გა-თხოვება

თოჯინაავტორი: ლანა თუთარაშვილი

თხოვება – ერთი პირის მიერ სხვისთვის რაიმე ნივთის დროებით სარგებლობისთვის ნებაყოფლობით  გადაცემა.

დიახ ნივთის და არა ადამიანის !

მაგრამ ჩვენში ქალებსაც ათხოვებენ, ათხოვებენ მამაკაცები სხვა მამაკაცზე.

მამები, ძმები, ბიძები და ა.შ. უფლებას იტოვებენ მათ ოჯახის წევრ დასაქორწინებელ ქალზე, რომ ის ათხოვონ სხვა მამაკაცს და მიაკუთვნონ მას.

ითვლება, რომ ეს ქალის ცხოვრების კულმინაციური და სანატრელი მომენტია, რომელსაც ის მთელი ცხოვრება ელის და მხოლოდ ამის გამო მოავლინა ქვეყანას მისმა დედამ, რომლის ერთადერთი ფუნქციაც რეპროდუქცია და კულინარიაა. თუმცაღა მამას ერჩივნა „ტყუილადმჭამელი“ ქალიშვილის ნაცვლად გვარის გამგრძელებელი-ძე გაეჩინა მის მეუღლეს, რომელიც ასევე ერთადერთი დამნაშავეა იმაში, რომ ქრომოსომები ასე განაწილდა.

ბოლო ინციდენტს ქალების გათხოვების თემასთან დაკავშირებით ტრადიციულ, ღრმადმორწმუნე, ქართულ ოჯახში  შვესწარი. სუფრაზე ჩემთვის უცნობი მექანიკური თუ ინჟინერული კანონების დაცვით, რამდენიმე სართულად განლაგებული თეფშებიდან გადმოსული საჭმლის წვენი ერთმანეთში ირეოდა და სუფრასთან მსხდომ მხოლოდ ორ გოგონას მამაკაცთა ნასვამი საზოგადოება სადღეგრძელოებით და მთელი გულით  გვისურვებდა, რომ შეგვძლებოდა გავმხდარიყავით ნამდვილი ქართველი ქალები (?!). ოჯახის წევრი ქალები კი მამაკაცების საჭმელ-სასმელით მომარაგებით იყვნენ დაკავებული და მათ გვერდით დასაჯდომად არ ეცალათ, უფრო სწორად კი, არ აცდიდნენ რომ მოეცალათ.

უკვე შეზარხოშებულ და ტრადიციულად არეულ მოქეიფეებს ოჯახის უფროსი გამოეყო, ცალკე მჯდომ ახალდაქოწინებულ ქალიშვილსა და მის მეუღლეს შორის ძალით ჩაჯდა, და იღლიაში გამორჭობილ შვილს და სიძეს უკვე ყურსშეჩვეულ ინსტრუქციებს აძლევდა, თუ როგორ შეენარჩუნებინათ ქართველობა და ოჯახური ტრადიციები, რომლებიც ასე აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მაგრამ მამის გამოსვლის კულმინაციური და ჩემი საბოლოდ გამანადგურებელი მომენტი მაშინ დადგა როდესაც, კაცი სიძისკენ დაიხარა და უთხრა „ჩემმა შვილმა თუ გაბედოს და რამე გაწყენინოს,  მოდი და მე მითხარიო“.  სიძემ პატივისცემით გამსჭვალული სახით რამდენჯერმე დაუქნია თავი სიმამრს და გაღიმებულ მეუღლეს მრავლისმთქმელი სახით გადახედა.

ვერც გაამტყუნებით, ის გოგო  მამის მიერ „გათხოვებული“ ქალიშვილია, რომელიც ქმარმა „ითხოვა“ და თუ არ დაემროჩილება, ქმარს პასუხის „მოთხოვნა“ მამისთვის შეუძლია.

ესეც მორიგი ქართული ოჯახის იდეალური დასაწყისი.

