ლოცვა ოჯახის სიწმინდეზე

,,მინდა მოგიყვეთ, როგორ კლავენ ქალებს საქართველოში.

ჯერ იღებებ დანას და კლავ ცოლს. მერე იღებ ჯვარს

და ლოცულობ ოჯახის სიწმინდეზე.” (,პარტიზანიგოგოები vs. ფემიციდი”)

ავტორი: თეონა ელიზარაშვილი

17 მაისი, რომელიც ჰომოფოობიის წიინაღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და ერთიანობის დღედ დააწესეს. სანამ ოჯახის სიმტკიცისა და ერთიანობის დღეს აღნიშნავენ საქართველოში, უამრავ  მტკიცე და ერთიან ოჯახში ურტყამენ შვილს, დედას, დას, ცოლს, ქალს, ურტყამენ ხელს, ურტყამენ ქამარს, ურტყამენ დანას, ან უბრალოდ ურტყამენ.  მერე იმით ხსნიან ,თუ ქალს ქმარი ურტყამს, ე.ი. ღირსია ქალი, თორემ კაცი გიჟი ხომ არ არის ტყუილად რომ სცემოსო.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის ფსიქოლოგიური მოდელი ასეთია – ცარიელი ფურცელი, რომელსაც ნელ-ნელა აგლეჯენ ნაწილებს და, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლო უნარებსაც არ უტოვებენ.

საქართველოში ძალადობა მხოლოდ ოჯახში არ ხდება, სანამ ოჯახში შეიყვანს ხომ უნდა მოსინჯოს კაცმა მომავალი ცოლი როგორი ამტანია, თავიდან პატარ-პატარა წამორტყმებით იწყება, რომელიც ამ გოგომაც და საზოგადოებამაც ხუმრობად უნდა აღიქვას, ვაჟკაცურიაო, ისიც კი უნდა იფიქროს. გოგომ თუ თავისი ამტანობა გამოავლინა, ცოლად გაყვება ნამდვილ ქართველ კაცს, რომელსაც უყვარს ხელების ქნევა.

ასეთი ქართველი კაცი სამეზობლოში ყველას უყვარს, ნათესავები მასზე გიჟდებიან, დედამისს ულოცავენ გაზრდას ვაჟკაცისა, რომელიც 4 კედელში მომწყვდეულ ცოლს ფსიქოლოგიური, სექსუალური, ფიზიკური, მორალური ძალაობის ქვეშ აცხოვრებს,  ამ ყველაფერს ხედავს ყველა – მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ოჯახის წევრები, მაგრამ არავინ არ ერევა, არ იმჩნევს დალურჯებულ ქალს და არავის ესმის მისი ტირილი.

კაცს არავისი არ ეშინია, თავის ,,საკუთრებას” რასაც უნდა იმას უზამს, მის საქმეში ვერავინ ჩაერევა და აბა, გაბედოს რომელიმემ…

ქალი იბრძვის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მშობლებთან მიდის დახმარების სათხოვნელად, უნდა შვილებთან ერთად წამოვიდეს და მშვიდად იცხოვროს, მშობლები ურჩევენ აიტანოს ძალადობა შვილებისთვის, რადგან მათ მამა სჭირდებათ,  უკრძალავენ ოჯახის პრობლემებზე საუბარს, უშვებენ თავიანთ არჩეულ სიძესთან და აგრძელებენ ცხოვრებას, თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ ოჯახი ასეთია და დიდი ამბავი თუ მათმა საყვარელმა სიძემ მათ შვილს ერთი-ორი შემოულაწუნა.

ქალი მიდის უკან და ისიც მორჩილად იტანს ყველაფერს შვილებისთვის. ვერავინ ვერ ხვდება როგორ ართმევენ ამ ქალს ცხოვრების უფლებას, ართმევენ სხეულს, ართმევენ ოცნებებს, ართმევენ სახელმწიფოსგან მინიჭებულ უფლებებს, ვერავინ ვერ ხედავს მანამ, სანამ მისი ნამდვლი ქართველი ვაჟკაცი ქმარი დანას არ მოიქნევს, აქ კი ყველა აღშფოთდება, ყველა შეწუხდება, ყველა ატირდება, შეძრწუნდება ქვეყანა, რამდენიმე დღეში კი ისევ დახუჭავენ თვალებს, ისევ აიფარებენ ყურებზე ხელს, ისევ ჩაიგუბებენ პირში წყალს, მანამ სანამ კიდევ ერთი ვაჟკაცი ქმარი იგივეს არ იზამს და ახალ სალაპარაკოს გაუჩენს საზოგადოებას.

get_img.

One thought on “ლოცვა ოჯახის სიწმინდეზე

  1. ქმრის გარდა მშობლების საკითხიც რომ წამოჭრილია ძალიან კარგი, მაგრამ აღზრდის საკითხს ცოტა უფრო თუ ჩავუღრმავდებით უკეთესი იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქალი ერთგვარი “მორწმუნის აღტკინებით” ხვდება “სატანჯველს” და მეორეც, ძალიან ბევრი დედა კი არ ივიწყებს, უბრალოდ არ იცის რა ჯობია მისი შვილისთვის. არადა შვილი ძალიან დიდი მოტივატორია ქმრისა და დედ–მამის ნების წინააღმდეგ წასასვლელად.
    რაც შეეხება სახელმწიფოს მინიჭებულ უფლებებს, ეს ცარიელი სიტყვებია. სახელმწიფო გვაძლევს უფლებებს და დუმს მათი განხორციელებების საშუალებებზე.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s