დემოკრატიის ანი-ბანით გაოცებულნი

ნინო გოგუაძე

ავტორი: ირინა გურგენაშვილი

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებამ სრულიად ,,გამაოგნებელი’’ სიტყვები მოისმინა, რომ ,,ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს, მიუხედავად მისი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა…’’ ეს ჩვენთვის, როგორც დემოკრატიის გზაზე ,,მერანივით გაქროლებული საზოგადოებისთვის“, მართლაც, სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები გახლდათ. საზოგადოებისთვის არც ისე ცნობადი სახე, პარლამენტარი ნინო გოგუაძე, ერთხმად ავიტაცეთ. ნინო ჩვენში დემოკრატიის არსის ჭეშმარიტ სახედ იქცა. მისი იდეების მაღალმორალურობის წინაშე კი, ქართველებმა, ქედი მოვიხარეთ. თითქმის, არ დარჩენილა არცერთი ელექტრონული გამოცემა, სატელევიზიო თუ რადიოს ახალი ამბები სადაც ,,თავისუფალი დემოკრატი’’ გოგუაძის სიტყვები არ იყო გაჟღერებული, მიმოხილული და სხვადასხვა ასპექტში დანახული. არადა, ისე რომ ვთქვათ, დასანახი და სალაპარაკო ბევრიც არაფერი იყო. მან მხოლოდ კონსტიტუციით ჩენთვის მონიჭებული უფლებები ჩამოთვალა და შეგვახსენა, რომ ადამიანი, სახელმწიფო და საზოგადოება ერთნაირად თანაბარია კანონის წინაშე.

სოციალური ქსელი მთლიანად მოცული იყო ვიდეოთი. ზოგი აღშფოთებას ვერ მალავდა – ეს მგონი ჩიპიანი პირადობის მოწმობასაც დაუჭერს ხმასო, სხვები ამბობდნენ მხსნელი მოგვევლინა და ეს გადაარჩენს ქართულ დემოკრატიასო, ზოგი, ასე განსაჯეთ, ღარიბაშვილის გადაყენებას და მის ადგილას ნინო გოგუაძის დანიშვნასაც კი მოითხოვდა. გამოხმაურება საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი იყო, თუმცა ჩვენს სასარგებლოდ უნდა ითქვას, კარგი მეტი იწერებოდა ვიდრე ცუდი.

საინტერესოა, ნინო გოგუაძის გამოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საფრანგეთში რომ ყოფილიყო, ან თუ, მაინცდამაინც, პოსტ-საბჭოთა სივრცე გვინდა, ბალტიისპირეთში – ასეთი რეზონანსული თუ იქნებოდა. მეეჭვება. ის რაც თავისთავად ცხადია, იმაზე მსჯელობა და კამათი არც ღირს. საკვირველია, რატომ არ არის ჩვენთვის თავისთავად გასაგები, რომ ადამიანები თანასწორები ვართ და რომ ჩვენ კი არ გვქმნის სახელმწიფო, არამედ სახელმწიფოს ვქმნით ჩვენ.

თავგამოდებული გავიძახით დემოკრატიული ქვეყანა და საზოგადოება ვართო, მაგრამ რეალურად ვერც კი გაგვიგია რა არის ეს დემოკრატია, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და მოვალეობები. ტაშს ვუკრავთ პიროვნებას, რომელიც გვეუბნება, ხალხო თქვენც პიროვნებები ხართ და არავის აქვს უფლება თქვენს სულში, შეხედულებებსა და მრწამსში ხელი აფათუროსო.

არისტოტელეს გამოქვაბულის ადამიანებს ვგავართ, რეალური საგნების ნაცვლად ამ საგნების ანარეკლებს რომ გვაჩვენებენ და გამოცდას გვიწყობენ – აბა, ანარეკლის ფორმას უკეთ ვინ გაარჩევსო. მართლაცდა, რა არის დემოკრატია და რატომ ვერ ვეღირსეთ მას? როდემდე უნდა იაროს მისმა ლანდმა ჩვენში და როდემდე არ შეისხავს ხორცს?

არ გამკვირვებია ნინო გოგუაძის გამოსვლის ასეთი ატაცება, ნორმალურ მომართვებს ისე გადავეჩვიეთ, ისე დაგვეკარგა პიროვნების სახე, რომ ახლა ყველა გვიყვარს ვინც ადამიანობას დაგვწამებს. საინტერესოა კიდევ როდემდე უნდა ვუკრათ ტაში „ორჯერ ორი ოთხია“-ს, კიდევ როდემდე უნდა გვყავდეს პარლამენტში „ნიუ-იორკის ბანდები“ და კიდევ როდემდე უნდა გაგვიკვირდეს ადეკვატური პოლიტიკოსების გამოსვლა.

პ.ს.

თუმცა, იმ ქვეყანაში, რომლის პარლამენტის თავზე თეთრი და შავი გედ(ევან)ები დაფრინავენ, გასაკვირი არ არის დემოკრატიის ანი-ბანით გაოცება.

https://www.youtube.com/watch?v=Ms18pTySmpA.

One thought on “დემოკრატიის ანი-ბანით გაოცებულნი

  1. საბჭოთა კავშირი არ არის წარსული. აწმყოა ევროკავშირის სახით. თუ რატომ ამის შესახებ ლაპარაკობენ ინგლისის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი და ცნობილი საბჭოთა დისიტენტი ვლადიმირ ბუკოვსკი. როგორ ცხოვრობს ევროკავშირის ხელშეუხებელი ელიტა და პოლიტიკური კორექტულობა როგორც ევროკავშირის ინტელექტუალური გულაგი ვიდეოში

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s