ინდოქტრინაცია სკოლებში

indoqtrinacia

ავტორი: მარი კახაძე        

თებერვლის ბოლოს  მოხალისედ ვიყავი ერთ-ერთი რეგიონის  საჯარო სკოლაში, სადაც მე-11 კლასში ლექცია ჩავატარე.ვსაუბრობდი თანასწორობაზე ამერიკაში.

აღვფრთოვანდი აუდიტორიით. რამდენიმე თავგამოდებით იცავდა საკუთარ აზრს და საუბრობდა იმაზე, რომ უნდა ჩაიცვას შარვალი, მაგრამ თავს იკავებს, რადგან მშობლის რეაქციის ეშინია და სურვილი არ აქვს  მეზობლებმა იჭორაონ. ერთ-ერთი ამბობდა, რომ ხალხი იტყოდა, როგორი გაუზრდელი იყო და აკლდა მშობელთა ყურადღება. რამდენიმემ განაცხადა, რომ მსგავსი პრობლემა მათაც აქვთ და ურჩვენიათ უარი თქვან რიგ უფლებებზე ოღონდ  საზოგადოებამ არ გაკიცხოს.

ლექციას ესწრებოდა იმავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი, რომელიც აშკარად არაადეკვატიურად აფასებდა მოსწავლეების აზრებს. ბავშვებს პატივს არ სცემდა. გოგოს, რომელმაც დააფიქსირა თავისი აზრი ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მასწაველებელმა უსაყვედურა. პედაგოგის აზრით, კარგად აღზრდილი ადამიანისთვის მსგავსი სურვილები მიუღებელია.

ლექციისას რელიგიურ თანასწორობასაც შევეხეთ, ვისაუბრეთ იმაზე,  რომ აღმსარებლობის მიუხედავად ყველანი თანასწორები ვართ. მოსწავლეებიც იზიარებდნენ ამ აზრს, იყვნენ ისეთები, რომლებიც უთქმელობას ამჯობინებდნენ.

ამ დროსაც იგივე მასწავლებელი წამოდგა, იმის სათქმელად, რომ ჩვენ ოდითგანვე ქრისტინები ვიყავით და როგორ შეიძლება თანასწორობაზე ვისაუბროთ მაშინ, როცა „მისი ოჯახის დანგრევა იაღოველმა მოინდომა“. ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ის ბავშვები, რომლებიც გაბედულად აფიქსირებდნენ მოსაზრებებს, ეჯახებოდნენ წინაღობას მასწავლებლის სახით. კლასის მეორე ნაწილი, ვინც სიჩუმეს არჩევდა, უარყოფდა თანასწორობის უფლებას ან დუმდა მასწავლებლის მოსალოდნელი რეაქციის გამო, რადგან მასწავლებელი თვლიდა, რომ ეს ბავშვები კარგი ოჯახის შვილები იყვნენ და ასეთი მსჯელობა მათზე ცუდად იმოქმედებდა.

ჩემმა მეგობარმა სტატია დაწერა რელიგიურ დევნაზე, რომელიც იმდენად ხმაურიანი გამოდგა, რომ მისი და დაიბარეს სკოლის სამასწავლებლოში და გაკიცხეს დის სტატიის გამო. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ქმედება მკრეხელობაა.

მასწავლებელი უფლებამოსილი არ არის  აგიტაცია ჩაატაროს, რომ იეჰოვას მოწმე არაა ჩვენი თანასწორი. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი ნეიტრალურობასა და არადისკრიმინაციულობაზე ამბობს, რომ დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. მაგრამ ფაქტია, არსებობენ  მოსწავლეები, რომლებიც ინდოქტრინაციის მსხვერპლი ხდებიან სასწავლო პროცესში.

როდესაც მოზარდს, რომელიც აზროვნების ჩამოყალიბების პროცესშია, ესმის მსგავსი თემების მცდარი ინტერპრეტაცია, ის ინდოქტრინაციის მსხვერპლია. მერე რა, რომ ეს შეიძლება ყველა საჯარო სკოლაში არ ხდება. ცუდი შედეგისთვისერთი სკოლაც საკმარისია..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s