მიმართვა „37 მანეთიანელებს“

1017760_621458741271120_3443534773681028040_nავტორი: მიხეილ გაფრინდაშვილი

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საწინააღმდეგო აქციაზე ერთ-ერთმა შუახნის პოლიციელმა აქციის მონაწილეებს დამცინავად მოგვიწოდა, რუსეთის წინააღმდეგობის ნაცვლად უნივერსიტეტებს დავბრუნებოდით და ამ გზით მაინც „გამოვსულიყავით კაცები“. ამით მან არაპირდაპირ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის საპირისპირო აზრის მიმართ. იმ შემთხვევაში ჩვენმა „კეთილმოსურნემ“ ისარგებლა არა მხოლოდ იმით, რომ ფორმა დაიცავდა აგრესიიგან, არამედ იმითაც, რომ ჩვენ მსგავს შეგონებებს მიჩვეული ვართ ე.წ. „37 მანეთიანთა“ თაობისგან.

საზოგადოებაში ყველა პერიოდში არსებობს შინაგანი კონფლიქტი, რასაც ჩვენ „მამათა და შვილთა ბრძოლის“ სახელით ვიცნობთ. ეს არც ორბელიანის დროს დაწყებულა და არც ილიას დაუსრულებია, ეს ხალხის განვითარების თანმდევი პროცესია: საზოგადოების  ორი ნაწილი ებრძვის ან იბრძვის გარკვეული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. ორივე მხარემ იცის, რომ ამ ბრძოლაში ვერც მამები გაიმარჯვებენ ვერასდროს და ვერც შვილები. ეს, მაინც ასე თუ ისე შედეგიანი ბრძოლა გრძელდება დღესაც, რაც ამ მზრუნველი პოლიციელის ერთ ფრაზაშიც გამოიხატა.

უფროს (სსრკ-ს ნგრევაზე მწუხარე) თაობას მინდა მოგმართოთ, მოგიწოდოთ, ან სხვა ფორმით მოგაწვდინოთ ჩვენი ხმა. როცა ჩვენ მსმენელის პოზიციაში ვართ, ხოლო თქვენ მოძღვრის, შეიძლება გაცილებით კომფორტულად ხართ, მაგრამ ამჯერად ორიოდე წუთით როლები იქნებ გავცვალოთ:

  • როცა თქვენ დანანებით გაიხსენებთ რუსულ ძმობას და ერთობას, გახსოვდეთ, რომ ის ფასეულობები, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცავთ, სწორედ თქვენი ბრძოლით მოვიპოვეთ. სწორედ თქვენ იდექით 9 აპრილს რუსთაველზე, თქვენ იცავდით ქართულ ენას, თქვენ მოუტანეთ ქვეყანას დამოუკიდებლობა, და დღეს ამ ყველაფერს თქვენივე ქმედებები უთხრის ძირს.
  • როცა თქვენ იხსენებთ „რა აწყობილი ქვეყანა“ იყო საბჭოთა კავშირი, როგორი მაძღარი კუჭით დადიოდით, ამასთან ერთად არ დაგავიწყდეთ  ისიც, რომ ამ იმპერიაში თავდახრილებს და წელში მოხრილებსაც გიწევდათ სიარული ან ცოცვა, შემთხვევით რომელიმე ორგანოს თვალში ზედმეტად არ მოხვედროდით.
  • როცა სუფრაზე თქვენს ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებში გაიხსენებთ გმირ წინაპრებს, არ დაგავიწყდეთ, რომ ის გმირი წინაპრები მაძღარი კუჭისთვის კი არა, იმ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, რაც თქვენთვის ასე უცხო გახდა.
  • როცა თქვენ საბჭოთა კავშირის ნგრევას ტრაგედიას უწოდებთ, გაიხსენეთ თავად ეს იმპერია რამდენი სახელმწიფოს თუ ერის ნგრევის ფასად შეიქმნა. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ნანგრევებს შორის საქართველოც იყო, თანაც დღევანდელზე გაცილებით დიდი.
  • როცა ერთმორწმუნეობაზე გააკეთებთ აქცენტს, ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ რუსეთმა ამ რელიგიაზე არჩევანი ალკოჰოლის სიყვარულის გამო შეაჩერა (აბა სხვა რელიგიები სმას უკრძალავდათ და რა ექნათ).  აი, სმაში კი ბატონო, მოძმეები და უფრო მეტიც – ძმები ვართ.
  • ქართველობის წართმევაში სანამ უცხოელს დაადანაშაულებთ, დაფიქრდით, იქნებ თქვენი რომელიმე ახლობელი ევროპაშია და ისიც ისევე ოსტატურად „ართმევს ევროპელობას“ ადგილობრივებს, როგორც ჩვენ ეს უცხოელი – ქართველობას.
  • სანამ ევროპას გარყვნილების ბუდედ შერაცხავთ, იქნებ სულ მცირე ინფორმაცია მაინც მოგეძებნათ ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე.
  • სანამ რუსეთთან კულტურულ ერთობაზე ისაუბრებთ, გაიხსენეთ რამდენი ქართველი საზოგადო თუ კულტურის მოღვაწე გაუნადგურებია ფიზიკურად ჩვენს „მოძმე“ ერს.
  • სანამ თავისუფლებას 37 მანეთზე გაცვლით, სხვა თუ არაფერი, იმაზე მაინც დაფიქრდით, შეიძლება ცოტა ძვირიც კი ღირს და ფასში ტყუვდებით.

.

2 thoughts on “მიმართვა „37 მანეთიანელებს“

  1. ეგ ის 37 მანეთიანი თაობაა 37 წელზე არაფერი, რომ არ სმენია ან არ უნდათ, რომ დაიჯერონ.

    Like

  2. ძალიან მომეწონა ესეც და სხვა სტატიებიც. კარგად წერ და ძალიან ბევრ ისეთ ინფორმაციას ვიღებ ხოლმე აქამდე წარმოდგენაც რომ არ მქონდა : ))

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s