უსაქმური დასაქმებულები

dislikeავტორი: თამთა ჭრიკიშვილი

ერთი შეხედვით ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაა, ხალხს სამსახური არ აქვს და უსაქმურადაა, თუმცა არა, საქართველოში 100%-ით არის მოხსნილი უმუშევრობის პრობლემა, ყველას აქვს სამსახური, საქმე სახელად კრიტიკა.

ეს საინტერესო სამსახური გულისხმობს 24 საათიან სამუშაო გრაფიკს, ძირითადი მიზანია სხვისი ნაკლის პოვნა და გასაჯაროება, სხვისი დამცირებით საკუთარი თავის „ამაღლება“. მოთხოვნები არ არის მკაცრი, მთავარია შეგეძლოს ისეთი აზრების გამოხატვა, სხვისგან რომ „განსხვავდება“ და „მასისგან“ გამოგარჩევს. უნდა აკრიტიკო ხალხი, რომელთაც ერთნაირი ტანისამოსი აცვია, ხომ არ შეიძლება ყველაფერი ჩაიცვა რაც მოდაშია… უნდა აკრიტიკო ადამიანები, რომლებიც სტატუსად ფრაზებს წერენ წიგნებიდან, მათ ხომ არასდროს წაუკითხავთ ეს წიგნი, უბრალოდ ფრაზა ნახეს სადღაც, მოეწონათ და ეს სირცხვილია, უნდა აკრიტიკო ისინი, ვინც უბრალოდ არ ჯდებიან შენს გემოვნებაში, შენ ხომ უკეთ იცი რა არის კარგი და რა ცუდი.

ასეთი სამსახური საქართველოში ყველას აქვს, დიდსაც და პატარასაც. დიდი ხანია ვფიქრობ, რატომ უგროვდებათ ადამიანებს ამდენი ზიზღი, ბოღმა? რატომ უნდათ სხვისი საქციელი გააკრიტიკონ, თუკი ეს მათ სრულიად არ ეხებათ? ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდივარ – როდესაც ადამიანს კომპლექსები, არასრულფასოვნების შეგრძნება აწუხებს, ურჩევნია სხვის ნაკლზე ისაუბროს და ამით საკუთარი დამალოს, ან იქნებ იმიტომ გახდა კრიტიკა ასე პოპულარული, რომ ეს მართლა ერთადერთი სამსახურია დღეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველას იღებენ, ყოველგვარი პირობების გარეშე და შემცირების სისტემაც არ მოქმედებს.

ის კი ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ სიყვარულის, ერთმანეთის პატივისცემის უნარი დავკარგეთ. ვისურვებდი, ადამიანებმა მეტი ვიფიქროთ იმაზე, რით ვასიამოვნოთ ერთმანეთს და ნაკლები იმაზე, რა გავაკრიტიკოთ, ასე უფრო ადვილი, მარტივი და ლამაზი იქნება ცხოვრება.

თუმცა, ახლა კიდევ ერთი საინტერესო პერიოდი იწყება. საახალწლოდ ახალი და მძაფრი კრიტიკის კორიანტელი წამოვა მათ მიმართ, ვინც თავისი ნაძვის ხის ფოტოს სოციალურ ქსელში გააზიარებს, „გავიგეთ, რომ ახალი წელი მოდის“, „დარჩა ვინმე, ვინც საკუთარი ნაძვის ხე არ გვანახა“. „დასაქმებულებს“ აქტიური მუშაობა ელით..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s