ცალმხრივი კონფლიქტები

trust__believe__peace__by_emilyjade00-d2zzbwvავტორი:თამთა ჭრიკიშვილი

ქართველები, ძირითადად, მაქსიმალისტები ვართ. ხშირად გავიგონებთ აზრს, რომ ჩვენზე მაგარი ამ ქვეყნად არავინაა, რომ ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ერი ვართ, თუმცა, რეალობა არის განუვითარებელი ეკონომიკა, მძიმე სოციალური ფონი, მოუგვარებელი კონფლიქტები და დაკარგული ტერიტორიები. არც დანარჩენი მსოფლიო მიიჩნევს ქართველობას განსაკუთრებით უნიკალურად, მათთვის განუვითარებელი ქვეყანა ვართ, დიადი წარსულით, საეჭვო აწმყოთი და გაურკვეველი მომავლით.

ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი პრობლემაა ტერიტორიების დაკარგვის საკითხი, კონფლიქტები, რომლებიც ორი ათეული წელია გაყინულია და წინსვლა არ იგრძნობა. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს თვითშეფასებას კონფლიქტების მოგვარებასთან?

ცუდია, როდესაც ადამიანი აღმატებულად ან არასათანადოდ აფასებს თავს, ეს ცუდია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ერთ ადამიანს კი არა, მთლიანად ერს ეხება. გამოსავალი ჯანსაღ თვითშეფასებაშია. ჯანსაღი თვითშეფასება გულისხმობს, შევაფასოთ საკუთარი თავი სხვისი თვალით, დავინახოთ ჩვენი მინუსებიც და პლიუსებიც, განსაკუთრებით ნეგატიურისათვის თვალის გასწორება ჭირს, თუმცა, რელობის დასანახად უარყოფითის გააზრებაც საჭიროა.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების დარეგულირებაში, ხშირად, სწორედ არასათანადო თვითშეფასება გვიშლის ხელს. ვხედავთ მხოლოდ ჩვენს პლუსებს და სხვის მინუსებს, ურთიერთბრალდებები არ სრულდება, მაშინ, როდესაც ქართლელებთან, მეგრელებთან თუ სვანებთან ერთად აფხაზები და ოსებიც მსხვერპლად შეეწირნენ დიდი ქვეყნის იმპერიულ ზრახვებს.

ძნელად ვიაზრებთ, რომ ომი აფხაზეთში, ომი სამხრეთ ოსეთში იყო მოძმე, საუკუნეების განმავლობაში ერთად მცხოვრები ხალხის ომი. გვავიწყდება, რომ, საქართველოში მცხოვრებმა ყველა კუთხის წარმომადგენელმა დედამ შესწირა შვილი ამ კონფლიქტებს, მათ შორის არც ოსი და აფხაზი დედები ყოფილან გამონაკლისები, გვავიწყდება, რომ ომში ყველამ ერთნაირად დავკარგეთ ახლობლები, მეგობრები, დედმამიშვილები, მშობლები.

ნდობის აღდგენა, ურთიერთობების დამყარება ვერასოდეს მოხდება იმ ხალხებს შორის, რომლებიც კონფლიქტს ცალმხრივად, მხოლოდ საკუთარი კუთხიდან აფასებენ. ომში არ თამაშობენ დადგენილი წესებით და არასოდესაა მხოლოდ ერთი მხარე მტყუანი ან მართალი. როდესაც ორივე მხარე გაიაზრებს, რომ დავაშავეთ ორივემ და დავზარალდით ორივე, რომ ორივე დავმარცხდით საკუთარი მოძმის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, მაშინ დაიწყება მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღდგენა. სხვისი ნაჭუჭიდან საკუთარი თავისა და მოქმედებების დანახვა, ჯანსაღი თვითშეფასება – დაგვეხმარება გავალღოთ გაყინული, ცალმხრივად აღქმული კონფლიქტები. ვეცადოთ, სათანადოდ შევაფასოთ მომხდარი, მოვიხადოთ ბოდიში შეცდომებზე და დავინახოთ ერთმანეთის პლუსები..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s