არარსებული” ბავშვები

beggarავტორი: მარიამ ოლქიშვილი

ყოველ დღე უნივერსიტეტამდე მეტროთი მიწევს მგზავრობა. ყოველ გაჩერებაზე სხვადასხვა ბავშვს ვიცნობ. ზოგი სანთლებსა და ხატებს ჰყიდის, ზოგი მათხოვრობს. არიან ასაკით ძალაინ პატარებიც, ძლივს რომ ამბობენ  დაზეპირებულ ტექსტს, რომელიც „ბოდიში თუ შეგაწუხეთი“ მთავრდება.  მერე სხვა ბავშვი შემოვა და დაიწყებს „კეთილო ხალხოო…კეთილო მგზავრებო“ – ასე გრძელდება ბოლო გაჩერებამდე.

ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე ხშირად ვფიქრობთ, ვფიქრობთ ყველა ცალკ-ცალკე, მაგრამ ერთად არავინ. მათი პრობლემაც კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ეგრეთ წოდებული  „ქუჩის ბავშვების“  რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ხშირად არც მათი არსებობის დამადასტურებელი საბუთი მოიპოვება.  რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ფაქტობრივად არ არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე დაემართება, სახელმწიფო დაეხმარებას ვერ გაუწევს. კიდევ ერთი პრობლემაა ისიც, რომ ყველანაირი სოციალური მომსახურება სიღარიბის ზღვარს ქვმოთ მყოფი ოჯახის სტატუსზეა მიბმული. უსახლკარო ოჯახს, რომელსაც არა აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, არ გააჩნია საცხოვრებელი მისამართი, მას სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვს.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქუჩაში სამოწყალოდ გამოსული ბავშვების უმეტესობას  კიდევ უამრავი სხვა პრობლემაც აწუხებს.  მხოლოდ მოწყალების გაღება დიდი არაფერი შეღავათია. ამ პრობლემების მოსაგვარებლად უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, აღწერა ჩატარდეს, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს ამ ბავშვების შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. ამით შესაძლებელი გახდება საბუთების მოგვარება, რომლის საშუალებითაც შეძლებენ მიიღონ როგორც სახელმწიფო პროგრამების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა დახმარება, დაურიგდეთ ჯანმრთელობის დაცვის პოლისები..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s