ქართული „ინდივიდუალიზმი“

10703387_745275288842816_2025454094_o

ავტორი: თამთა ჭრიკიშვილი

საზოგადოების უდიდესი ნაწილი  სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, ცდილობს საკუთარი გადაწყვეტილებები სხვის აზრს შეუსაბამოს და არ გამოიწვიოს ახლობელთა კრიტიკა. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მყარად არის ფესვგადგმული ჯგუფური აზროვნება, სადაც ხშირად ილახება პიროვნების ინტერესები საზოგადოებაში დამკვიდრებული დოგმების, „ტრადიციებად“ მონათლული ნორმების გამო. ინდივიდუალიზმი კი გულისხმობს, რომ ადამიანია უმთავრესი ღირებულება და არ შეიძლება მისი ინტერესები რომელიმე სოციალური ჯგუფისა თუ კოლექტივის ინტერესებს შეეწიროს.

თითქმის ყველა ქართველს უყვარს ვაჟა-ფშაველა, თუმცა ცოტა თუ იაზრებს იმას, რომ სწორედ ვაჟა თავისი „ალუდა ქეთელაურით“ ხაზს უსვამდა ინდივიდუალური აზრის ქონის მნიშვნელობას, ყველასათვის სათაყვანებელი ილია კი წერდა, რომ „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“, თუმცა დღესდღეობით არსებული ტენდენცია, პიროვნების ვინაობის გაქრობას, ჯგუფური ინტერესების ბატონობას გვიქადის.

საინტერესოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ვალდებულებების გაცნობიერება ხდება ინდივიდლუალურ დონეზე. ტიპური ქართველი გიპასუხებთ, რომ ქართველი ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე პატივსაცემი, ყველაზე ნიჭიერია, თუმცა, როდესაც საქმე საქვეყნო საქმეს ეხება, რატომღაც ყველა ლიდერის, მხსნელის მოლოდინშია, რომელიც, ხალხის აზრით, ერთი ხელის მოსმით მოგვიგვარებს პრობლემებს და ნათელ მომავალს შეგვიქმნის. ცოტა თუ იაზრებს იმას, რომ ქვეყნის წინსვლა არა ერთ და ორ პიროვნებაზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური შრომა, სწავლა, აქტიურობა ხომ პატარა აგურია, რომლითაც დიდი, საქვეყნო საქმე შენდება. კარგი იქნება, ისევ ილიას თუ დავესესხებით და გავითვალისწინებთ, რომ „პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.“

ვფიქრობ, ძნელია იმის თქმა, რა დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას იმის გათავისებაში, რომ ყოველი ადამიანი ცალკე აღებული პიროვნებაა თავისი ცხოვრებით, თავისი ბედნიერებითა და გასაჭირით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სათანადო განათლება იქნება საფუძველი იმისა, რომ ყველამ გაიაზროს საკუთარი თავი, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ, ხოლო როცა ეს მოხდება, როდესაც თითოეული ჩვენგანი გააცნობიერებს საკუთარ უნიკალურობას, მაშინ მისთვის სხვაც, თითოეული ადამიანიც უნიკალურ ფასეულობად იქცევა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s