თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები (12:00 საათი)

ეკა გიგაური12 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველის დამკვირვებლების მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა. კერძოდ, სამგორის რაიონში, მე-40  საარჩევნო უბანზე, უბნის  გახსნამდე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი დამკვირვებელი შევიდა, რომელთაგან ერთ-ერთს არ ჰქონდა დამკვირვებლის სამკერდე ნიშანი, რის საფუძველზეც საზოგადოებრივი დამცველის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი. ამომრჩევლის მხრიდან  საარჩევნო აგიტაციის შემთხვევა დაფიქსირდა ასევე ნაძალადევის რაიონის 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მაისურით შევიდა და გლდანის 27-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველს მარკირების პროცედურა არასწორად გაუკეთდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებითკი, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 32-ე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ჩაიშალა იმის გამო, რომ უბანზე კონკრეტული პირები შევარდნენ. მარტვილის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე, სადაც კენჭისყრის პროცედურა მარკირების წესის დარღვევით მიმდინარეობდა. ზუგდიდსა და მარტვილში 4 უბანზე იმყოფებოდა ერთი და იმავე პარტიის 2 დამკვირვებელი, თუმცა თხოვნის მიუხედავად, მათ საარჩევნო უბნები ზოგ შემთხვევაში არ დატოვეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლები აცხადებენ, მიუხედავად პროცედურული დარღვევებისა,  2014 წლის თვითმმართველობის არჩევები წინა წელთან შედარებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ ლეჟავა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s