ნაგავი იქ, აქ, ყველგან

ქვემო ფონიჭალა. ფოტო: მარიტა ტყემალაძე

ქვემო ფონიჭალა. ფოტო: მარიტა ტყემალაძე

ავტორი: მარიტა ტყემალაძე

მინდა ვისუნთქო სუფთა ჰაერი.

მინდა ვისეირნო სუფთა ქუჩებში.

მინდა… მაგრამ სურვილები თავისით არ ხდება.

დაბინძურებული გარემო ხშირად ხდება ჩვენთვის დისკომფორტის მიზეზი. ლაშქრობის, ექსკურსიის დროს ალბათ ყველას გვინახავს ბუნებაში დაყრილი ნაგავი, რომლის შეგროვება და გადაყრა  გვეზარება. ყველაფერი ეს კი  ჩვენს ჯანმთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ხშირად მინახავს ქუჩაში, სადარბაზოებში, გასართობ პარკებში დაყრილი ნაგავი, რომლის ურნამდე მიტანა ასე ძალიან არ გვიყვარს. მიმავალი მანქანიდან გზაზე პარკების, საღეჭი რეზინების, სიგარეტის ნამწვავის და ბოთლების გადმოგდება ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა.

ხშირად მიფიქრია ნუთუ ეს ნაგავი მათ არ აწუხებთ, ნუთუ ქუჩაში მოფრიალე პარკები მათთვის გამაღიზიანებელი არაა? მაგრამ ჩვენ ხომ ვფიქრობთ, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლის არაფერი შეიცვლება, ყოველთვის სხვას ვუყურებთ და არასდროს არ ვცდილობთ პირველი ნაბიჯი თავად გადავდგათ.

კანონით გარემოს დაბინძურებისთვის ადამიანი ისჯება, დასუფთავების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 200 ლარით ჯარიმდება ხოლო დაწესებულები, ორგანიზაციები – 1000 ლარის ოდენობით. მგონია, რომ ხშირად არ აჯარიმებენ.  წინააღმდეგ შემთხევაში ნაგვის დაყრის სიხშირე ხომ მაინც უნდა შემცირებულიყო.

გარემოს სისუფთავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნარჩენების მართვაა, ჩვენ შეიძლება ნაგავი ურნაში ჩავყაროთ, მაგრამ ამით სულაც არ მოხდეს გარემოს სისუფთავის შენარჩუნება. ამიტომ კიდევ ერთი საკითხი, რაც მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, ეს არის ნაგვის დახარისხება, რათა შემდგომ მოხდეს მათი გადამუშავება და გამოყენება.

გარემოს დაცვის სამინისტრომ მთავრობის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით შემიმუშავა ნარჩენების მართვის კოდექსი, რაც გულისხმობს  ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების  წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას. აქედან გამომდინარე სახელწიფოში უნდა შეიქმნას ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნები და ზოგიერთმა საწარმომ კი თავად  გადაამუშავოს ნარჩენები. უნდა გადაიხედოს არსებული ნაგავსაყრელები და მათი  უსაფრთხოება დადგინდეს.

თუმცა კანონპროექტის დამტკიცებასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, ნაგვის გარეთ დაყრის ნაცვლად ურნაში ჩაყრა ვისწავლოთ..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s