„ენობრივი ბარიერის გამო ამომრჩევლები პროცედურებს ვერ იგებენ“

aleko cqitiSvili „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით,  კონფლიქტისპირა სოფლებში ამომრჩევლები და არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დაფიქსირებული მოქალაქეები წელს პირველად გადმოატარეს უპრობლემოდ კონფლიქტის საზღვარზე.

პრობლემები გამოიკვეთა ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო უბნის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს აზერბაიჯანულ ენაზე. ენობრივი ბარიერის გამო, დამკვირვებლები ვერ ახერხებენ გაარკვიონ, ხდება თუ არა ამომრჩევლებზე ზეწოლა. ასევე ფიქსირედება ისეთი შემთვევები, როცა ამომრჩევლები ვერ იგებენ საკუთარ უფლებებს და იმ პროცედურებს, რომლებიც დადგენილია საარჩევნო კოდექსით.

„წინა წლების მსგავსად დაფისირდა ასევე ისეთი შემთხვევებიც, როცა კომისიის წარმომადგენლები ამომრჩევლებს მიჰყვებიან საარჩევნო კაბინაში და იქ ეხმარებიან სასურველი კანდიდატის შემოხაზვაში. ამომრჩეველთა განათლების დონე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში კვლავ დაბალია“, – აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 28 წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ასევე კონფლიქტისპირა სოფლებში აკვირდება საარჩევნო პროცესებს.

ავტორი: მარიამ ლეჟავა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s