უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხოელებს მიწის ყიდვის უფლება? – დისკუსია

ხუთშაბათს, 06 ნოემბერს, 20:00 საათზე ლიბცენტრი გამართავს დისკუსიას თემაზე

“უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხოელებს მიწის ყიდვის უფლება?”

დისკუსიისას ცენტრის წევრები წარმოადგენენ არგუმენტებს თუ რატომ უნდა /არ უნდა  ჰქონდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის ყიდვის უფლება..

მხარეების პოზიციის წარმოდგენის შემდეგ არგუმენტებს შეაჯამებს და ანალიზს გაუკეთებს მენტორი –  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი გიორგი დავითური

დასწრება თავისუფალია

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: Conference Hall, რუსთაველის 31 მელიკ აზარიანცის სახლის უკანა მხარე

ვარდების რევოლუციის მოედანი (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ)

ტელეფონი: 2 98 22 51

e_mail: liberalismcenter@gmail.com

ფოტო: რადიო თავისუფლება

ფოტო: რადიო თავისუფლება

.

2 thoughts on “უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხოელებს მიწის ყიდვის უფლება? – დისკუსია

  1. მაპატიეთ მაგრამ ძალიან ვწუხვარ რომ ასეთი “**********************ური” შეკითხვები საერთოდ ჩნდება. მარტო ჩვენთან კიარა მთელს მსოფლიოში…
    რატომ?!
    თუნდაც იმიტომ რომ მიწა არ არის ერთი ან თუნდაც ათასი კაცის კერძო საკუთრება – ის ყველას საკუთრებაა – იმათიც ვინც “ამ მიწისთვის უკვე მოკვდა” და თუ გნებავთ იმათიც ვინც ჯერ არ დაბადებულა.
    ვინც არ მეთანხმებით ალბათ თვლით რომ მეტისმეტად ფილოსოფიური მიდგომაა, ზედმეტად მორალისტური, იდეალისტური, პატრიოტისტული და ასე შემდეგ, მაგრამ დამიჯერეთ რომ სულაც არა. ვინც ასეთად მიმიჩნევს ვეტყვი რომ არ იჩქარონ პიროვნული შეფასება, – საკმაოდ შორს ვარ იქიდან რომ ვინმეს მორალი ვუკითხო – ეს დიდი უხეირო საქმეა 🙂 მითუმეტეს ჩვენს დროში და ამიტომ აწი იურიდიულ არგუმენტსაც მოვიშველიებ – რათქმაუნდა ჩემი აზრით არგუმენტს, თორემ იურისტები რომ ერთმანეთში საკამათოს არ იტოვებდნენ და ისე წერდნენ სამართალს, მაშინ ძალიან მალე უსაქმურად დარჩებოდნენ. 😉
    ჰოდა როგორ უნდა გაიყიდოს ის, რაც კერძო საკუთრება არაა?
    რაც კერძო არაა, შესაბამისად ის (“სოციალისტი” იურისტებისთვის) ან საერთოა, ან არავისი (“კაპიტალისტ” იურისტებს ასე უფრო მოსწონთ).
    აქედან გამომდინარე – ის რაც არავისია, ლოგიკურად ვერ გაიყიდება, იმიტომ რომ მასში ფულს ვერავინ აიღებს. ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ “მისაკუთრებული” იქნეს ვინმეს მიერ და მერე გაიყიდოს როგორც კერძო საკუთრება. მეორე შემთხვევა უფრო მარტივია: თუ ქონება საერთოა, მაშინ ის ან უნდა დანაწილდეს თანამესაკუთრეთა შორის, ან მის ყველა თანამესაკუთრეს უნდა აკმაყოფილებდეს გაყიდვის პირობები და მისი წილი. – სხვანაირად საერთო საკუთრებაში მყოფი ქონება ვერ გაიყიდება.
    ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად და კერძოდ ამ შემთხვევაში, – თუ არ თვლით თანამესაკუთრედ და არ გსურთ იმათი “წილების” გათვალისწინება, ვინც უკვე გარდაიცვალა ან ჯერ არ დაბადებულა, მაშინ მე ჯერჯერობით არცერთ კატეგორიაში არ გავდივარ და არც გაყიდვის იდეა მომწონს ნამეტნავად.
    იჯარით, განკარგვის უფლებით და ა.შ. კი ბატონო, მაგრამ გაყიდვაზე ბოდიშს ვიხდი. მით უმეტეს რომ მარტო ჩემი სულაც არ არის ეს მიწა, ჰაერი და წყალი… 😉

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s