უმუშევრობის უსაშველო პრობლემა

2248090560ავტორი: ბელა არუთინოვი

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დღემდე რჩება. ამის შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – დისბალანსი მოთხოვნა მიწოდებას შორის, ანუ კონკრეტული დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამ სპეციალობის მქონე ადამიანთა რაოდენობა. სტუდენტების უმრავლესობა პრესტიჟულ პროფესიებს ირჩევს, და შესაბამისად, სხვა ფაკულტეტები უყურადღებოდ რჩება. საბოლოოდ, უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული კურსდამთავრებულთათვის, ხშირ შემთხვევაში, სასურველი სამსახურის შოვნა რთულია, რადგან ვაკანტური ადგილები  გადატვირთულია ან მოთხოვნა სხვა დანარჩენ პროფესიებზე საკმაოდ დაბალია.

კომპეტენცია ხშირად დამსაქმებლის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. განათლების ხარისხისათვის რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი: სასწავლო პროდუქტი, რომელსაც სთავაზობს უმაღლესი სასწავლებელი, მომხმარებლის მოთხოვნა, თუ რა სახის მოთხოვნა აქვს და შეთავაზებულიდან რა ხარისხის პროდუქტს ირჩევს. შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტები იღებენ იმაზე დაბალ განათლებას, ვიდრე ამას სთავაზობენ.

დასაქმების პრობლემის მიზეზი რამდენიმე საკითხია: პირველი – ორგანიზაციები არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო ცდილობენ ერთ თანამშრომელს შეასრულებინონ სხვადასხვა ტიპის სამუშაო. ამას ემატება უმაღლეს დამთავრებულთა არასაკმარისი კვალიფიკაცია.

აუცილებლად ხაზგასასმელია მენტალობის თემა. ის ამ საკითხშიც გარკვეულ როლს თამაშობს. ასე მაგალითად, ხშირად აბიტურიენტი ორიენტირებულია არა განათლების მიღებაზე, არამედ იმაზე, რომ დაეუფლოს პროფესიას და შემდგომ ჰქონდეს ხელფასი, რომელიმე პრესტიჟულ დაწესებულებაში. აბიტურიენტთა უმრავლესობა ირჩევს მენეჯმენტს, იურიდიულს და სხვა მათი აზრით ფასეულ ფაკულტეტს. სამწუხაროდ პროფესიები, როგორებიცაა ინჟინერი, ტექნიკოსი, ენერგეტიკოსი და სხვა ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ბაზარზე მათი მოთხოვნაა.

ჩვენთან ყველა რომელიმე უნივერსიტეტში მოხვედრა პრობლემა აღარ არის და  შედეგად ვიღებთ დიპლომირებულ სპაციალისტთა არაადეკვატურად დიდ ნაკადს. უმაღლესი განათლების სისტემის გაფართოების ეს ტენდენცია ეფუძნება იდეას, რომ მეტი განათლება სარგებლის მომტანია როგორც ეკონომიკური,  ისე სოციალური თვალსაზრისით.

სტუდენტები განათლების მისაღებად დიდი რაოდენობით ფულს იხდიან, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემას ახერხებს.

საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს აბიტურიენტთა რაოდენობა უპრეცედენტო იყო და 42 ათასს შეადგენდა.

უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ბაზრის ურთიერთმიმართების შესახებ ინფორმაცია საქართველოში დღეისათვის ძალიან მწირია. ამ დეფიციტს პირველ რიგში განაპირობებს ის, რომ ეროვნულ დონეზე არ არსებობს სისტემური მიდგომა ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ანალიზისათვის.

კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა დასაქმებისა და შემოსავლების შესახებ მონაცემები სისტემურად არც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე გროვდება.  მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტი ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოარგონ პროგრამები ბაზრის მოთხოვნებს, სტანდარტის შესაბამისი პუნქტების შესრულების ინდიკატორები და გადამოწმების წყაროები ბუნდოვანია, არარის საკმარისად დეტალიზირებული თვითშეფასებისა და გარე შეფასების ინსტრუმენტები და, შესაბამისად, არ იძლევა ამ კუთხით მდგომარეობის სრულად და ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას ცალკეული პროგრამების, ისევე როგორც მთლიანად უმაღლესი სასწავლებლის დონეზე.

ამ პრობლემის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს – სრულყოფილი ინფორმაციული ბაზის შექმნა სამუშაო ბაზარზე არსებული სრული სურათის დასანახად და, შესაბამისად, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდეს, თუ რა სფერო საჭიროებს მეტ კადრს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s