წამალი რეცეპტით – საფრთხეები და მოლოდინები

ttt

ავტორი: სალომე გაბლიანი

2014 წლის სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც წამლების ნაწილი ექიმის რეცეპტის გარეშე სააფთიაქო ქსელებიდან არ გაიცემა. როგორც ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამ ინიციატივას 2 მთავარი მიზეზი ჰქონდა: 1. მაქსიმალურად შეზღუდულიყო თვითმკურნალობის პრეცენდენტები პაციენტების მხრიდან და 2. ნარკომადოკიდებულების მქონე პრეპარატების პირველ ან მეორე ჯგუფში, ანუ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიაში გადანაცვლებულიყო.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოცამდე პრეპარატი, რომელიც წამლების ჩამონათვალში ექიმმა კობა თოფურიამ დათვალა და  ურეცეპტოდ გაიცემა, არის სწორედ  იმ სახის მედიკამენტი, რომელთა არამიზნობრივი გამოყენება ნარკოდამოკიდებულებას იწვევს. ამ წამლების დასახელებისგან, რასაკვირველია, თავს ვიკავებთ.

ამ ინიციატივამ ბევრი სირთულე შეუქმნა პაციენტებს, რომლებიც წნევის, ანთებისა თუ სხვა სახის გართულებისათვის განკუთვნილ მედიკამენტებს ყოველგვარი წინაღობის გარეშე ყიდულობდნენ. ახლა მომხმარებელი  იძულებულია, მიაკითხოს კლინიკას, რომელიც მის ჯანმრთელობას აზღვევს და ოჯახის ექიმი გამოუწერს რეცეპტს საჭირო პრეპარატების შესაძენად. მედიკოსის ეს მომსახურება უფასოა,  თუმცა მთელ ამ პროცედურას წინ უძღვის საკმაოდ გრძელ რიგში ჩადგომის არც თუ ისე სასიამოვნო პერსპექტივა, რასაც, პაციენტების თქმით, მთელი სამუშაო დღეც კი შეიძლება შეეწიროს. შესაბამისად, მათი ის ნაწილი, რომელსაც სურს, დანიშნულება ოპერატიულად მიიღოს, არ ერიდება უბნის ექიმის სახლში გამოძახებას.

მას შემდეგ, რაც წამლების შესახებ ახალი ინიციატივა ძალაში შევიდა, უბნის ექიმის მომსახურების საფასური გაიზარდა: ადრე თუ ექიმის სახლში ვიზიტი 15 ლარი ღირდა, ახლა 20 ლარი გახდა. ექიმი კობა თოფურია აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის ხარჯებია, რომელსაც ექიმი წევს დახარჯული ქაღალდის სახით, რადგან ყოველი წამალი, რომელიც მან პაციენტს უნდა გამოუწეროს, ცალ-ცალკე ბლანკზე იწერება. გარდა ამისა მას მოუწია  პრინტერის შეძენა, რომლის ხარჯიც ასევე პაციენტთა მომსახურებით უნდა დაიფაროს.

რაც შეეხება ერთი და იმავე წამლის მიღების საკითხს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შემოღებულია მრავალჯერადი, ერთწლიანი მოხმარების რეცეპტი, რომელსაც პაციენტი ერთხელ გამოიწერს და მთელი წელი ისარგებლებს, თუმცა ეს მხოლოდ  ნაწილობრივ არის სიმართლე, რადგან ექიმს ერთწლიან ბლანკზე შეუძლია ისეთი სახის წამლის გამოწერა, როგორიც ინსულინია, ანუ მყისიერად მისაღები ან ხანგრძლივი ვადის მქონე მედიკამენტი, ხოლო ანტიბიოტიკებზე, ტკივილგამაყუჩებლებზე ან ანტიალერგენებზე იმავეს ვერ ვიტყვით. მათი შეძენა, მაქსიმუმ, 6 თვის მანძილზეა შესაძლებელი, ისიც შესაბამისი რეცეპტის ფორმით.

კიდევ ერთი თვალშისაცემი ფაქტი ის არის, რომ ზოგიერთმა აფთიაქმა დაიქირავა ექიმი, რომელიც მომხმარებელს გასინჯვისა და დიაგნოზის დასმის გარეშე უწერს რეცეპტს, რათა პაციენტმა შეძლოს სასურველი წამლის  შეძენა. ცხადია, ეს ქმედება არაკანონიერია, თუმცა სამინისტრო, ჯერჯერობით, ამ საკითხზე ყურადღებას არ ამახვილებს.

მნიშვნელოვანია, დეტალურად გადაიხედოს ამ მედიკოსების კვალიფიკაციაც და ის ფაქტიც, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მაქინაციასთან, რომლითაც აფთიაქი ცდილობს, წაგებაზე არ წავიდეს. გარდა ამისა, აფთიაქი საკუთარი შემოსავლიდან უხდის თანხას ექიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტებზე საფასურის გაზრდა მოსალოდნელია, თუმცა ამის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუკი შესაბამისი უწყებები მოახდენენ პროცესის რეგულაციას. რაც შეეხება უცხოეთიდან წამლის გამოწერის პროცესს, მას სამინისტრო და კანონი ჯერჯერობით საერთოდ ვერ აკონტროლებს.

ახალი რეგულების შემოღების შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებზე მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას. მაგალითად პაციენტი ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფთიაქმა რეცეპტის მისატანად პოლიკლინიკაში გააგზავნა. “მივედი ჩემს პოლიკლინიკაში. მითხრეს, აღრიცხვაზე უნდა დადგეო. ვიკითხე, თუ რა იყო ამისთვის საჭირო. მიპასუხეს, აუცილებელია ‘’თანხმობის ბარათის’’ შევსება, მაგრამ ეს ‘’თანხმობის ბარათი’’ არ გვაქვს, ჯანდაცვამ არ მოგვაწოდა და რამდენიმე დღე არც მოგვაწვდიანო! გამოსავალი სად არის -მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხეს: გადაიხადეთ ფული სალაროში და მიბრძანდით თერაპევტთან, ‘’თანხმობის ბარათის ‘’ გარეშე საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ვერ ისარგებლებთ და უფასო მომსახურებას ვერ მიიღებთო!
რეგისტრატორებს კატეგორიულად მოვთხოვე – პასუხი, რომელიც მე მომცეს, გადაეტანათ ქაღალდზე და დაემოწმებინათ ბეჭდით!
კი ბატონოო, უარი არ უთქვამთ: გახიეს ფურცელი, დაწერეს პასტით და დაარტყეს ბეჭედი!
( “დოკუმენტს” რეგისტრაციის უფროსმა მოაწერა ხელი!)’’

unnamed.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s