საიამ 71 საჩივარი და 77 შენიშვნა დაწერა

კახა კოჟორიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს 18:00 საათისთვის დაფიქსირებული აქვთ 71 საჩივარი და 77 შენიშვნა

საიას თავმჯდომარის, კახა კოჟორძის განცხადებით ზუგდიდის 42-ე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელმა მიიღო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სოფლის რწმუნებულს საარჩევნო ბიულეტენები ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა და გამოირკვა, რომ უბანზე კომისიის წევრმა საარჩევნო უბნის გვერდით რამდენიმე ასეული საარჩევნო კონვერტი იპოვა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება.

ხულოს 27-ე საარჩევნო უბანზე მარკირების გარეშე ხმის მიცემასთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა საიას დამკვივრებელმა ჯაბა ანანიძემ, რამაც დამკვირვებლის მიმართ საარჩევნო კომისიის თავჯდომარისა და წევრების მხრიდან აგრესია გამოიწვია.

დარღვევა დაფიქსირდა ასევე კასპის მე-17 საარჩევნო უბანზე, სადაც არ დააფიქსირეს საიას დამკვირვებლის საჩივარი. დამკვირვებელს უარი განუცხადეს საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაცნობაზე და განუცხადეს, რომ ასეთი აქტი უბანზე არ იყო.

სამგორის 114-ე სპეც. უბანზე დამკვირვებლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა, ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენის ფაქტები ვაკისა და საბურთალოს საარჩევნო უბნებზე, არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა კენჭისყრის შენობაში სიღნაღის 1 და 30-ე უბნებზე, აგიტაცია მარნეულის 26-ე უბანზე, უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულების ფაქტები რუსთავის 27-ე და მთაწმინდის მე-2 საარჩევნო უბნებზე.

ავტორი: მარიამ ლეჟავა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s