გამჭვირვალე ყუთების სიბნელე

 

2131504ავტორი: ხატია გოგოხია

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალიან ხშირად გაიგებთ მსგავს მოწოდებას „მეგობრებო, 3 წლის მარიამს ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა, გთხოვთ 5-10 თეთრით დაეხმაროთ!“

მოსწავლეები, სტუდენტები და ასაკში შესული ადამიანებიც კი ყუთით ხელში მეტროს სადგურებში მოგვიწოდებენ დავეხმაროთ ბავშვებს ან მშენებარე ეკლესიებს. მეტი დამაჯერებლობისთვის ფული ჩასაყრელ გამჭვირვალე ყუთს მიკრული აქვს აპარატს მიერთებული არასრულწლოვანის ფოტო. „ქველმოქმედები“ სანთელსა და ფლაერს შენი ნებართვის გარეშე “გაჩეჩებენ” ხელში, რომ წაიკითხო და იყიდო.

საქველმოქმედო ფონდების რიცხვმა უკვე საგრძნობლად იმატა.  ისინი სხვადასხვა  სახელით გვხვდებიან.

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ნამდვილად გაუგებარია, სად მიდის ეს თანხი, მათ ჯიბეში თუ ისინი რეალურად ეხამრებიან ავადმყოფებს. ამ ეჭვის საფუძველს არაერთი შემთხვევა მაძლევს. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც ადრე პირდაპირ ითხოვნდნენ მოწყალებას და მეტროში ბავშვები დაჰყდათ, შემდეგ კი ამ ყუთებით დადიოდნენ და ითხოვდნენ „პატარა ბარბარეს დახმარებას. ასევე არაერთხელ შევსწრებივარ როგორ დაუწყიათ ჩხუბი და ერთმანეთის ცემა, იმის, გამო, რომ ავადმყოფის დამხმარე თუ სანთლის გამყიდველი ერთ ვაგონში შევიდნენ. ჩემი თვალით ვნახე, ამავე მიზეზით, თუ როგორ დაარტყა 6-7 წლის ბიჭმა თავის თანატოლ გოგონას, წააქცია და შემდეგ გაიქცა.

სანთლების “ბიზნესში მხოლოდ არასრულწლოვნები არ არიან. ანაფორა ჩაცმულ მამაკაცებსაც ხშირად ნახავთ. გადმოცემით ვიცი, რომ  საეკლესიო პირებს ეკრძალებათ შემოწირულობისთვის მეტროში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დგომა.

ერთ-ერთმა პიროვნებამ პოლიციისგან დამალვის ახალი მეთოდი შეიმუშავა. ჩანთაში დამალული ყუთი, რომელსაც მეტროს დაძვრისთანავე იღებს და მოწყალებას 3 წლის გოგონასთვის ითხოვს.  მას შემდეგ რაც ამ ფაქტს შევესწარი, მივხვდი, რომ პოლიცია მათ ამ საქმიანობას უკრძალავს. ერთხელ მოხუცი ქალი და ეს ბიჭი ერთად შემოვიდნენ, ბიჭმა ჭკუა იხმარა და ჩანთიდან ყუთი არ ამოიღო, სკამზე დაჯდა და ბებოს დააცადა მათხოვრობა, შემდეგ გაჩერებაზე კი თვითონ გამოვიდა მოწოდებით.

არსებობს არასმთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ნამდვილად ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ მათი რაოდენობა არ უტოლდება საქველმოქმედო ორგანიზაციების რეალურ რიცხვს. ამიტომ საზოგადოებისთვის გარკვეველია, რეალურად რომელი ორგანიზაცია ემსახურება ამ საქმიანობას..

2 thoughts on “ გამჭვირვალე ყუთების სიბნელე

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s