„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ 2014 წლის საქმიანობას შეაჯამებს

5შაბათს, 24 იანვარს, 15:00 საათზეფრონტლაინ კლუბში” (მისამართი: ლადო ასათიანის ქუჩა, 62) საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროექტის, “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის” ერთი წლის საქმიანობას შეაჯამებს და ახალი ჯგუფის დასაკომპლექტებლად კონკურსს გამოაცხადებს.

„ლიბცენტრის“ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე, პროექტის დირექტორი დავით კლდიაშვილი და პროექტის კოორდინატორი ნატა ძველიშვილი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ცენტრის წევრ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

***

“ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც National Endowment for Democracy (NED) -ის ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლიდან ხორციელდება.პროექტის ფარგლებში იმართება საჯარო ლექციები ლიბერალური ღირებულებების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. 2014 წელს ჯამში 22 ლექცია გაიმართა. სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, მათ შორის გიორგი მაისურაძე, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი მშვენიერაძე, ლევან გიგინეიშვილი, გელა ჩარკვიანი, რუსუდან გოცირიძე, ბუბა კუდავა და სხვები.

კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი 6 თვის განმავლობაში ესწრება ამ ლექციებს. გარდა ამისა, მართავენ დისკუსიებს სხვადასხვა თემაზე, აგრეთვე ამზადებენ სტატიებს, სიუჟეტებს და გადაცემას LibTime-ს, რომელიც იტვირთება ცენტრის YouTube-ის არხზე.  http://www.youtube.com/user/liberalismcentre

პროექტი 2015 წელსაც გრძელდება და ახალი ჯგუფის დასკომპლექტებლად კონკურსი გამოცხადდა. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 თებერვალია.

საკონტაქტო პირი: ნატა ძველიშვილი, პროექტის კოორდინატორი  

მობ. 593421855   Email: n.dzvelishvili@gmail.com  .

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s