„ლიბერთისეული” რიგები

unnamedავტორი: ქეთევან კანდელაკი

ყველგან მესმის, შიგნით თუ გარეთ, რომ ქართველობას გვართმევენ (აი ის მუსლიმებიო,”ზანგებიო”, ნეტა იმ დროს, მართალი იყო სტალინი, ასე იყო საჭიროო…) არ მოვსწრებივარ იმ “ოქროს” პერიოდს, როცა მოსკოვში გადაფრენა 37 მანეთი ღირდა (შესაბამისად არც მოსკოვში ვყოფილვარ), როცა კარგ ყველს 3 მანეთად იყიდდი და ამის მიღმა ქართველი ერი სწავლა-განათლების მიღების პროცესს საპირფარეშოშიც კი არ წყვეტდა. დავით ტურაშვილისა არ იყოს , 37 მანეთად ნამდვილად გადაფრინდებოდი, მაგრამ ბილეთები არ იშოვებოდა, 3 მანეთადაც იყიდდი ყველს, მაგრამ მხოლოდ 2 მანეთიანი იშოვებოდა.

დღეს, ბანკში, ტრადიციული, “ცოცხალი” რიგის მონაწილე გახლდით, სადაც ჩემზე დაახლოებით სამი თაობით უფროსი წყვილის დიალოგს შევესწარი. გავარკვიე მათი სატკივარი, ისინი იმ დროს მისტიროდნენ, როცა ” ყველაფერი მოწესრიგებული იყო და ყველას თავისი საქმე ქონდა. როცა ამდენი უმუშევარი არ არსებობდა”. ჩემი სკეპტიციზმის წყალობით გამეფიქრა: ნეტავ მათ, ვისაც “თავის საქმე” ჰქონდა, უყვარდა კი ის, რასაც აკეთებდნენ?! ან აკეთებდნენ კი ისე, რომ საკუთარი თავისა და ერის წინაშე სინდისი სუფთა ჰქონოდათ?! სინდისი – ამ სიტყვაზე შეჩერდა ჩემი ცნობიერი.

ისტორიის ამ პერიოდზე დაგროვილი ცოდნის საფუძველზე მივეცი თავს უფლება მეფიქრა, რომ სინდისი ადამიანებისთვის “დიდი ძმის სიყვარულის” პირდაპირპროპორციული გახლდათ. სწორედ “დიდმა ძმამ”, საბჭოთა კავშირმა შეძლო ადამიანი “მოეკლა”, როგორც გონიერი, თავისუფალი, ინდივიდუალური არსება და ამის წყალობით ებატონა მრავალ ადამიანზე, რომლებმაც, პირველად ისტორიაში ნახევარ საუკუნეზე დიდხანს ირწმუნეს თავიანთი “ბრძენი საჭეთმპყრობლისა” .

ბანკის რიგში შევესწარი-მეთქი ამ დიალოგს უკვე გითხარით. ჩემი ცნობიერი ახლა სხვა რამეზე გადაერთო. “Liberty Bank” – პარადოქსულია არა? ეს ბანკი ისევე ამართლებს თავის სახელწოდებას, როგორც ქვეყნის მდგომარეობა თავის დამოუკიდებლობას. თუმცა მთავარია სტატუსი, მერე რა თუ შიგთავსი ისეთი გემრიელი არ არის, როგორც კერძი გამოიყურება ვიზუალურად, მთავარია თვალი მოვატყუოთ.

