უხმოთა ყვირილი

scream

ავტორი: ქეთა კანდელაკი

უკვე დავიღლე იმაზე წერით, როგორ ქვეყანაში ცხოვრება მინდა, ან როგორ ქვეყანაში – არ მინდა. დავიღალე ყოველდღე იმ პრობლემებზე საუბრით, რომლის გადაწყვეტის არც შესაძლებლობა არსებობს და არც სურვილი. დავიღალე ჩემი ქვეყნით, რომელშიც საკუთარ თავს ვერ ვგრძნობ, იმედითაც დავიღალე და ყვირილითაც – ეს ხმა მაინც არავის ესმის, ამ ხმის გაგონება მაინც არავის უნდა.

დავიღალე მომავალზე ოცნებით, რომელიც ისეთივე არაფრისმომცემი და უშედეგია, როგორც თავად “ოცნება”, დავიღალე ღარიბაშვილებით, სააკაშვილებით, ივანიშვილებით და უსუფაშვლებით.იმათითაც დავიღალე, ვინც ამათით არ დაღლილა.

ვინ ვინ და ისევ შენ და ის ვიღაც ხართ დამნაშავეები. დიახ, შენც! აიმაღლე ხმა და თქვი, რომ რაღაც არ მოგწონს, თქვი, რომ უნდა შეიცვალოს, თქვი, რომ ეს შენი უფლებაა.

მსგავსი რამეები აქ არ ხდება? ვიცი, ვიცი ჩვეულებრივ მოქალაქეს და მეორე პასუხისმგებლობებმოხსნილ მოქალაქეს ვინმე “ბიძინას” ერთნაირი უფლებები არ აქვთ.

ჰო ვიცი, ესეც ვიცი, რომ აქ შენს იერარქიას შენი ჯიბის სისქე განსაზღვრავს  და მერე სულ ერთია თავში რა გიდევს, ან წარსულში რა “მიგიქარავს”.

21 წლის ვარ და ამ ყველაფრით უკვე დავიღალე.

დაიღლები შენც.

დაიღლება ისიც.

დამიჭერენ მე.

დაგიჭერენ შენ.

ან მომკლავენ.

ან მოგკლავენ.

და დაიღლებიან სხვები, დაწერენ სხვები, ინერვიულებენ, განიცდიან, შეშფოთდებიან სხვები,აქციებზე ირბენენ დიდი პლაკატებით, მაგრამ სხვებიც დაიღლებიან!

მათ ხმას არავინ გაიგებს, ისევე,როგორც არ გესმით ჩემი.ისე,როგორც არ გესმით არავისი, რადგან საკუთარ თავს საკუთარ ოთხ კედელში დაცულად გრძნობთ და გგონიათ,ტყვია, რომელსაც მე მესვრიან, მხოლოდ მე მკლავს.

არადა თქვენ ჩემზე ადრე მოკვდით, ათჯერ, ასჯერ,ათასჯერაც…

თქვენ მოკვდით! დიახ, თქვენ გარდაცვლილი ხართ!

თქვენ აზრი თქვენს კედლებს გარეთ ვერ აღწევს.

დაე, იცოცხლეთ დიდხანს და ბედნიერად თუ ეს სიცოცხლედ მიგაჩნიათ, თუ თქვენს სახლს თქვენს სამშობლოდ თვლით, თუ თქვენი სტაბილურობა ქვეყნის სტაბილურობა გგონიათ.

თუ იმასაც ფიქრობთ, მხოლოდ ასე აგცდებათ ტყვიები, ქაოსი, ტკივილი, დაიბრმავეთ თვალები, ღიმილით უყურეთ სატირალს, დაიხშეთ ყურთასმენა…

იცხოვრეთ ბედნიერად!.

One thought on “უხმოთა ყვირილი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s