ღია წერილი “მენტალობას”

ღია წერილირომ გვკითხოთ, ვმარხულობთ იმიტომ, რომ რელიგიურები ვართ.

რომ გვკითხოთ, მამაო გვშველის იმიტომ, რომ შუამავალია.

დემოკრატია გვწყურია იმიტომ, რომ თავისუფლება გვინდა, თავისუფლება და არა აღვირახსნილობა. ჩვენი თავისუფლება, ხომ ზუსტად იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება.

რომ გვკითხოთ, განათლება გვინდა მაღალ დონეზე – ყველანი პროფესორები უნდა გავხდეთ.

პატიოსნება სისხლში გვაქვს იმიტომ, რომ აღვირახსნილებს ვებრძვით.

რომ გვკითხოთ, ლგბტ-ს (ჩვენივე ფრაზას ვიხმარ – “სხვებს”) ვერ ვიტანთ იმიტომ, რომ ნამდვილ ქართველ მამაკაცს რა ჯობს.

შრომა გვიყვარს, ბუნება გვაქვს ასეთი.

რომ გვკითხოთ,  “ქალი ვიცი მე კუხნაში” იმიტომ, რომ მეტი არაფერი იცის.

შოვინისტები არ ვართ იმიტომ, რომ ზანგებს, ჩინელებს, ინდოელებს და სხვებს ვუთმენთ.

სხვა ერი ჩვენ არ გვჭირდება იმიტომ, რომ ჩვენი დედები, დები, ცოლები არ დადიან  იტალიაში, საბერძნეთში სამუშაოდ და ფულის საშოვნელად.

გახსნილი, თავისუფალი ხალხი ვართ, ევროპისკენ რომ გვინდა სულ იმიტომ, რომ ჩვენთან ქალიშვილობის ინსტიტუციც აღარ არსებობს.

რომ გვკითხოთ, გენდერული თანასწორობაა ქალი რომ მუშაობს იმიტომ, რომ კაცი სამსახურს ვერ შოულობს.

ბავშვებს ისე ვზრდით, მერე დედა არ აგინონო, შვილი ხომ თვითონ იტყვის ჩემი დედა…

ყველაფერი ვიცით, ყველაფერი გაგვეგება.

ყველანი თბილისელები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ფესვების დავიწყება ადვილია.

რომ გვკითხოთ, სტუმართ-მასპინძლობა ჩვენზე კარგად ვინ იცის, ჩვენ ხომ არც დიდი ქეიფის მერე ვაგინებთ – ამის ჩამოსულიო…., არც ფულებს ვახარჯინებთ, არც ზურგს უკან  დავცინით.

ახალი მთავრობა გვინდოდა არა იმიტომ, რომ  სათავეში მილიარდები ტრიალებს და დაგვირიგდება.

რომ გვკითხოთ მეოცნებე ხალხი ვართ, მერე რა, რომ ოცნება არ მუშაობს..

რომ გვკითხოთ, შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჯობია, იმიტომ რომ ჩვენი მოსაწონი მმართველი ვერ მოიძებნა.

რომ გვკითხოთ, კაი კაცობაც და ქალობაც სისხლში გვაქვს, იმიტომ, რომ კაცი ვიცით შრომისმოყვარე, ქალი ვიცით პატიოსანი.

რომ გვკითხოთ სიყვარულის ქვეყანა ვართ, იმიტომ, რომ ერთმანეთი არ გვძულს, სინათლე გვიყვარს, მერე რა, რომ ბნელები ვართ.

ახლა მე გკითხავთ, ჩვენისთანა ბედნიერი,  განა არის სადმე ერი?!

ავტორი: ბელა არუთინოვი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s