“ლიბცენტრი” იწყებს სტუდენტთა მიღებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან არსებული „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ აცხადებს სტუდენტთა მიღებას.

პროექტის მონაწილეები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, მოიძიებენ ინფორმაციას სადისკუსიოდ შერჩეულ თემებზე და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას, გარდა ამისა მოამზადებენ ტოქ შოუ LibTime-ს და შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, დაწერენ პოსტებს სხვადასხვა თემაზე, რაც განთავსდება ცენტრის ბლოგზე http://liberalizmi.wordpress.com/.

კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი ან დამამთავრებელი კლასის მოსწავლე.

პროექტში მონაწილეობა უფასოა და აქტივობები 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

მსურველებმა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე liberalismcenter@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პროექტის დასახელება. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა:  2014 წლის 1 აგვისტო

შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება გასაუბრება.

***

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, 2013 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო 60-მა სტუდენტმა. მათ მიერ შექმნილი მასალები იტვირთებოდა ბლოგზე, ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია, ასევე მომზადდა გადაცემა LibTime, რომელთა ნახვა შესაძლებელია ცენტრის YouTube Channel-ზე http://www.youtube.com/user/liberalismcentre.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა 6/7

ტელეფონი: 298 22 51

BLOG: liberalizmi.wordpress.com

e_mail: liberalismcenter@gmail.com

Youtube: http://www.youtube.com/user/liberalismcentre

Facebook: https://www.facebook.com/liberalism.center?ref_type=bookmark

twitter: @Libcenter

cropped-35011_141415956034974_2069158335_n.jpg.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s