კასპში ამომრჩევლებს სამის ნაცვლად მხოლოდ ორ ბიულეტინს აძლევდნენ

კახა კოჟორიძე

საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, კასპის 25-ე უბანზე ამომრჩეველზე არ გაიცემოდა გამგებლის ასარჩევი ბიულეტინები. საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ბათილად ცნოს ყუთში აღმოჩენილი 27 ბიულეტინი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა ასევე სხვა სახის დარღვევებიც. 14 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, დაფიქსირდა რამდენიმე არსებითი ხასიათის დარღვევაც. კერძოდ, ზუგდიდის 32-ე საარჩევნო უბანზე, 10 საათისთვის გამოცხადდნენ ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის  დედა, ცინარა აბულაძე და მისი ნათესავები. ცინარა აბულაძე მისი შვილის გაუჩინარების საქმის გამოძიებას ითხოვდა. საიას წამომადგენლების ინფორმაციით, ამდროისთვის ზუგდიდის 32-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი აღარ მიმდინარეობს, რადგან დამტვრეულია კაბინები, ბიულეტენები ამოყრილია და უბანზეა გაბნეული.

როგორც კახა კოჟორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, კენჭიყრის დროს დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევები: არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა ქარელის 25-ე უბანზე, არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა რუსთავის 82-ე უბანზე, საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები ნაძალადევის ოლქის 32-ე უბანზე, არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა ხონის 24-ე და ვანის 19-ე საარჩევნო უბნებზე.

ამ დროისთვის საარჩევნო დარღვევებზე საიას წარმომადგენლებს დაწერილი აქვთ 44 საჩივარი და 56 შენიშვნა.

ავტორი: მარიამ ლეჟავა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s