მშრომელთა უფლებების დასაცავად

10296834_281529068690328_6129253322431400182_n

ფოტოს ავტორი: ალექსანდრე ქეშელაშვილი

ავტორი: ხატია დუნდუა

წლევანდელი 1 მაისი იმით იყო გამორჩეული, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციები თბილისის გარდა ბათუში, კაზრეთსა და ქუთაისში ჩატარდა.  მე კაზრეთში წავედი.  აქცია სტუდენტურმა მოძრაობა „მწვანე მუშტმა,“ რომელიც ორიენტირებულია გარემოს დაცვაზე და იზიარებს მემარცხენე ღირებულებებს.

კაზრეთში საწუხაროდ, ისევ ძალიან ცუდი სიტუაციაა. ხალხი, რომელიც ცხოვრობს იქ, სადაც ოქრო მოიპოვება, უკიდურეს სიღარიბეშია. ადგილობრივი გლეხები გვიყვებოდნენ, რომ ვეღარ იყენებენ მიწებს მოსავლის მოსაყვანად იმის გამო, რომ კომპანიაRMG Gold-მა რომელიც იქ ოქროს მოიპოვებს,  საკმაოდ დიდი ტერიტორია ნარჩენებით დააბინძურა.  საწარმო, რომელიც არა ერთხელ გამხდარა საზოგადოების მიერ კრიტიკის სუბიექტი, კვლავ არ ზრუნავს მუშების სამუშაო პირობებსა და ჰიგიენაზე.

იქვე შევხვდი სამუშაოდან გათავისუფლებული კაზრეთელი მუშის მეშვიდე კლასელ შვილს, რომელმაც მითხრა, რომ მამამისი ჯერ კიდევ არ აღუდგენიათ სამუშაოზე. ეს შემთხვევა არაა გამონაკლისი. ბევრი მუშა, რომელსაც მუშაობა უნდა გაეგრძელებინა, ჯერ კიდევ დაუსაქმებელია. RMG Gold  განაგრძობს გარემოს დაბინძურებას, მუშების უფლებების უგულებელყოფას.

ასევე მნიშვნელოვანია ბათუმში ჩატარებული მსვლელობა 1 მაისს. ისინი მივიდნენ სამკერვალო ფაბრიკასთან სადაც მუშებს მონებივით ამუშავებენ მინიმალურ ხელფასზე. ამ ფაბრიკაში დედაჩემიც მუშაობდა, ხელფასის სიმცირისა და სამუშაო საათების სიგრძის გამო, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ეს სამუშაო. დღეს საქართველოში უხეშად ირღვევა მშრომელების უფლებები, ამიტომაც საჭიროა საზოგადოება გაერთიანდეს და ერთობლივი ძალისხმევით იბრძოლოს მშრომელების უფლებებისათვის..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s