კარაჭედილი ტოლერანტობა

get_imgავტორი: ქეთევან კანდელაკი

10 სექტემბერს ქობულეთში მუსლიმური მედრესეს, სასწავლებლის მშენებლობა კარზე ღორის თავის ჩამოკიდებით გააპროტესტეს. როგორც ჩანს, იქაურმა მართლმადიდებელმა ქართველებმა „ქართველობის წართმევის“ საფრთხე დაინახეს. ამ ამბის გაგონებისას ილიას ეს ფრაზა გამახსენდა „ქართველმა, თავისი სარწმუნოებისთვის ჯვარცმულმა,  იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც“ – ნეტა დღეს რას იტყოდა-მეთქი ვიფიქრე.

ბოლო დროს ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება, ქართველების ტოლერანტულობის გასამყარებელი არგუმენტების მოპოვება მიჭირს. მედრესეს წინ ცხოველის დაკვლა და “მამაო ჩვენოს” ფონზე აქციის ჩატარება – კადრები, რომელიც ვნახე სახელშეუფერებელია. არანაკლებ მძიმე მოსასმენია იმ ადამიანთა კომენტარები, რომლებიც მუსლიმთა  პანსიონატის გახსნას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, მართმადიდებელთა უფლებები ირღვეოდა, ვინაიდან შენობაში, რომლის კარიც მუსლიმებს ღორის თავით შეუმკეს, მუსლიმ ბავშვთა სასწავლებელი იხსნებოდა. რატომ ზღუდავს პანსიონატის გახსნა მართლმადიდებელთა უფლებებს, ვერ მივხვდი.

დისკრიმინაციის ასეთი ფორმა ერისთვის, რომელიც მართმადიდებლად მიიჩნევს თავს და ღვთისმშობლის წილხვედრობით საუკუნეებია ამაყობს, საკმაოდ არაადეკვატურია.

ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს ყველგან, ქალაქში, სოფელში, უნივერსიტეტში, უბანში, სკოლაში, ქუჩაში… ჩვენ არცერთ სადღეგრძელოში არ გვავიწყდება ჩვენი მრავალეთნიკურობა, თუმცა სიძულვილი, აგრესია, რბევა, დევნა და სხვა არაჰუმანური გამოვლინებები სხვა მრწამსის ადამიანის მიმართ მაინც გვახასიათებს.

ადამიანები, რომლებიც ამგვარ სიძულვილს გამოხატავენ, არ ფიქრობენ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს საზოგადოება მათი ქმედებების გამო. სამწუხაროდ, საქართველოში არც ისე ცოტა მოიძებნება, რომელთა ინსპირირებაც ძალიან მარტივია მსგავსი ქმედებებით. არც იმის შეხსენება გვჭირდება, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ თუ რელიგიურ საფუძველზე მხოლოდ ნეგატიურის მომტანია.

არადა, დასაწერად რა მარტივია – ჩვენ ყველანი თანასწორები და ვართ, უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s