“მაკულატურა ხეების გადასარჩენად”- საქველმოქმედო აქცია გაიმართა

10154305_717154514991494_1520086366_n

ავტორი: ლანა თუთარაშვილი

23 მარტს  პუშკინის სკვერი  2 საათის განმავლობაში, მაკულტურის მიმღებ პუნქტად გადაიქცა. გამომცემლობა „ოჩობუკის“  მიერ ორგანიზებული აქცია„მაკულატურა ხეების გადასარჩენად“, საქველმოქმედო იყო.

ძველი წიგნებისა და გაზეთების ჩაბარებაში აღებული თანხა თბილისის გასამწვანებლად ახალი ნერგების ყიდვისთვის დაიხარჯება. გამომცემლობასთან ერთად აქციაში ჩართულია ორგანიზაცია „პარტიზანული მებაღეობა“,  რომელიც ამჯერად ნერგების ყიდვასა და დარგვაში იღებს მოანწილეობას.

„ეს უფრო სპონტანურად დაგეგმილი აქცია იყო და მომდევნო ჯერზე ვეცდებით უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, უფრო კარგად დავგეგმოთ და არა მხოლოდ ნერგების შესაძენად გამოვიყენოთ შეგროვებული თანხა, არამედ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ. მაგალითად, საპატიმროებს გადავცეთ წიგნები, შეიძლება, მაღალმთიან სოფლებს მივაწოდოთ ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ბავშვებს სახელმძღვანელოების შეძენაში დავეხმაროთ“,  – თქვა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა,  მაია კილაძემ.

აქციის შესახებ ინფორმცი აძირითადად სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. აქციის ბოლოს დაახლოებით ერთი ტონა მაკულატურა შეგროვდა.

ორგანიზატორების თქმით, ამგვარი აქცია რამდენიმე თვეში ისევ ჩატარდება და შეეცდებიან ის უფრო მასშტაბური დაორგანიზებული იყოს.

10153062_717156161657996_1575433632_n.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s