უსახლკარო ცხოველების ამბავზედ

 ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ ადამიანი იმის მიხედვით,

თუ როგორ ექცევა ის ცხოველებს“, –ემანუელ კანტი.

ავტორი: სალომე ზანდუკელი

უსახლკარო ცხოველებზე  ორმა ამბავმა დამაფიქრა. პირველი ამბავი ერთ ავადმყოფ,  ლეკვს ეხება, რომელიც დღეს ვნახე. იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში უკან მომყვებოდა, სანამ გადასასვლელზე ლამის ავტომანქანის მსხვერპლი არ გახდა. ალბათ, რამდენ ადამიანს ასეთი უსახლკარო და ავადმყოფი ცხოველის დანახვისას დაბადებია კითხვები, არსებობს თუ არა მათთვის რამე სახელწიფო თავშესაფარი? აქცევს თუ არა ვინმე ასეთ ცხოველებს ყურადღებას? რომელ სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მივმართოთ მსგავს შემთხვევებში?

უსახლკარო ცხოველების „მტერი’’ არამარტო ყინვა, სიცხე ან უგულო პატრონია (რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიბერის გამო აგდებენ ამ საწყალ ცხოველებს ქუჩაში) არამედ ადამიანებიც, რომლებსაც საზოგადოება ძაღლდამჭერი ბრიგადების სახელით იცნობს. ალბათ ყველას ახსოვს 90–იანი წლები საქართველოში: მათი გამოჩენისას იყო წივილი, კივილი, ძაღლების წკმუტუნი, „ბოროტ ბიძიებს“( ასე ვეძახდით ბავშვობაში  ძაღლდამჭერ ბრიგადებს )   უპატრონო ძაღლები მიჰყავდათ და ყველამ იცოდა, რომ ამ უკანასკნელთ სასტიკი და არაჰუმანური სიკვდილი ელოდათ. ჩემთვის  ყველაზე შემაძრწუნებელი აღმოჩნდა ის ფაქტი,  რომ 21–ე საუკუნეში ასეთი რაღაც საქართველოში კვლავ მოხდა.

ინტერნეტში, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების საიტზე ნანახმა ფაქტმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა:  შპს “დებიუტმა” 2007 წლის 26 ივნისიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე თბილისსა და რუსთავში უსასტიკესი მეთოდებით გაანადგურა 85 000-ზე მეტი ძაღლი და კატა. ამ დანაშაულებრივ ქმედებებში ბიუჯეტიდან აითვისეს დაახლოებით 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი.

უსახლკარო ცხოველების პრობლემას ყოველდღე ვაწყდებით, მაგრამ იშვიათად ვსაუბრობთ  მასზე. გინახავთ, რომელიმე ცნობილ ტოქშოუში ეს პრობლემა განხილული? მე პირადად – არა . საზოგადოების დამოკიდებულება უპატრონო ცხოველების მიმართ კი ერთი წინადადებით ასეთია: „კაი რა, ხალხი კვდება შიმშილით და ვიღაც დვარნიაშკა მოკვდეს, დიდი ამბავი’’

ადამიანები, ჩვენი უფლებების დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ: ვმართავთ აქციებს, გამოვდივართ მსვლელობებზე. ცხოველს კი ამ ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ თუ არა, ვინ უნდა დაიცვას  მათი უფლებები, რომლებსაც ყოველდღიურად ისევ ჩვენ ვარღვევთ.

პრობლემას მეორე მხრიდანაც შევხედოთ. 2011 წლის მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში ცოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია. ამ ცხოველებს თავშესაფარი და კარგი მკურნალობა სჭირდებათ და არა არაჰუმანური და უპასუხისმგებლო მოპყრობა. სამწუხაროდ, ზოგჯერ მაინც არ ხდება დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება, თავშესაფარში გადაყვანა ან მათი სამედიცინო გამოკვლევა.

თავში ორი ამბავი ვახსენე . მეორე ამბავი ერთ გოგონას შეეხება , რომელიც ამასწინათ ავტობუსის გაჩერებაზე ვნახე. კოკისპირულად წვიმდა, როცა ეს გოგონა სახლიდან პურით ხელში გამოვიდა და უსახლკარო ძაღლი დააპურა.  კეთილი ადამიანების არსებობა ყველას გვიხარია და აქვე ნამდვილად ღირს ვახსენო ერთი არაკომერციული ასოციაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება’’ (GSPSA), რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

უსახლკარო ცხოველების დახმარების რამდენიმე საშუალება არსებობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია აშენდეს  მსოფლიო სტანდარტების შესაფერისი თავშესაფრები. აუცილებელია მოხდეს ძაღლდამჭერი ბრიგადების გადამზადება. ასევე ასეთ თავშესაფრებს ესაჭიროებათ  მაღალკვალიფიციური ვეტერინარები და მწვრთნელები. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარების ერთ–ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი იქნებოდა ისიც, თუ მოსახლეობა გაიგებდა ასეთი ცხოველების შესახებ უფრო მეტს და არ გაააკეთებდა არჩევანს მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა ჯიშისაა ესა თუ ის ცხოველი.

უსახლკარო ცხოველები.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s