რეალობისგან გაქცევის ეროვნული გზა

(ეგოს დაცვის მექანიზმები)

ავტორი: ლილე ყაზაიშვილი

ეგოს დაცვის მექანიზმები – არაცნობიერი სტრატეგიები,

რომელიც ამცირებს შფოთვას რეალობის დამახჯების გზით.

 

ჩვენს საზოგადოებაში რეალობიდან გაქცევას ყველა აქტიურად, სხვადასხვა გზით ცდილობს. ფსიქოლოგიაში ეგოს დაცვის რამდენიმე მექანიზმი არსებობს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შეხვდებით.

უარყოფა-დაცვის პრიმიტიული მექანიზმი, როდესაც არ ხდება რეალობის აღიარება.

ჩვენ არ გვაქვს გენდერული პრობლემები, ეს ტყუილი და თავს მოხვეული თემაა. ქართველ კაცს ვერავინ ასწავლის ქალის დაფასებას, ქალი ოჯახის დედაბოძია, მისი სადღეგრძელო ყოველთვის ისმევა ქართულ სუფრაზე. ჩვენთან პატიოსნებითა და ხელგამრჯეობით ფასდება. ასე იყო ოდითგანვე და ასეა დღესაც, ქალს თავისი ადგილი აქვს, კაცს თავისი.

,,ქართველი გეიები არ არსებობენ“.

ჩვენ ომი მოვიგეთ, მერე რა, რომ  ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია, ეს არაფერია იმასთან შედარებით, თუ მტრის ნამდვილ გეგმებს გავითვალისწინებთ, მათ მთელი საქართველოს დაპყრობა უნდოდათ, ჩვენ ის შევაჩერეთ.

რაციონალიზაცია-  ერთი შეხედვით გონივრული, მაგრამ არარეალური მიზეზების მოძებნა.

ჩვენი ახალი მთავრობა ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს შეეფერება, ნელა და ეტაპობრივად მიყვება ყველაფერს, მათსავით კი არ აპიარებს ყველა მიღწევას, პოპულიზმში კი არ ხარჯავს ფულს, პირიქით მათთვის მთავარია, საქმე გააკეთონ.

აი, სასამართლო ამ ერთ წელიწადში ისე შეიცვალა, რომ წინა მთავრობის დროს სახელწიფო როცა  ვინმეს დაადანაშაულებდა, აპატიმრებდნენ კიდეც, ახლა კი იმდენად დამოუკიდებელია, რომ ბრალსაც ვერავის უმტკიცებენ. ესაა ნამდვილი ევროპული სასამართლო.

საქართველოს დიდი მომავალი აქვს ტურიზმის მხრივ, ტურისტებს კიდევ ჩვენი ინდივიდუალობითა და ტრადიციებით თუ მოვხიბლავთ, ამიტომ საჭიროა გვყავდეს მეფე, სამეფო ოჯახი ქვეყნის სამკაულივით იქნება, ქვეყნის დიდგვაროვნები ხალხს ზნეობის და კეთილშობილების მაგალითს მისცემენ.

ჩვენ იმდენი რესურსები გვაქვს ამ ქვეყანაში შეიძლება კაცი ტყუილად იჯდეს და არ მოშივდეს, დალოცვილია ჩვენი მიწა. ფული რომ ჩაიდოს საქმეში, ათმაგად ამოიღებ, აგერ ჩვენმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ჩვენმა გადამარჩენელმა  თქვა, ხუთ-ხუთი მილიონი ექნება ყველა სოფელსო, სესხები იქნება ისეთი, დაბრუნებას რომ არავინ მოგთხოვსო. შაჰის ცოლივით ვიცხოვრებთ. მაგრამ ჯერ ელოდება სიტუაციის ჩაწყნარებას, უნდა წაეთრნენ ეგენი, თორემ ისე არაფერი გამოვა, მაგიტომ არ ხდება ჯერ რამე, აპა წავიდნენ და მოგვშორდნენ ეგ მკვლელები, მერე ნახე ვაჩვენებთ მსოფლიოს, რას ნიშნავს ქართული ოცნება.

