განსხვავებულობა და ინდივიდუალიზმი

10751599_925579544137365_1534023740_nავტორი: აკაკი მესაბიშვილი

Be different(იყავი განსხვავებული), ალბათ, ეს ის ლოზუნგია, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსივით გავრცელდა და ადამიანთა ცხოვრებაშიც ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე დამკვიდრდა. შეხვდებოდით სურათებს რომელზეც 15 ადამიანი შავი ფერითაა გამოსახული და მხოლოდ ერთია ფერადი, ანდა თევზებს რომლებიც დინების მიმართულებით მიცურავენ და ერთადერთი აღმოჩნდება „გულადი“. პინგვინები; იხვის ჭუკები; ჟელიბონები; ფანქრები; ქოლგები – ეს იმ საგანთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც გამოყენებულია იმისთვის, რომ ლამაზად დაგვიხატოს „განსხვავებულბა“.

ამგვარ ფოტოებს აქვთ უნარი ადამიანთა გონებაში დალექვის და შემდეგ მოკალათების, ისე რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ, შედეგად კი მართლა ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ფერადები,  დანსხვავებულები და ჩვენ გარშემო ადამიანები არიან შავ-თეთრი კარიკატურები. ანდა პირიქით, ჩვენ ვართ შავ-თეთრი და ირგვლივ ხალხია ფერადი კარიკატურა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, შედეგი ხომ ერთია- ჩვენ მოვტყუვდით. ბრბოს თუ მასის ფსიქოლოგიას არავითარი კავშირი არ აქვს ამ ფოტოებთან.

გამოიჭირეთ თქვენ, განსხვავებულებო, საკუთარი თავი ქუჩაში სიარულისას. როგორ უყურებთ ადამიანებს, რომლებსაც AC/DC-ს ან სხვა რომელიმე როკ-ჯგუფის მაისურის ნაცვლად ვარდისფერი ზედა აცვიათ და არც game of thrones-ის ფანებს მიუგავთ სახე, თქვენი სიბრაზე, ალბათ, თვითკმაყოფილებაში გადადის, როდესაც სოლისტი მისამღერში კივილს იწყებს. კიდევ ბევრ რამეში და ბევრ დროს შეიძლება გამოიჭიროთ საკუთარი თავი თუ დაფიქრდებით და ანალიზს დაიწყებთ.

ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნული მეტი არაფერია, თუ არა განსხვავებულობის არასწორი პროპაგანდით გამოწვეული მცირედი საზოგადოებრივი გამოხატულება. რატომღაც ნაკლებად ვხვდები რაციონალუობის, ფიქრის კულტურის, კრეატიულობის, ინოვაციურობის წახალისებას, თუმცა დღე არ გავა რომ არ მოვისმინო ფრაზა- იყავი განსხვავებული ან მასთან რაიმე სახით დაკავშირებული ქვეტექსტი.

ამ ყველაფერზე შეგვიძლია უბრალოდ ვიხუმროთ, თუ არ დავფიქრდებით შედეგზე, რომელიც, სულაც არაა სასიხარულო. ადამიანებში იმის ჩანერგვა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ განსხვავებულები ყოველგვარი რაციონალური საფუძვლის გარეშე, იყვნენ თვითკმაყოფილები თვითშემეცნების გვერდის ავლით, ნიშნავს იმას, რომ მათ მოვუწოდებთ იმოქმედონ გაუაზრებლად.  განსხვავებული ქმედება, სურვილი იმის გაკეთებისა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აკეთებს, საკუთარი ცხოვრების შენს ნებაზე წარმართვა თავისთავად კარგია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი „განსხვავებულობის“ დამტკიცებას  სხვების გამუდმებული დაცინვით ცდილობენ.

კარგი იქნება თუ არ ვიქნებით წინასწარ უარყოფითად განწყობილები და ვეცდებით, რომ გავუგოთ ერთმანეთს, თუ განსხვევებული ხარ, აუცილებელი არ არის იჯდე ბნელი ოთახის რომელიმე კუთხეში, არ არის აუცილებელი ზიზღით უყურებდე ადამიანებს, რომლებსაც არც კი იცნობ. ამგვარი ტენდენციები ხშირად შემოდის გახლეჩილ საზოგადოებაში, სტერეოტიპეთან ბრძოლის და შენარჩუნების ჭიდილისას. თუ არ გავიაზრეთ ეს ყველაფერი შედეგად „განსხვავებულები“ ერთმანეთს იმდენად დაემსგავსებიან, რამდენადაც საზოგადოების დიდ ნაწილს გამოეყოფიან.

რთულია და ალბათ არასწორი დავიწყო მსჯელობა- ვართ თუ არა ადამიანები ერთნაირები, ან განსხვავებულები ანდა წამოვისროლო, რომ იმდენად ერთნაირები ვართ რამდენადაც განსხვავებულები. გონებამდე მისასვლელი გზა ინდივიდუალურია, რეფლექსიები სხვადასხვანაირი, თუმცა ფაქტია, რომ ყველაფერი საკუთარი თავის შეცნობაზე დადის. და რა არის საკუთარი თავის შეცნობა თუ არა, კითხვების დასმა და ძიება. ამ პროცესში ყალიბდები ინდივიდად ისე, რომ არც კი ფიქრობ განსხვავებულობაზე, პირიქით იღებ შენს თავს ისეთს, როგორიც გახდი. ეს მუდმივი პროცესია, რომელშიც გამარჯვება და დამარცხება განსხვავებულობა და ერთნაირობა არ არსებობს. ინდივიდად ჩამოყალიბება გულისხმობს გაცნობიერებას.

გიფიქრიათ, რა ფერია იასამანი?- მე ვიტყოდი, რომ რაც უფრო დიდია სამყარო, მით უფრო ნაკლებია ადამიანთა ცოდნა მის შესახებ, რაც უფრო ნაკლებია პასუხი, მით მეტია კითხვა.თუ ოდესმე გიფიქრიათ, რა იმალება იმ სისტემის მიღმა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მიხვდებით, თუ რაოდენ რთული და ამავდროულად მარტივია აცნობიერებდე, რომ არაფერი არ იცი. ალბათ, ზოგჯერ აღიარებაც კმარა იმ აზრამდე მისასვლელად, რომ ადამიანები განპირობებული არსებები ვართ, ვცხოვრობთ ჩვენ მიერ შექმნილ წესრიგში ჩვენი დადგენილი წესებით და მათგან გადახვევას უცნაურ სახელებს ვარქმევთ.

ყველა ადამიანი არის იმ ეპოქის ქმნილება,

რომელშიც ის ცხოვრობს,

მხოლოდ ცოტას შეუძლია დააყენოს

საკუთარი თავი დროზე მაღლა

ვოლტერი

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s