თავისუფლება უსაფრთხოების პირისპირ

ავტორი: აკაკი სადუნიშვილი   
როცა ადამიანები წესებსა და მოვალეობაზე თანხმდებიან, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ იქმნება. მერე იწყება ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების მოპოვება, როგორც ჰობსი განმარტავს, არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ, სადაც ადამიანს არც თავისუფლება და არც უსაფრთხოება არ გააჩნია.

„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლიტური ძალაუფლება აბსოლიტურად რყვნის“ სწორედ ამიტომ იქმნება სახელმწიფო, რომელსაც ლეგიტიმურობა, რომ შეიმუშაოს და აღასრულოს კანონები, ეს კი თავის მხრივ პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს ადამიანებზე. ისინი დაცულები იქნებიან, მათ ექნებათ სიტყვის, აზრის გამოხატვის, შეკრების უფლებები. დაცული იქნება მათი კერძო საკუთრება, მაგრამ ამავე დროს მათ ექნებათ მოვალეობები და სოციალური პასუხისმგებლობა.

liberty-security-scaleერთი ადამიანი მხოლოდ მაშინ დათმობს თავის უფლებებს და გადასცემს მას სახელმწიფოს თუ იგევს გააკეთებს მეორე. ეს კი უზრუნველყოფს საერთო წესრიგსა და კანონის უზენაესობას. მიუხედავად ამისა, შეიძლება თუ არა თავისუფლების შეზღუდვა რაიმეს გამო? ეს ხომ ადამიანის უფლებაა “ისუნთქოს თავისუფლად“, ამის გარეშე ხომ ადამიანი ფუჭი და არაფრის მომტანია. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც შენი თავისუფლება სხვის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს? ამ არგუმენტით თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზეზები, თითიეულ სახელმწიფოს აქვს.

ფრენსის ფუკუიმას თუ დავუჯერებთ, ლიბერალურ დემოკრატიას ალტენატივა არ გააჩნია, მაგრამ მიუხედავათ ამისა ისიც კი ვერ იქნება გარანტი თავისუფალი და უსაფრთხო გარემოსი, ამის ნათელი მაგალითი ამერიკის შეერთებელი შტატები და 11 სექტემბერია, იქნებ შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება სახელმწიფოს, რომ შეეზღუდა ადამიანების თავისუფლება და ამ თავისუფლების ხარჯზე გაეზარდა მათი უსაფრთხოება? ეს კითხვა პასუხგაუცემელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკაში  2001 წლის 26 ოქტომბერს “პატრიოტის აქტი“ მიიღეს, რაც თავის მხრივ ნიშნავდა საკუთარი მოქალაქეების  მონიტორინგს მათ მიერ განხორციელებულ პირად საუბრებზე, მათ შორის ტელეფონსა და სოციალურ ქსელებზე. ეს აქტი ასევე ითვალისწინებდა ინდივიდთა ნებართვის გარეშე მათი საკუთრების, ბინის ჩხრეკას და ასე შემდეგ.

ასეთ დროს შეძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანები მოექცნენ  სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, რაც დაარღვეს მათ თავისუფლებას. ამის გარშემო კამათი იყო და იქნება და სწორედ ამიტომ ამ აქტმა ცვლილებები განიცადა. საბოლოოდ სახელმწიფომ გადაწყვიტა არა მთელი მოსახლეობა, არამედ გარკვეული კატეგორიის ადამიანები შეემოწმებინა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სკამათოა არის ძალა, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს პოლიციის სახით. შესაძლებელია ამგვარმა მდგომარეობამ ქვეყანაში საპოლიციო რეჟიმი დაამკვიდროს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანთა თავისუფლებაზე, მაგრამ შესაძლებელია ასეთმა ქმედებამ საფრთხე შეაამციროს და ნულოვანი ნიშნულისკენაც კი წაიყვანოს.

ასევე საკამათოა იარაღის ტარების საკითხიც. უნდა ჰქონდეს თუ არა ადამიანს იარაღის ტარების უფლება? ადამიანი თავისი სურვილისამებრ იძენს იარაღს, მისი ფულით შეძენილი ნივთია, შესაბამისად, მისი საკუთრება და თუ მისი საკუთრებაა მაშინ მისი ტარების უფლებაც უნდა ჰქონდეს. მაგრამ ხომ არ იქნება საფრთხე სხვა ადამიანებისთვის? ეს კითხვა სათუოს ხდის მოსაზრებას, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ.

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში ამ თემაზე კამათი დღესაც აქტუალურია, რადგან შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია იარაღის ტარებასთან სავალალოა. მაგალითისთვის ჟურნალ “მაზერ ჯონსის“ გამოკვლევების მიხედვით, ამერიკაში მომხდარი 62 მასობრივი მკვლელობების შემთხვევაში, რომელიც 1982 წლიდან დღემდე მოხდა, გამოყენებული 139 იარაღის 75%  პროცენტი სრულიად კანონიერად ეკუთვნოდა მაპატრონეებს და მათ იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკაში იარაღი თავისუფლების სიმბოლოა, რადგან ამერიკელმა ხალხმა ბრძოლით მოიპოვა დამოუკიდებლობა და იარაღი მათთვის თავდაცვის გარანტია, რადგან “ღმერთმა შექმნა ადამიანი, ხოლო კოლტმა ისინი გაათანაბრა“. ეს არგუმენტი ბათილდება ისეთი მოვლენებით, როგორიცაა მაგალითად ქალაქ ნიუტონში სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი ტრაგედია, როდესაც 20 წლის ადამ ლანცამ ცეცხლსასროლი იარაღით 26 ადამიანი, მათ შორის, ოცი მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ასევე უნდა ითქვას, რომ ამერიკაში იარაღის ტარებას კონკრეტული შტატი არეგულირებს, მაგალითისთვის აიავაში უსინათლოებსაც კი აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო ჯორჯიაში ადამიანებს იარაღის ტარება სკოლებში, სავადმყოფოებსა და ეკლესიებში კი შეუძლიათ.

უსაფრთხოებას თავისუფლების პირისპირ ოცდამეერთე საუკუნეშიც აყენებენ. ბევრმა სახელმწიფომ ოქროს შუალედი ჯერ კიდევ ვერ იპოვა. ზოგან უსაფრთხოების პრობლემა აქვთ, ზოგან თავისუფლების და უფრო ბევრგან – ორივესი ერთად..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s