არასდროს ქართველ ქალს არც დაქორწინებულს და არც დაუქორწინებელს არ ჰქონდა არავითარი უფლება სურვილისამებრ განეკარგა საკუთარი ცხოვრება. ის ყოველთვის იყო მშობლების, ძმების, ოჯახის, მეუღლის, მეუღლის ოჯახის, ნათესავების, საზოგადოების (და ა.შ. უსასრულოდ) წინაშე ვალდებული, რომ ის იქნებოდა კარგი შვილი, კარგი ცოლი და კარგი დედა. არ ჰქონდა არავითარი უფლება ემოქმედა ისე, როგორც თავად მიაჩნდა სწორად. თუნდაც დაქორწინებულიყო იმ ასაკში, როდესაც თვითონ სურდა სასურველ მამაკაცზე. ყველაფერს წყვეტდა გარემომცველი საზოგადოების შეხედულებები, საზოგადოების, რომლის წარმმართველ და იდეურად მაპროვოცირებელ ძალას ერში თუ ბერში მამაკაცები შეადგენდნენ. ამ ყველაფერს ემატება რელიგიის გავლენა და ქალის როლის ამ მხრივაც დაკნინებული მდგომარეობა.

როგორ შეიძლება ქალისადმი პატივისცემაზე ლაპარაკი, როდესაც ენაში ქალის ქორწინების აღმნიშვნელ სიტყვად იხმარება „გათხოვება“. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ  როგორია დამოკიდებულება ქალის მიმართ, რომელსაც ერთი ადამიანი „თხოვნის“ მეორეს. ჩვენთან ხომ ჯერ გასათხოვარი ხარ და მერე გაუთხოვარი, ამ ფრაზების წარმოთქმას დანანების მზერა უნდა ახლდეს თან.

ამ სიტუაციას ამძიმებს ქალების უინიციატივობა.მათ ურჩევნიათ გათხოვდნენ, იცხოვრონ ვიღაცის მიერ შემოთავაზებული წესებით, ხშირ შემთხვევაში აიტანონ დამცირება და ძალადობაც კი. ამ ყველაფრის მიზეზი კი ჩემი აზრით, არის ის, რომ ქალებს აქვთ ნაკლები ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, არ არიან მატერიალურად დამოუკიდებლები და ამ ყველაფრის გამო ექცევიან საზოგადოების წნეხის ქვეშ.

სამწუხაროდ, გოგონების დიდი ნაწილისთვისაც სწორედ „გათხოვებაა“ ყველაზე სანუკვარი რამ  მათ ცხოვრებაში, რის გარეშეც ყველაფერს აზრი ეკარგება და სასწრაფოდ „გათხოვებისა“ და არასრულფასოვნებსი კომპლექსის დაძლევის სურვილით შეპყრობილები ხშირად საბედისწერო შეცდომას უშვებენ და ქორწინდებიან ადამიანზე, რომელსაც შეიძლება კარგად არც იცნობდნენ. თავიდან რამდენიმე ბინიან/მანქანიან/აგარაკიანი პერპექტიული პრინცი მალე „ქალო ნასკი გამხადე“  ტიპის მამაკაცად ჩამოყალიბებული შერჩებათ ხელში. მაგრამ მაინც, თეთრკაბიანი სურათების ალბომის და მარჯვენა ხელზე ოქროს რგოლის ტარების პრივილეგია მათ აიძულებთ თვალი დახუჭონ არსებულ პრობლემებზე და განაგრძონ ცხოვრება სხვისი მითითებებით. საზოგადოება მხოლოდ ამ ნიშნების მატარებლებს „აფასებს სათანადოდ“ და იტყვის რომ „კარგ ბედში ჩავარდა“ ან „პატრონს ჩაბარდა“.

მუხედავად ყველაფრისა, თუ თავად ქალს სურს, მას შეუძლია საკუთარ ოჯახში არ იყოს უუფლებო და მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის მატარებელი.  ოჯახი თანასწორთა კავშირი უნდა იყოს და არა ბატონისა და მონის ურთიერთობის მსგავსი დამოკიდებულება.

