორგანიზებით მოეწყო მსვლელობა -“მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს”. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და და მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მოაწყვეს. აქციაზე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სოლიდარობის ნიშნად ფერადი წინდები სიმბოლურ ფასად გაიყიდა.

დაუნის სინდრომი ჰონ ლანგდომ ჰეიდონ დაუნის სახელს უკავშირდება. 1866 წელს მან პირველმა აღწერა სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები. 1958 წელს სინდრომი ქრომოსომულ ანომალიად მოიხსენია მეცნიერმა ჟერომ ჟან ლუი მარი ლეჟენმა. დაუნის სინდრომი დაავადება არ არის. ის გენეტიკური ცვლილებაა – ტრისომია 21, რაც გულისხმობს 21-ე ქრომოსომის გასამებას. დაუნის სინდრომი არ არის მემკვიდრეობითი და გადამდები. ამ სინდრომით იბადება ყოველი 800-დან ერთი ბავშვი. დაუნის სინდრომის მქონე შვილი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს ეყოლოს.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s