ზეგინდელი საქართველო

10726366_845418682155355_706662410_n

ავტორი: გიორგი არობელიძე

მართალია, ცისკრის ვარსკვლავმა ცოტა დააგვიანა ამოსვლა,მაგრამ საბოლოოდ,როგორც იქნა,მაინც ამოვიდა და ორ ზღვას შუა არის გაბრწყინებული.

დიდი სუფრაა გაშლილი. რა თქმა უნდა, სუფრას ის კაცი უძღვება, 5 წუთში და 46 წამში რომ ატევს ყველაფერს. ცოტა კი მობერებულა, მაგრამ ხმა ისევ ისეთივე აქვს – ომახიანი. გვერდს ის ჩოხიანი კაცი უმშვენებს, ბედნიერებას რომ ესაუბრება-ხოლმე. მოკლედ, ყველა აქაა, ყველანი ბედნიერები.

მიდის სადღეგრძელო-სადღეგრძელოზე, დიდი ლხინია. „მრავალჟამიერის“ ფონზე ისმება ყანწები, ითქმება ლექსები, მიცვალებულებზე ისევ არ ჩერდებიან, მანდილოსნების ხსენებაზე ისევ ყველა განსხვავებულს ითხოვს, საქართველოს სადღეგრძელოზე თამადას ისევ ახსენდება, რომ კოლუმბი როცა ამერიკას დაეძებდა, ვახტანგ მეფე მაშინ კანონებს წერდა. მოკლედ ყველა ამაყია.

ამაყები არიან იმით, რომ შეინარჩუნეს ის, რაც მამა-პაპამ დაუტოვათ. ამაყები არიან იმით, რომ დიდი ხნის წინ გაანადგურეს ყველა, ვინც არ იყო ისეთი, როგორებიც თვითონ არიან. დიახ, მათ იბრძოლეს და ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს. მათ ბოლო მოუღეს ადამიანებს, რომლებიც მართლმადიდებლურ სახელმწიფოში არ იყვნენ ქრისტიანები, გააჩუმეს ადამიანები, რომლებიც რაღაც “პარადების” ჩატარებას აპირებდნენ თურმე, ბოლო მოუღეს იმ ქალებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სახაჭაპურე ცომით დასვრილი ხელების დაბანა. მათ ყველას გაანადგურეს, ვინც სხვანაირი იყო და ახლა ისინი შეჰყურებენ გარწყინებულ ცისკრის ვარსკვლავს.ა

მერე რა, რომ ეს არც ვაჟას და არც ილიას ვარსკვლავი არაა ,მერე რაა, რომ ეს არც რუსთაველის და ბარათაშვილის ვარსკვლავია.

დიდი ხნის წინ, როდესაც ადამიანებს ქუჩებში ცემდნენ,როცა ქალებს ოჯახში კლავდნენ, როდესაც ადამიანებს უნგრევდნენ სალოცავებს, თავისთვის მშვიდად ეძინა სამოქალაქო საზოგადოებას..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s