დაუწერელი კანონებით ცხოვრება

10681833_10203030901677089_1811994902_nავტორი: მარიტა მაზანიშვილი

ყველაზე ნიჭიერი და „მაგარი“ ერის ყველაზე დიდი პრობლემის შესახებ ილია ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, ვლადიკავკასიდან თბილისში რომ ბრუნდებოდა და თვალებზე კვამლაფარებული ქართველების ფენომენზე ფიქრობდა, ჩვენი უბედურების დანახვისგან ასე ძალიან რომ გვიცავს. ერთ საუკუნეზე მეტი გავიდა, კვამლი კი ვერა და ვერ ჩამოვიშორეთ, მესიის „მოლოდინის რეჟიმში მყოფნი“ ისევ ილუზიებში ვცხოვრობთ. ვარდისფერი სათვალის წყალობით, პუტინი ბრძენი გვგონია, ერთმორწმუნე რუსეთი – კეთილი მეგობარი, ევროპა – წარწყმედილი, ყველა ტრადიცია – შესანახი და ჩვენი წარმოდგენები, ყველა ერთად აღებული – რეალობა.

სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარია და მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებზე საუბარს ხშირად თავს ვარიდებთ და „ქართველობის“ წართმევის პრევენციით ვართ დაკავებული, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში კანონით მონიჭებული ძალიან ბევრი უფლება ირღვევა. ჰო, ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებით, ფურცელზე გაწერილ ნორმებში სიტუაცია უკეთესია.

ის, რომ ქალთა, რელიგიურ, ეთნიკურ თუ სხვათა უფლებებზე ბევრჯერ დაწერილა, სულაც არ ნიშნავს, რომ დაწერილი გავიაზრეთ და რეალობას მივუსადაგეთ. ჯერ კიდევ გვიხარია, რომ მედრესეს კარზე დაკიდული ღორის თავი მოკვლამდე ჭყიოდა, ჯერ კიდევ არ გვანაღვლებს, რომ ბოლო 3 თვეში 21 ქალი მოკლეს ოჯახური ძალადობის საფუძველზე. თურმე, იმიტომ, რომ ადრეც კლავდნენ ქალებს და ახლა, უბრალოდ ინფორმაციის გავრცელების დონემ წარმოუდგენელ ნიშნულს მიაღწია საქართველოში, ამ ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ და შესაბამისად, პრობლემაც აღარ იარსებებს.

დღეს, უნივერსიტეტიდან ისეთი შემართებით წამოვედი, რაღაც მომენტში მართლა გავიფიქრე „ივერია გაბრწყინდება“ და „საქართველოც გაფრინდება-მეთქი“, მაგრამ ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ ტაქსიში ჩავჯექი.

დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში მიმტკიცებდა მძღოლი, რომ ქალი, რომელსაც იგივე განათლების უფლება აქვს, რაც კაცს, იგივე გონებრივი შესაძლებლობები, რაც კაცს და იგივე სიცოცხლის უფლება რაც კაცს, მხოლოდ იმიტომ უნდა დაემორჩილოს კაცს, რომ ის ქალია და ის – კაცი.

მძღოლი, რომელიც ვანგას სტილში მიწინასწარმეტყველებს, რომ რამდენიმე წლის მერე „სხვანაირად დავიწყებ ჭიკჭიკს“, მეუბნება, რომ ქალი და კაცი თანასწორნი არიან ოჯახის გარეთ, მაგრამ ოჯახის შიგნით, მაინც კაცია „გლავნი“.

კარგით, მაგრამ რის საფუძველზე ამტკიცებთ ამ ყველაფერს? –  ვეკითხები მე, – კანონი გაძლევთ ამის საშუალებას, თქვენი სარწმუნოება თუ ტრადიციები?

დაუწერელი კანონები, მპასუხობს თავდაჯერებული მძღოლი, რომელმაც რკინის არგუმენტი მითხრა.

ოო, საქართველო ოდითგანვე ევროპის ნაწილი იყო, ჩვენ, ამ ციცქნა ქვეყანამ, რომელიც დღემდე მოვედით და ქრისტიანობა შევინარჩუნეთ, ბრძოლაში ამდენი და ამდენი მტერი დავამარცხეთ, წარმოუდგენელი ვაჟკაცობა გამოვიჩინეთ, ამ დრომდე მოვაღწიეთ და დაუწერელ კანონებს უფრო დიდ პატივს ვცემთ, ვიდრე დაწერილს..

One thought on “დაუწერელი კანონებით ცხოვრება

  1. Qali rom meorexarisxovani arsebaa, kanonit ar vici, magram sartsmunoebis da qartuli tradiciebis mixedvit koveltvis egre iko. da rac taxis mdzgolebma ar tqvan is gagikvirdes, torem rasac amboben egeni agar mikvirs. maset taxis “margalitebze” mec rom vambob xolme rames kvela meubneba: “kuradgebas nu miaqcev”. da ase rom vcxovrobt da kuradgebas ar vaqcevt arafers magitomac grdzeldeba es samarcxvino shegneba dgemde. Mixaria rom daasmine aseti saqcieli da imedi maqvs rom odesme diaxac mivaqcevt kuradgebas aset gulisamrev azrebs.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s