პირველ რიგში კი სიტყვები  „გათხოვება”, “გასათხოვარი”, “გაუთხოვარი ქალი“  უნდა გაქრეს მეტყველებიდან, როგორც ქალისათვის ყველაზე შეურაცხმყოფელი რამ..

4 thoughts on “გა-თხოვება

  1. სულ მალე ქართული საზოგადოება წარმოგიდგენთ გათხოვილ, იჯარით გადაცემულ, გაქირავებულ, მიყიდულ, გაჩუქებულ ქალებს.
    უკვე განვადებით.

    Like

  2. Dzalian cudia rom momavalic aseti warmogidgeniat. Iqneb uketesistvis ibrdzolos sazogadoebam (latinuri shriftistvis bodishi)

    Like

  3. კარგი პოსტია ძალიან, პირდაპირ და ამომწურავად წერია ჭეშმარიტება.
    იცი, მე მაქვს უკეთესის იმედი, იმიტომ რომ ჩემთან სახლში ხდება უკეთესად, ბევრი ჩემი მეგობრის და ახლობლის ოჯახში ხდება უკეთესად.
    ადრე თუ ქალი ქორწილში ხედავდა თავის ქმარს, შემდეგ … უხმოდ აჭმევდა საჭმელს, სასწრაფოდ და ასევე უხმოდ “მიიჩინჩლებოდა”, მამამთილს ფეხებს დაბანდა და შვილებს უხმოდ გაზრდიდა, დღეს შეიცვალა ბევრი რამ. მეც დავბან ფეხებს ჩემს მამამთილს, რომ რამე იყოს, ოღონდ იმიტომ არა, რომ ქართული დიქტატორული ტრადიციები მაიძულებს უხმო მონობას, არამედ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და სიამოვნებით გავაკეთებ ამას, საჭიროების შემთხვევაში. დღეს ქალის უფლებებმა შედარებით თავი ამოყო სიბნელიდან, აქტიური გახდა, ამუშავდა, საზოგადოებაში რეალიზდა და დაამტკიცა, რომ მართლა უზენაეს უნართან – შვილის მოვლინებასთან ერთად სხვა საქმეებიც კეთებაც შეუძლია და სიამოვნებით აკეთებს კიდეც.
    თუმცა ამ საკითხს ურბანული ხასიათი აქვს, უნდა ვაღიაროთ. ის რაც ქალაქში ხდება, ნამდვილად არ ხდება სოფლებში, რაიონებში, სადაც ჯერ კიდევ მამაკაცია ქალის მოურავი და ქალის უფლებები ძალიან დაკნინებულია 😦
    რაც შეეხება გათხოვების თემას, ნუ, რა უნდა ვთქვა ახალი. ფაქტია, რომ დღეს ჯერ კიდევ ბევრი კაცი ფიქრობს რომ მას “ეკითხება” ქალის გარეშემო ყველაფერი. თუმცა ჩემი აზრით, ეს ის თემაა, რომელიც ყველაზე სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს პოზიტივისკენ. გინდა არ გინდა ეს დემოკრატიული და თავისუფალი პრინციპების ხმამაღალი წახალისება ქვეყანაში თავისას შვება და ცალკეული პიროვნებების ბედზეც მოქმედებს.

    Like

    • მადლობა თაკო, იცი მეც გეთანხმები შენ ბერვ რამეში, კი არა თითქმსი ყველაფერში. ხშირად ძალიან იმედისმომცემ სიტუაციებს ვხედავ, მაგრამ ასევე ხშირად ძალიან საშინელსაც.
      იამშიც გეთანხმები რომ ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენნ იცვლება, მაგრამ ისევ ძალიან ბევრი ოჯახი აგრძელებს ნაკლოვან ტრადიციებს.

      Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s