ერი, რომელიც აღარ იღიმის

Ball-Sad-City-Wall
ავტორი: ირინა გურგენაშვილი

ბევრი პრობლემა გვაქვს საქართველოში, ზოგი ძველი, ზოგიც ახალი, ბევრი უახლესიც. დრო გადის, თაობები იცვლებიან, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩებიან. რა თქმა უნდა, არის პროგრესიც რიგ საკითხებში – ადრე ტაბუდადებულ თემებს ახლა განვიხილავთ მაინც. ვკამათობთ, ეშმაკისა და სოროსის მოციქულებს ვუწოდებთ ერთმანეთს, არგუმენტების გაბათილების ნაცვლად ერთმანეთს ვლანძღავთ და ქართულ საზოგადოებაში მულტიპოლარულ სისტემას ვქმნით, სისტემას სადაც ყველა ყველას მტერია და სადაც განსხვავებული, ნებისმიერი ნიშნით, უბრალოდ ქართველობის ხორცმეტია. მიუხედავად ასეთი განწყობის, ჩვენ მაინც ვკამათობთ, ვწერთ, ვჩხუბობთ და ეს უკვე კარგია. იქნებ ერთხელ ამ განხეთქილებების აბდაუბდაში ჭეშმარიტებაც დაიბადოს. ახლა ვწერთ მაინც, ადრე ფიქრსაც ვერ ბედავდნენ. ახლა ვახმაურებთ, მაშინ ვერც ჩურჩულებდნენ, ახლა მეტ-ნაკლებად ვიცავთ ჩვენს უფლებებს, მაშინ ადამიანები საკუთარ უფლებებს სუსტად ან საერთოდ არც კი იცნობდნენ.

ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, დემოკრატიის გზაზე ,,ამაყად’’ მიმავალი. ერი დიდი მეხსიერებით და დიადი წარსულით, მაგრამ მხდალი და დამფრთხალი. ერი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრობდა და ახლა საკუთარი მარტოობის ფრიად ეშინია. ჩვენ მიგვაჩვიეს ფიქრის არქონას, უმოქმედობას, უბრძოლველობას და ყოველდღიურ, სხვის შემოჩეჩებულ რუტინულ ცხოვრებას დაგვიქვემდებარეს. ახლა კი, ამ ცხოვრებისგან თავდაღწეულებს, თავგზა აგვერია, ვერ გავიგეთ რომელ ძლიერთაგანს მივეკედლოთ, გზა ვერ მოვნახეთ და სირაქლემასავით ქვიშაში ჩავყავით თავი.

გამოსავალი დამალვა არ არის, არც სხვასთან მიკედლება შეგვიცვლის რამეს – ორივე შემთხვევაში ისევ უღელდადებულ ორგანიზმად ვიქცევით, ისევ მარიონეტებად სხვათა ხელში. პრობლემა ჩვენშია, ჩვენ თვითონ უნდა ავუწყოთ ფეხი ცხოვრებას, ჩვენთვითონ გამოვასწოროდ ყველაფერი და თავი დავანებოთ ,,უკუღმართად ხვნას და თესვას“. განვიხილოთ ერთი ჩვეულებრივი ყოველდღიურობის ნაწილი – მომსახურების სფერო.

მომსახურების სფერო რამდენიმე კატეგორიად იყოფა: პირველ და კოლორიტულ კატეგორიაში მე გავაერთიანებდი ჩვენი სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსების მძღოლებს. მე მესმის და მთლიანად ვიზიარებ მათი სამუშაოს სირთულესა და სპეციფიკას, ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ მათი ანაზღაურება საკმაოდ დაბალია (თუმცა, ზოგადად, ქართული ხელფასების ფონზე, არც ურიგოა) და მათი ნერვებიც – მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობების ფონზე, გაფუჭებული, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ ჩხუბობენ, ილანძღებიან და ამ ლანძღვით შეურაცხყოფენ პატიოსან მოქალაქეს, თუ შემთხვევით გაჩერება სთხოვე სასურველ ადგილზე ან უბრალოდ სწრაფად ვერ ახვედი ტრანსპორტში. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქე თავს ისე გრძნობს, თითქოს ვიღაცას კერძო საკუთრებაში უნებართვოდ შეუსახლდა, არადა ტრანსპორტის გადასახადი არც ისე მცირეა. თუმცა მომსახურების საკითხში ასეთი დამოკიდებულება უცხო არ არის სხვა სფეროებისთვისაც: ქართული კაფე-რესტორნების უმეტესობისთვის მუდმივად დაზაფრული ოფიციანტები ერთიან რეკვიზიტად იქცა, ნებისმიერი ოფისის საინფორმაციო ცენტრში ერთი ადგილიდან მეორეში, მეორე განყოფილებიდან მესამეში გაგზავნიან და მონდომებით გეჩხუბებიან თუ მათი ბიუროკრატიის უსასრულობაში გახლართულს კითხვა დაგებადა. ინსტიტუტების კანცელარიებში კი რამის გასარკვევად მხოლოდ სუიციდის მოსურნე უნდა შეხვიდე, თავში ჩაკაკუნება იქაც ძველი და აპრობირებული პრაქტიკაა.

ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მომსახურების სფერო კატასტროფის ზღვარზეა ჩვენში და თუ არავინ არაფერს არ ცვლის თვითონ მაინც შევცვალოთ რამე.

P.S. თუ შემთხვევაა და რომელიმე დაწესებულებაში (კაფე, რესტორანი, სასტუმრო და ა.შ.) გაგვიღიმეს, ჩვენ ისევ უკნმოუხედავად იქ გავრბივართ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ იქ გაგვიღიმეს!.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s