სტუდენტები უნივერსიტეტთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

DSC_0307

ავტორი: ქეთა კანდელაკი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობა სტუდენტებმა 20 ოქტომბერს გააპროტესტეს. “დაიცავი თსუ!” – ამ სახელწოდებით გამართულ აქციას შეუერთდნენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები “ალტერნატივა”, “მწვანე მუშტი”, „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“, „სტუდენტური სოლიდარობა“, „თბილისის ფაბიანური საზოგადოება“,”სამხატვრო აკადებია სტუდენტებს!” და „რეაქტორი“.

სოლიდარობის გამოსახატავად, პარალელურად, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მართავდნენ აქციას.

თავდაპირველად, გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ უნოვერსიტეტის კუთვლნილი ქონების გასხვისებამ და უნვერსიტეტის სასწავლო კორპუსებთან მიუღებელი და შეუფერებელი საქმიანობის წამოწყებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო.

“გარდა იმისა, რომ გაზგასამართი სადგურის აშენების გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებს საუნივერსიტეტო სისვრცის განვითარების შესაძლო პროექტებს.ასევე იგნორირებულია არაერთი საინტერესო ინიციატივა  მათ შორის, ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების, მშენებლობაზე, რაც სტუდენტებისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა”- ნათქვამია ვლადიმერ პაპავას განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს თბილისის მერიამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია უსაფრთხოებისა და ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით და  მაღლივ კორპუსთან მშენებარე გაზგასამართი სადგური პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს.

სწორედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობის საკითხის გადაუხედავობის გამო სტუდენტებმა საპროტესტო გამოსვლები განაგრძეს. „გაზზე გადაყვანილი სტუდენტები“, „თქვენი დახმარება სჭირდება უნივერსიტეტს“ „დაიცავი თსუ“ „იყავით სოლიდარულნი“ – ამ ტრანსფარანტებით უნივერსიტეტთან შეკრებილებმა მალე  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გადაინაცვლეს.

“ეს მოთხოვნა არ დაიყვანება გაზგასამართ სადგურამდე, ეს არის დამოუკიდებლობის საკითხი”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ.

სამინისტროსთან შეკრებილ სტუდენტს არცერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოეხმაურა. აქციის ორგანიზატორის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით სტუდენტები და მათი მხარდამჭერები ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე შეიმუშავებენ სამომავლო სამოქმედო გეგმას..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s