ქალები ცვლილებების მოლოდინში

3273739457ავტორი: ია ჩუბინიძე

საზოგადოებაში ქალების როლის ზრდა გლობალიზაციის თანმდევ ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ თვალსაზრისით გადაგმული უამრავი ნაბიჯის მიუხედავად, ყველაზე განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი ეს თემა აქტუალობას ჯერ კიდევ არ კარგავს, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვასადხვა ტიპის აქციების სახით უფრო მეტი სიხშირით იჩენს ხოლმე თავს. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმძაფრით განვითარებად სახელმწიფოებში დგას, მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „გენდერული თანასწორობა“, „მეტი ქალი პოლიტიკასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში“ – სულ უფრო აქტუალური ხდება.  ეს ფრაზები,  ბოლო პერიოდში ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო ისეთმა მოწოდებამ გადაფრა, როგორიცაა – „არა ძალადობას“.

რაოდენ ხმამაღალ ნათქვამადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოში უმარავ ქალს უწევს  ბრძოლა არათუ თანასწორობისთვის, არამედ სიცოცხილისთვის, რაც არამარტო მსხვერპლის პირადი, არამედ მთელი საზოგადოების ტრაგედიაა წარმოადგენს.

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების ფონზე, ბუნერივია,  ისმის კითხვა თუ რა არის შექმნილი სიტუაციის მიზეზი და  რაში მდგომარეობს გამოსავალი. ერთიც და მეორეც  მთელი რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული. თავისი წილი პასუხისმგებლობა კი სახელწიფოსაც და საზოგადოებასაც ეკისრება. ძალადობის ხელისშემწყობ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს მამაკაცებზე ქალების ფინანსური  დამოკიდებულება და განათლების დაბალი დონე  წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, ქალებს შეუქმნას თანასწორი გარემო და უზრუნველყოს მათი დასაქება. ქალების მიმართ არსებული დამოკიდებულება ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებაში გავრცელებულ სტრეოტიპებთან და  ღრმად ფესვგადგმულ, ტრადიციების სახელით მონათლულ არასწორ შეხედულებებთან. დღევანდელ საქართველოში რთული არ არის ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც სწორედ ამ „ტრადიციების“ მსხვერპლად იქცნენ, რის გამოც, მათთთვის ნამდვილი თავისუფლება ჯერ კიდევ შორეულ მიზნად რჩება.

ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით რეგიონებში დგას, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სწორედ ზემოთ ნახსენები სტრეოტიპებით აღზრდილი, გონებაგაჟღენთილი ადამიანები უკვე ვეღარ ითავისებენ თანაწორობის არსს, რადგან  მათთთვის  თავისუფლების ჭეშმარიტ საზომად არსებული მჩაგვრელი რეალობა იქცა  და არა მათი უფლებების დაცულობის ხარისხი.

ხვალ 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე, რომლიც ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალურ დღესასწაულად იქცა. ეს არის დღე, რომლის დროსაც, ქალთა უფლებების დაცვის მიზნით გამართული მშვიდობიანი, სიმბოლური აქციები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მსგავსი ტიპის აქცია ხვალ საქართველოშიც გაიმართება, რომლითაც კიდევ ერთხელ შეახსენებენ ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას ქალების უფლებების დაცულობის ვალდებულებას, ისევ შეისმევა ქალის სადიდიებელი უამრავი სადღეგრძელო, ისევ ბევრი შეასხამს ხოტბას ქალს, ისევ გადასცდება საათის ისრები 12-ს, ბევრი ისევ მიივიწყებს  რამდენიმე საათით ადრე თქმულს და კვლავ სიძულვილის ენასა და ძალადობას მიჰყოფს ხელს.

რაც უფრო ბევრს ფიქრობ და მსჯელობ ამ საკითხზე, სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ისმის კითხვა : რა უნდა  იღონოს ქალმა?   პასუხი ცვილებებსა და მოძრაობაში, აქტიურობაში, ერთმანეთის თანამდგომასა და თითოეული ადამიანის აქტივობაშია. საზოგადოება წარმოაოდგენს ჩვენი თითოეულის ერთობლიობას, სწორედ ამიტომ აუცილებელია, ყველამ ვიზრუნოთ ჩვენს განვითარებაზე, საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში სწორი ღირებულებების გავრცელებაზე. მხოლოდ საერთო ძალისხმევა და მუდმივი სწრაფვა ცვლილებებისკენ მოგვცემს ბევრად უფრო უკეთეს შედეგს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s