საზოგადოებრივი დამცველის მიერ დაფიქსირებული დარღვევები

damcveli
„საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლებიის ინფორმაციით 17 საათისთვის დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა თბილისის სამ საარჩევნო უბანზე და გორის რაიონის 4 საარჩევნო უბანზე. კერძოდ, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა სამგორის მე-40 საარჩევნო უბანზე, უკანონო აგიტაცია და ზეწოლა ამომრჩევლის მხრიდან ნაძალადევის 23-ე საარჩევნო უბანზე , მარკირების არასწორი პროცედურა გლდანის 27-ე საარჩევნო უბანზე.

გორის რაიონ სოფელ დიცში 38-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მივიდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, მოხდა მისი რეგსტრაციაში გატარება, თუმცა დამკვირვებლის შენიშვნისა და საჩივრის შემდეგ, მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს.

ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე. 32 საარჩევნო ოლქის მე-3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა რეგისტრაცია გაიარა და ხმა მისცა პასპორტის ასლის მეშვეობით. სოფელ ხურვალეთში 3 პირს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობენ, არ მიეცათ საშუალება საოკუპაციო ხაზი გადმოეკვეთათ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მიზნით.

ავტორი: მარიამ ლეჟავა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s