რეაქციის ფორმაცია -შფოთვის გამომწვევი იმპულსის საწინააღმდეგოთი ჩანაცვლება.

,,უნდა ჩავსვათ  გემში და ზღვაში ჩავძიროთ“ გარყვნეს მთელი ქვეყანა, რას ანახებენ ბავშვებს, გადაშენდება მალე ქართველი ერი, ჩვენ ოდითგანვე ქრისტიანული ერი ვართ და არ დავუშვებთ სოდომის ცოდვას ჩვენს მიწაზე, თუ საჭირო იქნება შევწირავთ კიდეც ამ საქმეს თავს.

იზოლაცია- რაიმე სიტუაციური შფოთვის გამომწვევი ასპექტის გამოცალკავება

ჯანმრთელი და ჯიშიანი ხალხი ვართ, ვისაც არ ჯერა, გავიდეს ქუჩაში, ვერ ნახავთ ვერ ერთ ავადმყოფ ბავშვს, არანაირი გენეტიკური დაავადებები, სათვალებიანი ბავშვებიც კი არ გვყავს ბაღებში. ჩვენთან არც ძალადობა ხდება, ეს იქაა, რომ გადაჯიშდნენ სულ, მამამ შვილი აღარ იცის და ძმამ და, აქ ასეთი რამეები არ ხდება. თუ მაინც ხდება სადმე,  ეს ოჯახის საქმეა, რატომ უნდა ავალაპარაკოთ ხალხი?!

პროექციასხვა ობიექტზე საკუთარი მიუღებელი იმპულსების მიწერა.

ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს თურმე ქალი არ დაუტოვებია, რომ არაფერი ქონოდა მასთან, პარლამენტში ხომ მისი ნაშები მოყარა, მერე მილიონები ხომ იპარა და იპარა ქვეყნის ბიუჯეტიდან, ამბობენ ერთი ჟურნალისტი ქალი ,,უკნიდან იხმარაო“.

ღმერთმა კიდევ ერთი განსაცდელი გამოგვიგზავნა, ახლა ჩვენზეა და ჩვენს გამძლეობაზე, სახელმწიფოს წინააღმდეგაც კი გავილაშქრებთ თუ უფალი ამას მოითხოვს ,,მირჩევნია, მოვკვდე ვიდრე ID ბარათი ავიღო“ .

სუბლიმაციაჩანაცვლება საზოგადოებრივი საქმიანობით.

მთავარია სუფრას საჭმელ-სასმელი არ შემოაკლდეს, ოჯახის ხვავი, ბარაქა, ზნეობა იმით იზომება, რომ სუფრასათან რამის გამოტანა არ დაენანოს, აქ ვერ ნახავთ რესტორნებში ცარიელ ადგილებს, ვერც ქეიფის მერე საკუთარი ფეხით მომავალ კაცებს.

ჩვენს იდენტობას ჩვენი რელიგია განსაზღვრავს, მართმადიდებლობამ გადაგვარჩინა, საუკუნეების განმავლობაში ამიტომ გავძელით, იმიტომ შევინარჩუნეთ ქართული სული, ქართული ჯიში, გენი, რომ ვიცავდით ჩვენს ენას, მამულს სარწმუნოებას, მართალია, ახლა ენას ვეღარ ვიცავთ, ბევრი მტერი გვყავს და თავიანთი ბინძური ენით ბილწავენ ჩვენს კუთხეულ ენას, ვეღარც მამულს, მტერი ისეთი ძლიერია, აბა ჩვენ როგორ მოვერევით?! მაგრამ რწმენა,რაც მთავარია, გვაქვს, თან როგორი? ჩვენ უნიკალური ერი ვართ, ჩვენი რწმენა სხვის წრმენას არ ჰგავს, ჩვენ ქართული მართმადიდებლობის გვწამს, ჩვენი პატრიარქის მადლის გვწამს.

ალტრუიზმი

არ ვიყენებთ

10154821_506492882792879_413055925_n

ზიგმუნდ ფროიდის საწოლი

.

One thought on “რეალობისგან გაქცევის ეროვნული გზა

  1. რა ფროიდი, რის იუნგი, ეს ქართული ფსიქოანალიზის ნამდვილი დედაა 🙂

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s