მაგრამ როგორ გინდა თვალი მოატყუო, როცა დაახლოებით 2 საათია მე-9 ხარ რიგში და რიგი არ იკლებს, ჩემზე უფროსნი მითითებენ, რომ უნდა გავატარო, დავუთმო , მერე რა რომ ისინი სულ რაღაც 3 წუთია შემოვიდნენ, მერე რა, რომ რიგის ნომერი აქვთ, მათთვის ყველაფერი ისეა, როგორც ასწავლეს და ყველა წესსზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის – ძველი. ესეც საბჭოთა გადმონაშთია-მეთქი ვიფიქრე და ცოტა დავმშვიდდი, როცა დაახლოებით ჩემი ასაკის მომლოდინემ სანუგეშო მზერა მსტყორცნა. ნუგეშისმომცემი იყო, სიბრალულის გამომხატველი თუ რა არ ვიცი,მთავარია შევაფასე ისე, როგორც შევაფასე და ფაქტია, რომ დავმშვიდდი და ცოტა გამიხარდა კიდეც. ფიქრი ცოტა ხნით შევწვიტე და კვლავ განვაგრძე რიგში მდგომთა პრობლემებისა თუ ჩივილის სმენა (მერე რა რომ სხვისი საუბრის მოსმენა ცუდი ტონია, სხვა გამოსავალს უბრალოდ ამ ხალხთან დაშორების დიაპაზონი არ მაძლევდა ).

ჩემზე სამი თაობით (ჩემი ვარაუდით) უფროსნი, საბჭოთა წყობის გულშემატკივრები, თავიანთი საქმის დასრულების შემდეგაც იდგნენ და საუბრობდნენ ისევ იმავეს, ისევ იმ შემართებით. გავბრაზდი საკუთარ თავზე, გავბრაზდი ამ ხალხზეც და საერთოდ გავბრაზდი, პლუს შემეშინდა კიდეც. შემეშინდა იმიტომ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს საგნებთან , სიტყვებთან , ადამიანებთან, ყველაფერს სუნსა და შეფერილობას ვანიჭებ ხოლმე. სიტყვათა კავშირს – საბჭოთა პერიოდს კი ფერი ვერ მივანიჭე, უფერული იყოს-მეთქი ბოლოს გადავწყვიტე, რაც შეეხება სუნს , მას შიშის სუნი აქვს. შიში, რომელსაც თავისი შედეგები მოჰყვება.

მეც ამ “ადეკვატური შედეგების” მემკვიდრე ვარ-მეთქი და შემეშინდებოდა აბა რა იქნებოდა. სწორედ ეს შედეგებია, რომლებმაც აზროვნების თვალსაზრისით მრავალი წელი დაგვაკარგვინა . ერთ-ერთი შედეგთაგანია ისიც, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ძარღვებში ახლაც ჩქეფს იდეოლოგია, რომელიც არათუ ხელს უწყობს, არამედ ანგრევს და ანადგურებს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესს. მე კი როგორ მშურს იმ ქვეყანების მოქალაქეების, რომლებიც დემოკრატიიც მწვერვალს თუ არა, იმას მაინც აღწევენ, რომ მოწესრგებული რიგები ჰქონდეთ.

ზუსტად რა დრო დავუთმე ჩემს აკადემიურ ფიქრებს ვერ გეტყვით, მაგრამ იმის თქმა, რომ ბანკიდან საოცრად დაღლილი და დათრგუნული გამოვედი, ნამდვილად შემიძლია.

ნათქვამია “ადამიანი ჭეშმარიტებას მხოლოდ ტანჯვისას ხვდებაო” , ჰოდა მეც ლიბერთიში ტანჯულმა ვიპოვე ჩემი ჭეშმარიტება: ყოველგვარი არგუმენტი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ იწყება მსხვერპლით და მთავრდება მსხვერპლით, რომელიც ამ სისტემას მოჰყვა. ის ხალხიც მსხვერპლია, რომლებიც ბანკში “აი ის დროო” გაიძახოდნენ.

მსხვერპლთა მსხვერპლი გამოვედი (მრავალ კონტექსტში) და ეს იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ფიზიკურადაც და მორალურადაც, რომ სახლში მოსვლისთანავე გავხსენი “Word” და სულ მალე დავხურავ. კმაყოფილი უნდა ვიყო ამ ყველაფერს რომ ვაანალიზებ, თუ შეშფოთებული არ ვიცი..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s