სტიგმა – ,,ნაჯდომი”

რესოციალიზაციაავტორი: ნინა კოპალეიშვილი

საქართველოში დღეს მწვავედ დგას ადამიანების სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის პრობლემა. საზოგადოების დიდი ნაწილი ცდილობს გამოარჩიოს ადამიანები რასის, კანის ფერის, ცხოვრების სტილისა  თუ სხვა ბევრ მიზეზთა გამო, რათა ჰქონდეს მიზეზი დევნოს ისინი. ,,დევნილთა” ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ყოფილი პატიმრები არიან, რომლებსაც თბილისურ-ჟარგონული იარლიყი-,,ნაჯდომი” დიდხანს გაჰყვებათ ხოლმე. ადამიანების ეს არც თუ მცირე ჯგუფი მკვეთრად გამიჯნულია საზოგადოების თითქმის ყველა ფენისაგან, რაც ხელს უწყობს მათ გარიყულ ცხოვრებასა და ასოციალურ ქცევას. მათი დიდი ნაწილის რესოციალიზაცია არ (და არა ვერ) ხდება იმიტომ, რომ ამას საზოგადოება არათუ არ უწყობს, არამედ უშლის კიდეც ხელს. საზოგადეობა ვერ ვაცნობიერებს რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია თითოეული ყოფილი პატიმრისთვის  და ამით რამდენად უწყობს ხელს მათ მიერ რეციდივს ჩადენას.

სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემის გამო, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა 2012 წელს დაიწყო პროგრამა, რომელიც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას გულისხმობს. სოციალური მუშაკი პატიმრებთან მუშაობას ჯერ კიდევ მათი საპატიმროდან გამოსვლამდე იწყებს, რათა თითოეული მათგანი ინფორმირებული იყოს ასეთი მომსახურების შესახებ. პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ ყოფილ პატიმარს შეუძლია შეავსოს განაცხადი და ჩაერთოს პროექტში, რომელიც თავისმხრივ რიგ მომსახურებებს გულისხმობს. ესენია : იურიდიული, სოციალური და სამედიცინო მომსახურება, ტრენინგები ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრებისთვის და დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის დაწყებიდან 600-მდე ბენეფიციარმა მიიღო მომსახურება. თითოეული მათგანი გადიოდა ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას, შემდეგ კი მათთვის ინდივიდუალურ  სამოქმედო გეგმას ადგენდნენ.

პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. როგორც ,,ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს“ უფროსი ნიკოლოზ ხარებავა ამბობს, შემოტანილ განაცხადზე უარი მხოლოდ იმ ბენეფიციარებს შეიძლება უთხრან, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება მათი სამმართველოს მიერ ფიზიკურად შეუძლებელია.

„იყო შემთხვევა, როდესაც ყოფილ პატიმარს სჭირდებოდა ისეთი ქრონიკული დაავადების მკურნალობა, რომელსაც ჩვენი პროგრამა არ ითვალისწინებს. ამიტომ მოხდა მისი გადამისამართება სხვა ორგანიზაციასთან. სხვა შემთხვევაში, სტატუსის მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ჩვენი მომსახურება, მთავარი მათი მხრიდან მონდომებაა. ისინი უბრალოდ უნდა მოვიდნენ ჩვენამდე“, – აღნიშნა ნიკოლოზ ხარებავამ.

საინტერესოა ასევე ამ პროგრამის საპილოტე ქვეპროექტი, რომლსაც საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია ,,აფხაზეთი” ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში, გამოყოფილი ფინანსების შესაბამისად, შეირჩა 20 ყოფილი პატიმარი, რომელთაგან  სტაჟირება საჯარო და კერძო სექტორებში სრულად სულ 14-მა გაიარა.

,,პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები იმაღლდებდნენ კვალიფიკაციას იმ სფეროში, რომელიც მათ პროფესიას შეესაბამებოდა.  იყო შემთხვევები, როდესაც ყოფილ პატიმარს არ ჰქონია კონკრეტული პროფესია, თუმცა ჰქონდა კონკრეტული ინტერესის სფერო. მაგალითად, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა სამშენებლო კომპანიაში შეისწავლა შედუღების ტექნოლოგია , რის შემდეგაც დასაქმდა სხვა მსგავს დაწესებულებაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სტიგმა ამ ადამიანების მიმართ   მეტ-ნაკლებად შემცირდა და მათ დასაქმების რეალური შანსი გაუჩნდათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთ პრეტენდენტს უარი უთხრეს სტაჟირების პროექტში მონაწილეობაზე, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში არსებობდა რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები. ჩვენი თვითმიზანი კი სწორედ სტიგმის გაქრობაა და ამაში, ჩემი აზრით, ყველა ორგანო და დაწესებულება უნდა ჩაერთოს”,  – განმარტა ნიკოლოზ ხარებავამ.

სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ადამიანებთან შეხვედრა ,,ყოფილ პატიმართა კავშირის ” წარმომადგენელს ვთხოვეთ. მისი თქმით, ცენტრიდან გაშვებული ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწიელობას იღებდა პროგრამაში, უარს აცხადებენ მედიასთან ურთიერთობაზე, რადგან იყო შემთხვევა , როდესაც მათი ტელევიზიაში მიწვევამ  რიგი უსიამოვნებები გამოიწვია, რადგან ყოფილი პატიმრების მიმართ დამოკიდებულება, მიუხედავად მათი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა, დიდად არ შეცვლილა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ მიმართ ისევ მკვეთრად უარყოფითადაა განწყობილი.

ყოფილი პატიმრების რებილიტაცია-რესოციალიზაცია საკმაოდ რთული პროცესია და თუ მათ გარშემო არსებული სოციუმი ამ პროცესში ხელს არ შეუწყობს,  შედეგი კი შეიძლება ძალიან მარტივი აღმოჩნდეს – მათ დანაშაული გაიმეორონ.

ნებისმიერ ყოფილ პატიმარს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეუძლია მიიღოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ცხელ ხაზზე : 2 145 145..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s