აქცია-პერფორმანსი „ქალების ხმა“

"ქალების ხმა"21 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზატორობით, აქცია-პერფორმანსი “ქალების ხმა” გაიმართა. პერფორმანსის მიზანი, თანამედროვე საქართველოში ქალების მდგომარეობის გაპროტესტება იყო.

აქციის მონაწილეებმა პროტესტი ქვაბებითა და კოვზებით ხმაურითა და თვალების ახვევით გამოხატეს, რითაც მათი თვალით დანახული არსებული რეალობა ასახეს.

პერფორმანსის მიზანია გაპროტესტება ძალადობის რიცხვის ზრდის და გენდერული უთანასწორობის იმ მძიმე პრობლემებისა, რომლებმაც პირობითად გურჯაანიდან ამოაღწია და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების თვალწინ გაცხადდა. მიუხედავად ამისა, მთავრობის წარმომადგენლები ამას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და ნეიტრალურ განცხადებებს აკეთებენ.“ – თქვა პერფორმანსის ორგანიზატორმა სოფო კილასონიამ.

აქციის ორგანიზატორმა პეროფრმანსის ფორმაზეც ისაუბრა: „ჩვენ დღეს ავიხვიეთ თვალები იმიტომ, რომ ქალებს ტრადიცია, ფსევდოკულტურა, ფსევდორწმენა გვაიძულებს, არ დავინახოთ ჩვენი და ერთმანეთის პრობლემები. პირი ავიკარით იმიტომ, რომ გვასწავლიან, ვიყოთ მოთმინებით აღვსილნი. ამ ჩვენმა დუმილმა და არდანახვამ გამოიწვია ის, რომ კულტურა ჩვენზე ძალადობს არა ფსიქოლოგიურად, არამედ ქალებს ფიზიკურადაც ანადგურებს,“ – თქვა სოფო კილასონიამ.

კილასონიას თქმით, აუცილებელია ამ პრობლემებზე შესაბამისმა ინსტიტუციებმა და მთავრობამაც ისაუბროს, რადგან ძალადობა გამწვავებულია და უკიდურეს ფორმებს იძენს.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s