გენდერული კვოტირების უპირატესობა

„ის ვინც აცხადებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებულია ბუნებრივად ერთნაირი უფლებით, რომ ყველა უნდა სარგებლობდეს პიროვნულად თავისუფლებით და მოქალაქეობრივათ სწორუფლებიანობით და ამ განცხადებაში არ გულისხმობს ორთავე სქესს, ის დამრღვევია დემოკრატიული პრინციპისა.
ის ვინც ფიქრობს, რომ მოქალაქური უფლების ღირსი მხოლოდ ერთი მამრობითი სქესია, (…), ის არასოდეს არ იქნება და არ ჩაითვლება ხალხის მეგობრად, ასეთი დემოკრატი ვერ იქნება ვერც განმამტკიცებელი დემოკრატიული სახელმწიფოს მართვა გამგეობისა და ვერც დამცველი სამართლიანობისა და თანასწორობისა“.

„გაუმარჯოს სულით დემოკრატს!“

N 4, მაისი 1917.   კატო მიქელაძე

კატო მიქელაძის მიერ  1917 წელს დაწერილი ეს წერილი საფუძველი უნდა გამხდარიყო დემოკრატიული  საზოგადოების აშენებისა. 100 წლის წინ კატო მიქელაძის პრიორიტეტი თანასწორობა იყო, თანასწორობა ყველა ნაწილში, თანასწორობა ყველასთვის როგორც საფუძველი ისტორიული გარდატეხისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.

თანაუფლებიანობა მოქალაქეთა შორის სახელმწიფოს სწორი მართვა-გამგეობისათვის დღევანდელი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს.

????????????????????????????????????????????? საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფოს მართვა- გამგეობაში მინიმალურადაა წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონის დონეზეა დეკლარილრებული. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქალთა ჩართულობის ნაწილში. საქართველოში ადმინისტრაციულ ორგანოებში რაოდენობრივად არც თუ ისე ცოტა ქალია დასაქმებული, თუმცა ნაკლებად საპასუხისმგებლო პოზიციებზე, ქალების როლი ადმინისტრაციულ ორგანოებში მეტწილად შემოიფარგლება ოპერატორობით, ცხელ ხაზზე მოქალაქეთათვის თავაზიანი პასუხებით. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, არის როგორც მაღალი თანამდებობის პირების ნაწილის, კერძოდ მამაკაცების დამოკიდებულება ქალების შესაძლებლობების თაობაზე, ასევე გავრცელებული შეხედულებები მენტალური თვალსაზრისით.

პოლიტიკაში ქალების ჩართულობა განსაზღვრავს საზოგადოებაში ქალთა გაძლიერებასა და გაჯანსაღებას, ამისათვის რატომღაც უფლება ავირჩიოთ ან ვიყოთ არჩეულნი, არ არის საკმარისი, რომ მივიღოთ შედეგი – ის დემოკრატიული საზოგადოება, რომელზედაც თითქმის 100 წლის წინ საუბრობდა კატო მიქელაძე.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიტანონს ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში. ეს ეხება სავალდებულო გენდერულ კვოტირებას, რომელიც გულისხმობს ქალთა ჩართულობის გაზრდას მმართველ ორგანოებში.

ეს ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსისთვის როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელ, ისე ადგილობრივ მმართველობით წრეებში.

რა მდგომარეობაა დღეს: დღეს დღეობით საქართველოს კანონმდებლობა ქალ და მამაკაც ამომრჩეველს თანაბარ უფლებებს ანიჭებს, თუმცა არსებული თანასწორობა შეზღუდულია რეალურად. გაეროს 1990 წლის ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად – 30 პროცენტიანი კვოტირება განიხილება, როგორც მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს 150 დეპუტატია, აქედან 17 ქალი. მეორეს მხრივ კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით,  ამომრჩეველთა 53 პროცენტი ქალია.

გენდერული კვოტა იცავს ქალებს პოლიტიკური იზოლაციისგან და იცავს თანასწორობას,  მაგალითისთვის: პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი რომელიმე დომინანტური სქესი.

იმისთვის, რომ თანასწორობა აღდგეს ევროპის ქვეყნებში (ნორვეგია, დანია, შვედეთი) და არა მარტო, მიმართავენ სწორედ კვოტირების სისტემას, რომელიც იძულებითი ღონისძიებაა და  გენდერული თანასწორობის მისაღწევად შედეგიანია,  თანასწორობის, რომელიც ფუნდამენტურია სწორედ იმიტომ, რომ არის ინდივიდის ღირსების ხელშუხებლობის და შესაბამისად, თვითრეალიზაციის საფუძველი როგორც მამაკაცის, ასევე ქალის.

ავტორი: მარი ბერაძე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s