თბილისში მსვლელობა “მეტი ქალი პარლამენტში” გაიმართა

DSC_0152

ავტორი: თამო ყოჩაშვილი

8 მარტს, თბილისში, “ქალთა მოძრაობის” ინიციატივით, გაიმართა მსვლელობა ” მეტი ქალი პარლამენტში”. აქციის მიზანი იყო ქალთა როლის ზრდა სახელმწიფოებრივ დონეზე. როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობდნენ, მათი მოთხოვნაა პარლამენტში კვოტირების დაკანონება. “ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითხოვთ კვოტირებას, რადგანაც სხვანაირად ამ პროცესების დარეგულირებას დასჭირდება გაცილებით მეტი დრო, ვიდრე მის გარეშე” – თქვა აქციის ორგანიზატორმა იდა ბახტურიძემ.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, როგორც პარლამენტში ასევე მთავრობაში, ამიტომაც რესპუბლიკური პარტიის სრული შემადგენლობა მხარს უჭერს ამ წამოწყებას და მნიშვნელობნად მიიჩნევს პრობლემის გადაწყვეტას.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (53%) ქალია. თუმცა, დღესდღეობით, საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობოთ (12%) არის წარმოდგენილი. იდა ბახტურიძის აზრით, ამ აქტივობებს შეუძლია შეცვალოს დღევანდელი სურათი – ” ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოება გაიზიარებს ამ მოთხოვნებს და ჩვენ ერთად ვაიძულებთ მთავრობასა და პარლამენტს, მიიღოს კანონი კვოტირების შესახებ. ”

აქცია “მეტი ქალი პარლამენტში” 25 ქალაქში იყო დაგეგმილი. მსვლელობა თბილისში ვარდების რევულუციის მოედნიდან დაიწყო და  პარლამენტის ყოფილი შენობასთან დასრულდა .

 

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s